ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქამბექი შემოგვთავაზა — გუნდი გასვლაზე, ლისაბონში, ბენფიკასთან 1-3-ს აგებდა, შემდეგ 2-4-საც, თუმცა არ დანებდა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლო წამებზე კი 5-4 მოუგო.
მე-2 წუთზე ვანგელის პავლიდისმა ბენფიკა დააწინაურა [1-0], მე-13-ზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა [1-1], 22-ე და 30-ე წუთებზე კი პავლიდისმა კიდევ 2 გოლი გაიტანა და პორტუგალიური გუნდი შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა — 3-1.
მეორე ტაიმში, ანატოლი ტრუბინის შეცდომის შემდეგ, რაფინია ბელოლიმ (64′) საჯარიმოს გარედან თავით გაიტანა და 1 ბურთი გაქვითა [3-2], მაგრამ მალევე, რონალდ არაუხოს (68′) ავტოგოლით ბრუნო ლაჟის შეგირდებმა წონასწორობა კვლავ ორამდე აიყვანეს [4-2]. 78-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტით სხვაობა ისევ შეამცირა [4-3], 87-ე წუთზე ერიკ გარსიამ ანგარიში გაათაბარა [4-4], 96-ე წუთზე კი ბარსელონამ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და რაფინიამ გიჟური საღამო ლეტალური დარტყმითა და გამარჯვების გოლით დააგვირგვინა — 5-4!

ბარსას 7 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ პირველადგილოსან ლივერპულს ჩამორჩება (3 ქულით).
ჰანსი ფლიკის გუნდს შემდეგი შეხვედრა 26 იანვარს, ვალენსიას წინააღმდეგ ელის, 3 დღის შემდეგ კი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტას უმასპინძლებს.
ყოჩაღ დი მარიას, მაგრა გვიჯიგრა. მესის კი ჩაუ-ვა კოპა ამერიკაზეც და 2014-ის მუნდიალზე, მაგრამ დღეს მაგრად გადაგვარჩინა.
ძაან მაგრქდ შემოვიდა ფრენკი.კასადო რამდენადაც კარგია იმდენად ნელია პასის დროს.
ცალკე სტატია ეკუთნის პედრის.საოცარი ბიჭია მისნაირად დღეს ცენტრს ვერცერთ გრანდში ვერ აკონტოლებს ვერავინ და თან ჯერ 22 წლისაა რა პასები არიგა გუშინ მთლუანი ცენტრი ეგ იყო
იდგა აღმაშენებლის ცხენივით გაქვავებული და სერიული მკვლელის სახით. მგონი გვერდით მსაჯს უყურებდა, ხელი ზევით არ აწიო თორე ერთით მეტი დედმამიშვილი გეყოლებაო 😂😂😂 სხვა მომენტი ვერ ვნახე.
🤣🤣
ფლიკმა ბოლოს რომც აურიოს და წასასვლელი გახდეს მაიცნ სულ მადლიერი ვიქნები იმისთვის რაც რეალთან ორჯერ ,ბაიერნთან და დღევანდელისთვის, 7 გოლი ერთ თამაშსიშტვის დასაფასებელია
ერთი კაი სტრაიკერი მოგვცა აი მაგალითად ისაკი მაგაზე ვოცნებობ წლებია :დ
ის კუანა 4-1 და 3-0 ანიავებდა
ფლიკი არის კაცი უეჭველი მოიყვანეთ ნიკო გიორკესი ტაჰი და ერთი საყრდენი
რემონტადა შედგა
ამ ეტაპზე რა გოლებიც ჩვენ გავიტანეთ, შეიძლება დიდი ხანი ვერ მოხსნან ეგ რეკორდი. ატალანტასაც ერთი 3 გოლი თუ გავიტანეთ ეგაა. ახალი ლიგის ფორმატის კაი რეკორდი გვექნება. 26 გოლი გვაქ უკვე გატანილი 7 თამაშში საშუალოდ 3.7 გოლი 🥱 მეორე ადგილზე ამ ეტაპზე დორტმუნდია 19 გოლით
ატალანტასთან რომც წააგონ, არაფერი იცვლება ადგილის გარდა, 1/8 ფინალში უკვე ვართ.
საპრიზო იცვლება მოგება გვინდა იმის იმედით რომ ლივერპული წააგებს პსვსთან
იდგა აღმაშენებლის ცხენივით გაქვავებული და სერიული მკვლელის სახით. მგონი გვერდით მსაჯს უყურებდა, ხელი ზევით არ აწიო თორე ერთით მეტი დედმამიშვილი გეყოლებაო 😂😂😂 სხვა მომენტი ვერ ვნახე.
ატალანტასთან რომც წააგონ, არაფერი იცვლება ადგილის გარდა, 1/8 ფინალში უკვე ვართ.
ფლიკის რეაქცია ხომ ვერ გავჩითე რაა რაფინიას გოლზე 😂
ძაან მაგარი ცვლილებები იყო რა. იმენა ყველამ კარგად ითამაშა ვინც შემოვიდა. 4-2 -ზე მეგონა ფსიქოლოგიურად გატყდებოდნენ მარა სადა ბანაობ თურმე)) ფლიკი იმენა ზენიტშია. ტიპებს შეუცვალა
აზროვნება
ეგ იყო თამაში ნერვების დაგლეჯვის ხარჯზე.. ასე თუ ითამაშეს ატალანტასთან იქ უკვე აღარ გაგვიმართლებს.. იასნია მთავარი შედეგია მარა ასე თუ მამაჩემის აწეული წნევის ხარჯზე მოიგეს აწი რადიოში მოვუსმენ და აღარ ვუყურებ..150/90 ზე ქონდა წნევა 89ე წუთზე რო გაიზომა..
თუ რაიმე სიგიჟე არსებობს, ყველაფერმა ამ თამაშში მოიყარა.
ვისკა ბარსააა
ესეტი გამარჯვება წესიტ ამ ახალგაზრდა ბავშვებს ძალიან უნდა წაადგეს სამომავლოდ მომავალში რამე ისე როცა არ წავა ფარხმალი რომ არ დაყარონ და ბოლო წამამდე ქონდეთ იმედი. კარგია რომ ასეთი გამოცდილება მიიღეს.
ულამაზესი ქამბექი. ყველას გილოცავთ. მენტალურად საკუთარ თავს გადაახტნენ.
მაგრა… რაფინიას გამარჯვების გოლის გარდა მინდორზე იყო თუ არა საკითხავი იქნებოდა, მგონი ზედიზედ 4 ზუსტი პასი არ გაუკეთებია. იამალს ორი 100 თუ არა 90%-იანი მომენტი ქონდა და ზუსტად კარშიც ვერ დაარტყა. ორივეს კაი შემოლაწუნება უნდა. კასადო დირკა იყო. არაუხო ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, უტვინო მცველი. კუნდეს თუ წაუვიდა თამაში გავარტყი კაფუს. მარა ერთი თუ აურია მთელი თამაში ჩასვრილია. შესნი კიდე დახვრიტონ. ოღონდ ჯერ ვინსტონის კოლოფი საკუარში გათხარონ.
ეს რა მოხდა!!! აი ეს გვჭირდება! პირველი ერთი საათი სრული ფიასკო გვქონდა და რა შევძელით!