ლამინ იამალის მორიგი რეკორდი

ლამინ იამალის მორიგი რეკორდი

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე “აინტრახტთან” გამართულ შეხვედრაში (2-1) “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ასისტი მიითვალა და კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა.

იამალმა მატჩის 53-ე წუთზე ჟიულ კუნდეს გამარჯვების გოლი გაატანინა.

“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლამინი 18 წლისა და 148 დღის ასაკში ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო (7 გოლი, 7 ასისტი). წინა რეკორდი კილიან მბაპეს ეკუთვნოდა, რომელსაც 2017 წელს 13 საგოლე მოქმედება ჰქონდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    11 დეკ 2025, 21:16

    მაინც არ ჰქონდა კარგი მატჩი

  • პენდრაგონი
    11 დეკ 2025, 07:53

    ძაან მაგარი რეკორდი დაუმყარებია :დდ

  • me da barca
    10 დეკ 2025, 14:43

    ამის კრიტიკისგან თავს ვიკავებ, მაგრამ გუშინდელი ამის საქციელი საერთოდ არ მომეწონა. 89-ე წუთზე შეცვალეს და ბუზღუნებდა. წარმოიდგინე 65-ზე რომ შეცვალონ ალბათ რამეს ესვრის ფლიკს. ახლა არ მითხრათ 18 წლისაა, ბავშვია და რამე. სწორედ 18 წლის ბავშვი ამდენს არ უნდა ბედავდეს. ამას გონია, რომ მის გარეშე ბარსა დაიღუპება. არ დაიღუპება. ლა მასია ამას არ ასწავლის, რომ თუ 89-ე წუთზე შეგცვალეს უნდა იბუზღუნო. შენი ასაკის სტაჟიანები ემორჩილებიან მწვრთნელის გადაწყვეტილებას და შენ ვინ ჩემი ვინიციუსი ხარ, რომ ბუზღუნებ. შეგცვალეს 5 წუთით ადრე, ესეიგი ასეა საჭირო გუნდისთვის და არა შენთვის.

  • nika 54
    10 დეკ 2025, 13:35

    ნუ ეხლა ამის ყველა თამაშში რეკორდები იქნება. აუცილებლად და მდევარიც ბევრი არა ყავს. მთავარია ისე ათამაშდეს როგორც შარშან თამაშობდა. ცოტა მხიარულობებს მიეშვას და საქმეს მეტი ყურადღებით მოეპყრას, თორემ რონალდინიოს და ნეიმარის გზისკენ შორი არ არის. ეტყობა ამას, რომ მოედანზე დაღლილი გამოდის არა მგონია თამაშით იღლებოდეს უფრო პახმელიას გავს.