უნივერსალი პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოაუ კანსელუ, რომელიც “ინტერში” გადასვლასთან ახლოსაა, კვლავ “ბარსელონას” ელოდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ინტერი” კანსელუს “ალ ჰილალიდან” გადასაბირებლად უკვე მზადაა, თუმცა ტრანსფერს თავად ფეხბურთელი აფერხებს. 31 წლის პორტუგალიელს ძალიან უნდა “ბარსელონაში” დაბრუნება და ის კატალონიელებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით ჟოან ლაპორტა კანსელუს აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მუდმივ კონტაქტზეა, მაგრამ “ბარსელონას” ინტერესი ჯერ კონკრეტულ წინადადებამდე არ მისულა. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიურ კლუბში ამ ტრანსფერის შესახებ ჯერ შიგნით თათბირობენ. განიხილება მხოლოდ ერთი ვარიანტი – ფეხბურთელის იჯარით აყვანა და მისი ხელფასის ნაწილის გადახდა.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” კანსელუს დაიმატებს, ჟიულ კუნდეს დაცვის ცენტრში თამაშის საშუალება მიეცემა. თუმცა კლუბში ჯერ ის უნდა გადაწყვიტონ, ფინანსური ფეარ ფლეის გათვალისწინებით მათ პორტუგალიელის დამატების საშუალება თუ აქვთ.
ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” 2023/24 წლების სეზონში იჯარის წესით თამაშობდა. მას შემდეგ ის არაბული “ალ ჰილალის” ღირსებას იცავს.
დააბრუნონ კაცო ფლიკი აათამაშებს ბოლო ბოლო კუნდე დადგება დაცვის ცენტრში და დაცვის თამაშიც გამოსწორდება
სულ არაფერს მაინც აჯობებს,მეტი ვარიანტი და სიღრმე ჩნდება. ისე კი ერთი კაი მცველი ლიგაზე გაგვწევდა. ჯანდაბას ეს მაინც მოიყვანონ ოღონდ ლალიგა და ერთი რომელიმე თასი მაინც წამოიღონ. ზაფხულში სერიოზულად უნდა გაძლიერდეს გუნდი 2-3 კაცით.
კრისტიანსენის ტრამვით წესით უნდა დავარეგისტრიროთ ვინმე. ისეთ დღეში ვართ ლიჟბი ვინმე იყოს და მოვიდეს ჯანდაბას აღარ ვუყურებ ასასკს. კლასი მაინც აქვს კანსელოს და დაცვაში ისედაც ისეთ დღეში ვართ ამაზე უარესს კანსელო რაღას გვიზამს. რესურსის გარეშე ლა ლიგას ვერ მოვიგებთ. კუნდე რო დაიმტვრეს გვერხევა, გარსია დგება. დე იონგი დაიმტვრეს გვერხევა, გარსია დგება. კუბარსი დაიმტვრეს – გარსია დგება. და 1 კაცია ეგ გარსიაც. ამიტო რესურსია საჭირო თუნდაც ბებერი კაცით შეივსოს გუნდი
არვიცი ღირს თუ არა
რადროს კანსელლუა, ამათ შიგნით აქვთ
ლაპორტა კაზინოში აგებს ამ ფულს თუ რა ხდება?
ლაპორტა უნდა წავიდეს
ჩვენ მგონი წუმპეში კი არა სხვა რაღაცაში ვართ.
უფრო ბებერი მეგონა. უფასოდ თუ ვერ დაიმატეს ეს და საერთოდ რისი იმედი უნდა გვქონდეს ტრანსფერებთან დაკაცშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" კანსელუს დაიმატებს, ჟიულ კუნდეს დაცვის ცენტრში თამაშის საშუალება მიეცემა. თუმცა კლუბში ჯერ ის უნდა გადაწყვიტონ, ფინანსური ფეარ ფლეის გათვალისწინებით მათ პორტუგალიელის დამატების საშუალება თუ აქვთ.
აი რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა?