ჟერარ რომერო ბარსელონას ტრანსფერებზე

ჟერარ რომერო ბარსელონას ტრანსფერებზე

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ დღეზე ნაკლები რჩება, "ბარსელონა" კი აქტიურობას განაგრძობს. მოსალოდნელია, რომ კატალონიურ გუნდში მომსვლელებიც იქნებიან და გუნდიდან წამსვლელებიც.

ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი ჟერარ რომერო "ბლაუგრანას" სატრანსფერო აქტივობებთან დაკავშირებით არაერთ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით "ბლაუგრანამ" ლა ლიგას შეატყობინა, რომ მოსალოდნელია 5 ფეხბურთელის წასვლა და 3 მოთამაშის დამატება.

ჟერარ რომეროს სიახლეები (დალაგებულია ახლიდან ძველამდე):

  • ბერნარდუ სილვას დასამატებლად საჭიროა, რომ "ალ ნასრმა", რომელსაც მირალემ პიანიჩის იჯარით აყვანა სურს, ბოსნიელის ხელფასი სრულად დაფაროს;
  • "მანჩესტერ სიტი" მზადაა, "ბარსელონასთან" ბერნარდუ სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს;
  • ბოლო საათებში ეზალზულისთვის ბრძოლაში "ოსასუნა" ჩაერთო და თუ რამე არ შეიცვალა, აბდე იჯარით სწორედ ამ გუნდში წავა;
  • ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია;
  • მარკოს ალონსოს "ბარსელონაში" გადმოსვლა გადაწყვეტილია. ექტორ ბელერინთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. ამ ორი ტრანსფერის შემდეგ "ბარსა" სრულად ბერნარდუ სილვაზე გადაერთვება;
  • "ბარსელონაში" სჯერათ, რომ ობამეიანგის, პიანიჩისა და ბრეითუეიტის გაშვება ბერნარდუ სილვას, ექტორ ბელერინისა და მარკოს ალონსოს დასამატებლად საკმარისი იქნება;
  • ამჟამად "ბარსას" პრიორიტეტებია: მარკოს ალონსო, ექტორ ბელერინი, ბერნარდუ სილვა;
  • მარკოს ალონსო ობამეიანგის ტრანსფერში არ იქნება ჩართული. "ბარსას" მას 5-6 მილიონად იყიდის და "ჩელსის" თანხას ორ ნაწილად გადაუხდის;
  • სერჟინიო დესტი, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს;
  • მარკოს ალონსოსა და მირალემ პიანიჩის აგენტი მატეუ ალემანის ოფისში იმყოფება;
  • მემფის დეპაი "ბარსელონაში" დარჩენასთან ძალიან ახლოსაა;
  • "ალ ნასრი" მზად იყო, პიანიჩი იჯარით აეყვანა და მისი ხელფასის 70% გადაეხადა, მაგრამ "ბარსამ" იუარა. კატალონიელებს ფეხბურთელის გაყიდვა სურთ;
  • "ბარსელონა" და "ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან - 23 მილიონი ფიქსირებული და 2 მილიონი ბონუსები;
  • ბერნარდუ სილვას ტრანსფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია;
  • მოსვლელები: მარკოს ალონსო, მარჯვენა მცველი და ბერნარდუ სილვა;
  • მატეუ ალემანი შემდეგი ფეხბურთელების გაშვებაზე მუშაობს: ობამეიანგი, დესტი, პიანიჩი, ეზალზული, ბრეითუეიტი;

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #11 31 აგვისტო 2022 22:40
    0
    ციტატა: Ko Ke
    Როგორც იწერება ბალდე იქნება ძირითადი,ალონსო მისი ზამენა და ალბა მესამე ვარიანტი... Რა დაემართა ალბას კი მარა ამ ორის ზამენა რომ გახდა....

    ალბას აღმაფრენის პერიოდები აქვს ხოლმე, ისევ შევა ფორმაში ესე 2 თვით. ბალდე კიდე ტრავმიანია. ალონსო საერთოდ როგორ გაქაჩავს 4 მცველიანში კაცმა არ იცის. მოკლედ მაინც დომხალია მარცხნივაც
    ფანი [?]
    #10 30 აგვისტო 2022 23:53
    0
    Როგორც იწერება ბალდე იქნება ძირითადი,ალონსო მისი ზამენა და ალბა მესამე ვარიანტი... Რა დაემართა ალბას კი მარა ამ ორის ზამენა რომ გახდა....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 30 აგვისტო 2022 22:15
    0
    ფაქტიურად ხვალინდელი დღე რჩება და როგორ უნდა მოასწრონ ამდენი არ მესმის.
    [?]
    #8 30 აგვისტო 2022 21:20
    0
    ციტატა: CHEPE
    ერთი განსაკუთრევული ფეხბურთელი რაღა არის😅😅😅 ბიჭოო რუბენ ნევეში ითრიეთ რა გაახურეს საქმე თავიდან ხომ იწრებოდა თუ სილვა არა რუბენ ნევეშიო და არცერთი არაა მოსული ჯერჯერობით მაქედან...
    საყრდენზე ამ ბუსნელის ყურება უკვე ძაან მეაზოვება რაა სულ შიში მაქვს არ აახიონ ბურთი ჯარიმის ძღვარზე ტრილებს ხშირად და ერთხელაც დაგვღუპავს როგორც რეალთან მოხდა სუპერთასზე ისე

    ნევეში ამ ეტაპზე გამორიცხულია, ფრენკიც რო დარჩა თან.. თორე მგონი სილვას და მაგას ერთი აგენტი ყავთ, შესაბამისად მომავალ წელს, როცა ბუსი წავა, ნევეშსაც კონტრაქტი 1 წლით ნაკლები დარჩება სავსებით რეალური იქნება ტრანსფერი. მეც მაგრად მევასება ეგ ბიჭი, რა დარტყმა აქვს, მაგარი მუშაა. მომავალ წელს 1 წელი დარჩება კონტრაქტი და სადღაც 40 მილიონი თუ ეღირება.
    ფანი [?]
    #7 30 აგვისტო 2022 18:37
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    მოკლედ ეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები კარგი სერიალივითაა რა, ჩაუჯექი და ეგაა, იმედია ალონსოს არ მოათრევენ, გასაშვებებს გაუშვებენ და მინიმუმ მარჯვენა მცველს მოიყვანენ

    სანტაბარბარასავიტ გაიწელება ხვალინდელი დღე
    Culé [?]
    #6 30 აგვისტო 2022 18:00
    1
    ძლივს მიიღო სათამაშო დრო ბალდემ და ძან კარგადაც თამაშობს რა დროს ალონსოა რატო შე*ეს ამკაცს ვერგავიგე არაფერში ეგ არ გვჭირდება
    Culé [?]
    #5 30 აგვისტო 2022 15:52
    0
    ციტატა: Ბარსელონისტა
    -----------Ფატი-ლევანდოვსკი
    Რაფინია-პედრი-დე იონგი-კესი-დემბელე
    -----კრისტენსენი-არაუხო-კუნდე
    ----------------Ტერ შტეგენი

    Არსებული შემადგენლობით ეს არის ჩვენი საუკეთესო თერთმეტეული, ვნახოთ თუ ვინმე მოვა მნიშვნელოვანი.

    კრისტენსენის მაგივრად გარსია და მეც მომწონს , გარსია კარგია პირველ პასში და ამოტანაში თან დიდი პროგრესი აქვს პოზიციურადაც და უფრო შეთამაშებულია გუნდთან
    Culé [?]
    #4 30 აგვისტო 2022 15:11
    4
    მალე გავიდოდეს რა ეს დღეები დაისვენებს ყველა და გვეცოდინება ვისთან გვექნება საქმე ,ყველაზე მეტად ხარახურა ხალხის გაშვება გასწორებს ,პირველ რიგში იმ დანიელი ყლინჯის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 აგვისტო 2022 14:59
    0
    მოკლედ ეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები კარგი სერიალივითაა რა, ჩაუჯექი და ეგაა, იმედია ალონსოს არ მოათრევენ, გასაშვებებს გაუშვებენ და მინიმუმ მარჯვენა მცველს მოიყვანენ
    ფანი [?]
    #2 30 აგვისტო 2022 14:51
    2
    შანსი არაა ალონსოზე იჩალიჩონ რადგან არამგონია იმდენად დებილები იყვნენ რომ ისედაც უფულობის პერიოდში, მაშინ როცა ბალდეც მაგრად თამაშობს, მოხუცი ტიპი შევიტენოთ, როცა მაგაზე უკეთესი ალბა გვიზის სკამზე.
    ხოლო სილვა არამგონია, არც თავდამსხმელი, ერთი მარჯვენა ფულბექი და მოთამაშეების გაყიდვაა ახლა ამათი საქმე და თავი რაღაზე უნდა აიტკიონ ვერ ვხვდები.
    თუ მაინცდამაინც ერთი საყრდენი დავამატოთ პიანიჩი თუ წავა და თუ არ დავამატებთ მაინც რამე იქნება რა, ბუსი თუ ვერა კესი ან დე იონგი დადგებიან, კი ბაზარი არაა მაგათი საყრდენობა არ გაიშვას მარა ახლა ვინც არ უნდა დავიმატოთ როდრის ან ვინმე ეგეთს ვერ მოვიყვანთ და გამოდის რო საშუალოს მოყვანას ისევ ამათმა ითამაშონ ის ჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აგვისტო 2022 14:23
    5
    ალონსო არ მოათრიოთ ბიჭოო
    რატო უნდა შევიტენით ეგ გამოქლიავებული ვერ გავიგე
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs