workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა შემთხვევაში გადმოვა მარკუს რაშფორდი ბარსელონაში

რა შემთხვევაში გადმოვა მარკუს რაშფორდი ბარსელონაში

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, მარკუს რაშფორდის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერის საკითხი კვლავ აქტუალურია.

27 წლის ინგლისელის “წითელი ეშმაკებიდან” წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და ცნობილია, რომ მას ყველაზე მეტად “ბლაუგრანაში” თამაში სურს. თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ “ბარსას” ფეხბურთელის ხელფასის სრულად გადახდა ფინანსური რეგულაციების გამო არ შეუძლია.

Mundo Deportivo-ს ცნობით დეკუ რაშფორდის აგენტს ლისაბონში შეხვდა. “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს განუცხადეს, რომ მარკუსი მზადაა, “ბლაუგრანაში” თამაშის სანაცვლოდ ხელფასი შეიმციროს. თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. საჭიროა, რომ “იუნაიტედმა” რაშფორდის ანაზღაურების მინიმუმ ნახევარი დაფაროს და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, კატალონიელებმა ის სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატონ.

ამჟამად რაშფორდის ანაზღაურება 10 მილიონ ევროზე მეტია, “ბარსელონას” კი შეუძლია, მას 3 მილიონი გადაუხადოს.

არის კიდევ ერთი ვარიანტი – თუ ანდრეას კრისტენსენი “ბარსელონას” დატოვებს, რისი შანსიც არსებობს, ესპანელები ინგლისელი თავდამსხმელის იჯარით დამატებას შეძლებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • სპარტაკი
    schedule 28 იან 2025, 01:22
    #12

    ზოგადად რაშვფორდის მსგავს ფეხბურთელის მოსვლა ყოველთვის მსიამოვნებს აქვს თავიზდროზე დამტკიცებული რაც შეუძლია მერე კიდევ ბევრი ფაქტორიც განაპირობებს როგორ და რა გზაზე დააყენებს ზოგან ვარსკვლავი ქრება ზოგჯერ პირიქით. ნუ მაგალითისთვის ბევრის ჩამოთვლა შეიძლება … მაგრამ თუ ამ არსებული შემადგენლობისთვის დროებითი ფეხბურთელი გვინდა და თან სავარაუდო გამოგვადგება თუარა მე ბეიმარის ვარიანტს მიუბრუნდებოდი ინტრიგისთვის და მარკეტინგული თვალსაზრისითაც და სხვა იმ ახლაგაზრდა ფეხბურთელების დასანახად გადავდგამდი იმ ნაბიჯს რომ ნეიმარი თავისდროზე შეცდა და ისეთი კლუბი როგირიც ბარსაა არ უნდა დატოვო.. და თუ სხვა კუთხით შევხედავთ რასაც ფინანსური მხარე არ გვიშვებს ყველაფერს ჯობია ახალი 9 იანის მოძებნა ძალიან ახალგაზრდის რაც ეფიც იქნება ხელფასიც და ამავდროულად სანამ ლევანას შეუძლია ცოტას მაინც განავითარებს თან შეეწყობოდა სხვებსაც ..

  • nika 54
    schedule 26 იან 2025, 18:00
    #11

    კაროჩე მოვიდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დრო, ერთი კვირაც და მორჩა, არავის მომყვანები ესენი არ არიან.

  • Giorgi99
    schedule 26 იან 2025, 09:33
    #10

    ოსიმენი რატო არ უნდათ 40 მილიონად თავისუფლად იყიდიან

  • JustBarcaLover
    schedule 25 იან 2025, 20:29
    #9

    ტორესის ზამენად მოყავთ ეს?

  • Rick Sanchez
    schedule 25 იან 2025, 17:08
    #8

    მანჩესტერიდან ვინც წავიდა ყველამ გაშალა ფრთები, იჯარით მოჰყავთ ხოარ ყიდულობენ. მოიყვანონ და სკამზე მაინც იჯდება, რომელიმე შემტევმა ტრავმა რომ მიიღოს მერე რას აკეთებთ?

  • Mascerano
    schedule 25 იან 2025, 16:57
    #7

    რა კრისტენსენი ბიჯო,უვარგისი ფატი რომ გყავთ მაგას გააჯმეინეთ რაში უხდიან მილიონებს. მოკლედ ყველანაირად უვარგისი ღლე ხელმძღვანელობა ყავს ბარსას

  • MESSI 2017
    schedule 25 იან 2025, 16:51
    #6

    ნახევარი სეოზნით იჯარაზეა ლაპარაკი 😀 ფერან ტორესსზე და ფატიზე უკეთესი ნაღდად არის+ მონდმებული იქნება მანჩესტერში ფეხბურთელი რომ ვერ თამაშობს ფეხბურთელსი ბრალი არ არის ყოველთვის

  • Barca
    schedule 25 იან 2025, 16:38
    #5

    ფელიქსს მაინც განიხილავდნენ

  • დათო_აბშილავა
    schedule 25 იან 2025, 14:50
    #4

    არგვინდა ძმაო რაა მოგვაშორეთ ეს 1 უჯრედიანი, მესამე სასტავშიც ზედმეტი იქნება, აქ ვკითხულობ და რა ობამეინგთან შედარებაა, ან ფერან ტორესს რომ ადარებთ ამას, ფერანის კლასს და თამაშს ვერც მიუახლოვდება ეს და აღარ გვინდა ეს არც იჯარით და ყიდვით ხო მითუმეტეს, მშვენივრად არის გუნდი აწყობილი მიუხედავად პატარ პატარა შეცდომებისა, ეს გუნდში ნამდვილად არ არის საჭირო, დაღუპულ მანჩესტერს აღარ უნდა და სკამზე ზის ვერ ვხვდები ვინ და რატომ ეთანხმებით ამის თუნდაც იჯარით გადმოსვლას და ბარსას სკამზე ჯდომას

  • Jorkaeff
    schedule 25 იან 2025, 14:48
    #3

    ციტატა: Don_Andresito
    ეგრე ობამეიანგიც ვეღარ ხვდებოდა გაფარჩაკებული არსენალის ძირითადში და ბოლოს კონტრაქტი გაუწყვიტეს. მოვიდა 6 თვით და დახია ყველაფერი. იჯარაა ყიდვა ხო არა. სკამიდან მაგრა დაგვეხმარება, ფატის აღარ ჯობს ან ტორესს? ბარსაში როგორც ობამ შეისხა ფრთები ისე ეს იზამს, კარიერის გადარჩენის ბოლო შანსი აქ, დახვდება სუფთა გარემო, ნაკლებად ბინძური პრესა და გუნდი რომელიც რაღაცისთვის იბრძვის. მანჩესტერი კიდე სრული ჭაობია. თან კონფლიქტის გამო არ თამაშობს თორე ფორმაში იყო ასე თუ ისე, გაიტანა რამდენიმე გოლი ამორიმთან. აქ თუ შევა ფორმაში დაგვეხმარება, თუ ვერა და დავაბრუნებთ უკან. რა პრობლემაა, გასახდელს ეგ ვერ აგვირევს და ვერაფერი. თუ არ გაგვაძლიერა ვერ დაგვასუსტებს. რაფას იამალის და ლევას ტრავმა ლიგის ფლეიოფში და სულ სხვა გუნდი ვხდებით, ფატის იმედი ვისაც გაქვთ საღოლ

    აუბა რო ბარსას მოთამაშე უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო, ალბათ ყველას გვინდოდა, და ეს, ალბათ არავის გვდომებია აქამდე. რაფინია ამას არ ააყენებს სკამიდენ და ლევანაზე მეტს ეს ვერაფერს მოგვცემს 9-ზე.
    ისაა რო იაფი ჯდება და სკამზე გვეყოლება ჩვენც.

  • Don_Andresito
    schedule 25 იან 2025, 14:06
    #2

    ეგრე ობამეიანგიც ვეღარ ხვდებოდა გაფარჩაკებული არსენალის ძირითადში და ბოლოს კონტრაქტი გაუწყვიტეს. მოვიდა 6 თვით და დახია ყველაფერი. იჯარაა ყიდვა ხო არა. სკამიდან მაგრა დაგვეხმარება, ფატის აღარ ჯობს ან ტორესს? ბარსაში როგორც ობამ შეისხა ფრთები ისე ეს იზამს, კარიერის გადარჩენის ბოლო შანსი აქ, დახვდება სუფთა გარემო, ნაკლებად ბინძური პრესა და გუნდი რომელიც რაღაცისთვის იბრძვის. მანჩესტერი კიდე სრული ჭაობია. თან კონფლიქტის გამო არ თამაშობს თორე ფორმაში იყო ასე თუ ისე, გაიტანა რამდენიმე გოლი ამორიმთან. აქ თუ შევა ფორმაში დაგვეხმარება, თუ ვერა და დავაბრუნებთ უკან. რა პრობლემაა, გასახდელს ეგ ვერ აგვირევს და ვერაფერი. თუ არ გაგვაძლიერა ვერ დაგვასუსტებს. რაფას იამალის და ლევას ტრავმა ლიგის ფლეიოფში და სულ სხვა გუნდი ვხდებით, ფატის იმედი ვისაც გაქვთ საღოლ

  • cruyff9
    schedule 25 იან 2025, 13:09
    #1

    გაასხმევინეთ რა