ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი ისეთი, ვისაც ტრავმების მდიდარი გამოცდილება აქვს, სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებამდეც პირველი გრძნობს დაზიანების სიმძიმეს. შაბათს, “სევილიასთან” მატჩში, “რამონ სანჩეს-პისხუანზე” ანდრეას კრისტენსენის ცრემლები სწორედ ამის მანიშნებელი იყო. 30 წლის დანიელმა ცენტრალურმა მცველმა იმავე წამს გააცნობიერა, რომ საქმე სერიოზულ დაზიანებას ეხებოდა. კვირას კატალონიურმა კლუბმა დიაგნოზი დააზუსტა – “მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის სწორი კუნთის დაზიანება”, თუმცა აღდგენის ზუსტი ვადების დასახელებისგან თავი შეიკავა. თავდაპირველი პროგნოზებით 4-დან 6 კვირამდე უქმობა ვარაუდობდნენ, მაგრამ Mundo Deportivo-ს მიერ გამოკითხული ფეხბურთელის გარემოცვის წყაროები შიშობენ, რომ ლაზარეთში გატარებული დრო საბოლოოდ ორ თვემდე გაიზრდება.
სანაკრებო პაუზა, რომელიც ამ სეზონიდან პირველად გახდა სამკვირიანი, ჰანსი ფლიკისთვის პრობლემას გარკვეულწილად ამსუბუქებს. გერმანელი სპეციალისტი ცენტრალური მცველების სიუხვით განებივრებული არ არის (პაუ კუბარსი და ჟერარ მარტინი), თუმცა დაცვის ცენტრში მას ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეს გამოყენება შეუძლია, რადგან ფლანგებზე საკმარისი ალტერნატივები აქვს: ჩავი ესპარტი და ჟოაუ კანსელუ ორივე ფრთაზე, ხოლო ალეხანდრო ბალდე – მარცხნივ. გარდა ამისა, წინასასეზონო მომზადებაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მარჯვენა მცველად ბრიან ფარინიასის გადაწევაც შესაძლებელია.
ლა ლიგის მორიგი სანაკრებო პაუზა 7-8 ნოემბრის უქმეებზე გასამართ “ატლეტიკო”-“ბარსელონასა” და 21-22 ნოემბრის “ბარსელონა”-“ვილიარეალის” დაპირისპირებას შორის შედგება. სწორედ “ვილიარეალთან” მატჩი შეიძლება იქცეს კრისტენსენის დაბრუნების სამიზნედ, რათა რეაბილიტაციის პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს. ამ პერიოდში ის რვა შეხვედრას გამოტოვებს (ხუთს ლა ლიგაში და სამს ჩემპიონთა ლიგაზე), მათ შორის პსჟ-სთან მატჩსა და “ელ კლასიკოს”.
კაროჩე წელსაც დაცვის ხაზი არ გვყავს რაა ან ეს არაუხო რაღას გაუშვენს ან ეს რატო დაიტოვეს ვერ ვხვდები რაა 1 წესიერი ცენტრალური მცველი რა გახდა ამდენი ხანი რო ვერ მოიყვანეს რაა კუნდდ მაინც გადაწიონ ცენტრში კაროჩე კრისტენსენის საფეხბურთო კარიერა მორჩა ვსო
აბა 4-5 კვირის გამო დროს არ დაკარგავს კრისი. თუ ტრავმაა 2-დან 6-7 თვემდე უნდა იყოს ჯიგრულად. ვერმალენი-2 ია ტიპი. მეცოდება რა თქმა უნდა, (პირველ რიგში ბარსა მეცოდება) მაგრამ ამას ხრუსტალიც არ ქვია, ნათურის შუშაა, თხელი გარსი რომ აქვს, სიფრიფანა.
როცა არაუხო გაუშვეს ესეც უნდა გაეშვათ და მცველები უნდა მოეყვანათ რომ შეს@ეს მსოფლიოს ამ ხულიან ალვარესით კარგი დაცვის გარეშე ვერ მოიგებ ლიგას
დანიაში თუ წავა თვითმფრინავის ტრაპზე შეიძლება დამატებით დაიტრავმოს და კი გამოუვა ოთხი თვე, მერე აღდგენისას გაირთულებს და ეგეც შენი ნახევარი წელი ((((
მრავალ ბარსელონაში შეუსრულდა ამას 200 წელი 🔥
au aman xo waigho tvini ra. ras sheakvdnen bicho .moashoron tu ar iyideba gaushvan esec da de jongic da mooikvanon erti norm mcveli.davighale ra !!!
მოკლედ 3 კვირით დაიწყეს და უკვე 2 თვეზე ავიდნენ, ანუ ეს პირველი წრის ბოლომდე მინიმუმ დაისვენებს.
გაყიდონ ეს და დეიონგი, ორივე ხრუსტალია და ცოტა რო დაამატონ კი მოვა შლოტებერგი ან ვინმე ნორმ ცაცია მცველი, რა გახდა, ნუთუ თვითონ ფლიკს არ აქვს ეს მოთხოვნა
არადა კრისტენსენი ერთ-ერთი ძაალიან ძლიერი მცველია
უბრალოდ ტრამვებმა გააწამა
ამ ზამთარს მგონია რო მცველს უეჭველი დაითრევენ
ეჭვიც არ მეპაეება,რომ ზამთარში მინიმუმ ერთ მცველს მოიყვანენ.