workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ ნეიმარსა და რივალდოს გადაასწრო

რაფინიამ ნეიმარსა და რივალდოს გადაასწრო

bolt მოკლედ
"ასტონ ვილასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ რაფინიას ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მაისურით 23 გოლი დაუგროვდა. ბრაზილიელმა ნეიმარსა და რივალდოს გადაასწრო და რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა.

“ბარსელონას” ბრაზილიელმა შემტევმა რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ ისტორიულ შედეგს მიაღწია. 3 ნოემბერს “ასტონ ვილასთან” გამართულ შეხვედრაში მან ორი გოლი გაიტანა, კატალონიელებს 3-0 გამარჯვებაში დაეხმარა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

რაფინიას ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მაისურით უკვე 23 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით მან რივალდოსა (22) და ნეიმარს (21) გადაასწრო, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა.

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი 120 გოლით ლიონელ მესია. მეორე ადგილს ლუის სუარესი 25 გოლით იკავებს. რაფინიას ამ შედეგის გასამეორებლად კიდევ ორი გოლის გატანა სჭირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • GloryFCB
    GloryFCB გულშემატკივარი
    schedule 04 ნოე 2026, 17:46

    წარმოუდგენელია როგორ გააგდო ბარსელონამ მესი, ეხლა 120 კი არა 150 იც ექნებოდა სულ თავისუფლად. ამავდროულად უბრალოდ ციფრებს შეხედეთ 1 ადგილზე მესია 120 გოლით და მეორე ადგილზე სუარესი 25 გოლით… 25 გოლი ))))

  • Pet27Ree
    Pet27Ree ახალბედა
    schedule 04 ნოე 2026, 17:36

    მესის ვერავინ გადაასწრებს,სუარესზე მეტს გაიტანს ამ სეზონში და მეორე საუკეთესო გამტანი გახდება ლიგაზე.