სელტას ოსკარ მინგესას უფლებების სრულად შესყიდვა სურს

სელტას ოსკარ მინგესას უფლებების სრულად შესყიდვა სურს

“სელტას” მცველი, ოსკარ მინგესა “ბარსელონაში” არ დაბრუნდება, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები 25 წლის ფეხბურთელის უკან გამოსყიდვას განიხილავდნენ, თუმცა ჟიულ კუნდეს შესანიშნავი თამაშის შემდეგ აზრი შეიცვალეს.

ვიგოურ კლუბს სურს, რომ მინგესას კონტრაქტი განაახლოს და მისი უფლებები სრულად შეისყიდოს, რომლის 50%-საც “ბლაუგრანა” ფლობს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    24 ნოე 2024, 13:38

    ეს ბარსამ დაიბრუნოს და 6 თვეში ორმაგად გაყიდის.

  • me da barca
    21 ნოე 2024, 01:59

    სელტას ენდომება 20 000-ად ამის გამოსყიდვა.

  • Rick Sanchez
    20 ნოე 2024, 23:01

    არ უნდა დათანხმდნენ, ინგლისური გუნდი მინიმუმ 20 მილიონს გადაიხდის ამაში.

  • C.PC5
    20 ნოე 2024, 22:05

    ჩემი აზრით სელტაზე უკეთეს გუნდს იმსახურებს, ბარსას სათადარიგოზეც არაფერს დააშავებს, ინგლისურ გუნდებს თუ ენდომებათ უნდა მიყიდონ შესაბამის ფასად, თუ მყიდველი არ ეყოლება მერე ფლიკი და თვითონ ოსკარი მორიგდებიან როგორ აჯობებს, დარჩეს იქ თუ დაბრუნდეს და კუნდეს შემცვლელი გახდეს, დიდი ალბათობით ენდომება დაბრუნება, მინიმუმ იმის გამო რო ბარსაში უკეთ გაპიარდება და უკეთესი შანსი ექნება სხვა კარგა გუნდში გადასვლის, კუნდეს ამოგდების ამბიცია არ და ვერ ექნება მარა ფორტს კი გაუწევს კონკურენციას.

  • Don_Andresito
    20 ნოე 2024, 21:25

    ეხლა ისე თამაშობს მინიმუმ 20 ღირს, პრემიერ ლიგის ნებისმიერი გუნდი გაისვრის 25 საც. თუ 9 ად გვაქვს გამოსყიდვის უფლება მაშინ ერთი 10 უნდა გადაგვიხადოს სელტამ. 5 მაინც. აი ამ მოსაზრებაზე რო კუნდე კარგად თამაშობს ამიტო ეს აღარ გვინდა ის აღარ გვინდა ნერვები მეშლება. კუნდე რო დაიმტვრეს გადებული გვაქ, ფორტი არი მაგ დონეზე რო ჩაგვინაცვლოს? ან ლევა რახან გვყავს აღარ გვინდა არავინ შეტევაში? აგერ დაშავდა იამალი და სოსიედადთან ხავის ბარსას ვგავდით, დაჟე უარესს. ძლიერი სკამის გარეშე წელს ვეღარაფერს მოვიგებთ. ერთი ეპიდემია სეზონის ბოლოსკენ და ყველა ტურნირიდან მოგვისვრიან