workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა პარიზში გასული სეზონის ნარინჯისფერი ფორმით ითამაშებს

ბარსელონა პარიზში გასული სეზონის ნარინჯისფერი ფორმით ითამაშებს

calendar_month მატჩის დრო: 20 ოქტომბერი, 23:00
bolt მოკლედ
UEFA-სა და ტელემაუწყებლების მოთხოვნით, ცუდი ხილვადობისა და ფერთა თანხვედრის თავიდან ასაცილებლად, "ბარსელონა" "პარკ დე პრენსზე" "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გასული სეზონის ნარინჯისფერი ფორმით ითამაშებს.

“ბარსელონა” “პარკ დე პრენსზე” “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასული სეზონის ეკიპირებას მოირგებს. UEFA-მ და ტელემაუწყებლებმა კატალონიურ კლუბს სატელევიზიო ეთერში ხილვადობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სთხოვეს, მიმდინარე სეზონის არცერთი მაისური არ გამოიყენოს. შესაბამისად, ჰანსი ფლიკის გუნდი მოედანზე ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი გავა.

რატომ დაიწუნეს მიმდინარე სეზონის მაისურები?

ეს ნარინჯისფერი კომპლექტი 2025/26 წლების სეზონში კლუბის მესამე ფორმა გახლდათ (მეორე ფორმა ყვითელი ფერის იყო, კობი ბრაიანტის ლოგოთი). UEFA-მ და შეხვედრის რეჟისორებმა მიიჩნიეს, რომ 2026/27 წლების სეზონის სამივე მაისური პსჟ-ს ფერებთან მიმართებით მაყურებელში გაურკვევლობას გამოიწვევდა.

უარყოფილი იქნა როგორც პირველი, ტრადიციული ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა, ისე ორივე ალტერნატიული ვარიანტი: მეორე (შავ-იასამნისფერი) მაისური ფრანგული გუნდის ფერებს ემსგავსება, ხოლო მესამე (ლურჯი) ფორმა, მათი შეფასებით, ტელემაყურებლებისთვის სურათის აღქმას გაართულებდა.

დადებითი პრეცედენტი ბაზელში

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მიერ გასული წლის ნარინჯისფერი ფორმის გამოყენება პირველი შემთხვევა არ იქნება. წინასასეზონო მომზადების ეტაპზე ჰანსი ფლიკის გუნდმა ამ ეკიპირებით ბაზელში ამხანაგური მატჩი გამართა. პრეცედენტი კი მეტად პოზიტიურია: “სანქტ იაკობ-პარკზე” კატალონიელებმა 2-5 გაიმარჯვეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი