ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრა “პარკ დე პრენსის” ერთ-ერთ ტრიბუნაზე ფრანგი გულშემატკივრების მიერ გიგანტური, აგრესიული ტიფოს გამოფენით დაიწყო.
ნახატზე გამოსახული იყო საშინელებათა ფილმის პერსონაჟი, რომელიც სისხლიანი ბენზოხერხით “ბარსელონას” ლოგოს თავს ესხმოდა და ანადგურებდა. კომპოზიციას თან ახლდა ლოზუნგი “Masacre a la parisina” (“ხოცვა-ჟლეტა პარიზულად”), რაც ცნობილი ფილმის (“ტეხასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით”) ერთგვარ სიტყვათა თამაშს წარმოადგენდა. ამას გარდა, სტადიონზე გამოჩნდა სხვა შეურაცხმყოფელი ბანერებიც, წარწერით: “Puta Barça”.
ბარსელონას ოფიციალური საჩივარი უეფაში
La Vanguardia-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” მატჩის დასრულებისთანავე უეფას დელეგატს ოფიციალური საჩივრით მიმართა და აღნიშნული ბანერის მკაფიოდ ძალადობრივი შინაარსი დააფიქსირა. კატალონიურმა კლუბმა ასევე მოითხოვა რეაგირება იმ შეურაცხმყოფელ წარწერებზე, რომელთა მოხსნასაც შეხვედრის მსვლელობისას ამაოდ ითხოვდა.
ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის მიერ გავრცელებული დეტალები. როგორც ირკვევა, ამ უზარმაზარ ტიფოს უშუალოდ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობის ოფიციალური დასტური ჰქონდა.
გამოცემა ხაზს უსვამს პარიზელთა ორმაგ სტანდარტს: რამდენიმე დღით ადრე კლუბმა უარი განაცხადა “ლე მანთან” მატჩზე სოციალური მოძრაობის მხარდამჭერი ტიფოს გამოფენაზე, თუმცა “ბარსელონასთან” მატჩში აგრესიული ბანერის გამოფენა არა მხოლოდ დაუშვა, არამედ მის გაშლამდე სტადიონის დიქტორმა ის ხმამაღლა გამოაცხადა კიდეც.
უეფას სადისციპლინო რეგულაციები და მოსალოდნელი სასჯელი
უეფას სადისციპლინო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება მასპინძელი კლუბისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. რეგულაცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ დასჯადია:
- სპორტული ღონისძიების გამოყენება არასპორტული ხასიათის მანიფესტაციებისთვის;
- ქცევა, რომელიც ჩრდილს აყენებს ფეხბურთს და კონკრეტულად უეფას რეპუტაციას;
- ჟესტების, სიტყვების, ობიექტების ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი, პოლიტიკური ან იდეოლოგიური გზავნილების გადასაცემად.
ამასთან, რეგლამენტის თანახმად, მასპინძელი კლუბი სრულად არის პასუხისმგებელი სტადიონზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგსა და უსაფრთხოებაზე მატჩამდე, მატჩის დროს და მის შემდეგ. ისინი პასუხს აგებენ ნებისმიერი სახის ინციდენტზე, თუკი ვერ დაამტკიცებენ, რომ ორგანიზებისას რაიმე სახის დაუდევრობა არ გამოუჩენიათ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარიზული კლუბი სოლიდურ ფულად ჯარიმას ვერ ასცდება. ამასთან, უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს “პარკ დე პრენსის” იმ ტრიბუნის ნაწილობრივ დახურვას (ან პირობით დისკვალიფიკაციას), სადაც აღნიშნული ძალადობრივი ტიფო იქნა წარმოდგენილი.
რეალმა ჩვენ ვერაფერში ვერ უნდა გვაჯობონო და უფრო დიდი სირობა ბანერი გამოფინეს. ნეგრეირა არ დასჯილაო თუ როგოც ითარგმნება რა. წინასწარ იციან რომ ჩაიჯვამენ და მსაჯებზე ზეწოლა დაიწყო. ფლიკ ამათ თუ არ გაუყარო და მოგიტყან რეინჰარდ ჰაიდრიხი.
ტიპებს ისეთ რამეებზე არ სჯიან და ამაზე ვინ დასჯის😂 სიტის რაზეც სჯიან ის რაა პსჟს რაც აქ გაკეთებული იმასთან შედარებით
პატარა გუნდის მენტალიტეტი კეტი არაფერი რაც არ უნდა ტიტულები მოიგონ იგივე დარჩება სულ
აი ზუსტად ამაზე ვწერდი, რომ ამ გუნდს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია ბარსასთვის და ასეთ ახ**რ გუნდში არ უნდა წასულიყო ენრიკე და ბარსას წინააღმდეგ არ ეთამაშა ამ ბო** გუნდის მწვრთნელის რანგში. 6:1 ვერ გამოიღო მაზუთიანი ტრ**ნ ხელაიფმა. ნეტა ვინმე უჩივლებდეს საიდან და როგორ იხდიდა ასობით მილიონებს ხელფასებში და ცალკე კიდევ ასობით მილიონებს ვარსკვლავების ყიდვაში, მაშინ როცა შემოსავალი მესამედიც არ ექნებოდა.