ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ბაიერნის დამარცხების (4-1) შემდეგ, მედიასთან ისაუბრა:
ეს დაუჯერებელია. ბაიერნი დიდი გუნდია… როცა ასეთ მატჩებს იგებ, უნდა აღნიშნო. ელ კლასიკომდე, ეს მოგება დიდ თავდაჯერებულობას გვაძლევს.
ერთმანეთს ორი განსხვავებული ფილოსოფიის კლუბი ხვდებოდა. მატჩი დიდებული იყო. მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავიტანეთ, 10-15 წუთის განმავლობაში გაგვიჭირდა. საბოლოოდ, გუნდმა საკუთარ თავში ძალა იპოვა, რაც მახარებს. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც დიდებული პოტენციალი აქვს. ვცდილობთ, ყოველ შეხვედრაში განვვითარდეთ.
ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ფეხბურთელების დონეს ყველა ხედავს. მეორე ტაიმში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, როცა ბურთის ფლობა შევინარჩუნეთ.
ჩემი გუნდის დაცვამ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სოლიდურად იმოქმედა.
დღეს ხალისიანად და გაბედულად ვითამაშეთ. ყველა მონდომებულია და სწავლობს. გუნდი იმას იმსახურებს, რასაც დღეს მიაღწია.
კასადო ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი ისტორია შთამბეჭდავია. დიდებული დაცვაში და ბურთით… ლა მასიის პროდუქტი…
პედრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მატჩების მოგების ამბიცია აქვს და ყველაფერს მარტივად აკეთებს. მისი ყურება ნამდვილი სიამოვნებაა.
ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, მათგან რას ველი, რისი გაუმჯობესება შეუძლიათ და რა პლუსები აქვთ. მოთამაშეებთან მუდამ გულწრფელი ვარ, რადგან მნიშვნელოვანია, მათ სიმართლე გაიგონ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგჯერ ეს არ მოსწონდეთ.
ოლმო, დე იონგი, ფერმინი და გავი დაგვიბრუნდნენ. მათ აჩვენეს, რომ მზად არიან, დაგვეხმარონ. ისინი სრულად გამოჯანმრთელებულნი ჯერ კიდევ არ არიან. როცა ყველა მათგანი მზადყოფნაში იქნება, შემადგენლობის შერჩევის დროს მეტი არჩევანი მექნება.
რეალ მადრიდთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობ. ამას ხვალიდან დავიწყებ. ელ კლასიკოსთვის მოსამზადებლად, მეტოქეზე 1 დღით ნაკლები გვაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ძალებს აღვიდგენთ.
ჯერ ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, ვართ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატები. სეზონი მხოლოდ და მხოლოდ ახლა დაიწყო. პროგრესი უნდა განვაგრძოთ.
რაფინია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს გუნდი. ის სავარჯიშო სესიებსა და მატჩებში მაქსიმალურად იხარჯება. ბრაზილიელი ძალიან ინტენსიურია… მას გოლები გააქვს და ბურთიანად შესანიშნავია. რაფინიას მსგავსი მოთამაშე არასდროს მყოლია. ის საქმეში მთელ გულს დებს და ყოველთვის იცინის.
ფეხბურთის თამაში გვიხარია. ბევრჯერ ვთქვი, ლა მასიის მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ამის სიტყვებით აღწერა რთულია.
ლა მასიელთა ყურება დიდებულია. განსაკუთრებული გუნდი ვართ, რაზეც აკადემიას უდიდესი გავლენა აქვს – ეს ფაქტორი ფეხბურთელთა ურთიერთობაზე ძალიან მოქმედებს.
ბარსელონაში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.
ბარსელონა დიდებული კლუბია. ფეხბურთელებისგან, შტაბისგან და გუნდში მომუშავე თითოეული ადამიანისგან ვნება იგრძნობა. როცა ქუჩაში გადიხარ, ხალხი გეგებება. ეს შესანიშნავია და ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია.
მჯეროდა ამ კაცის და გაამართლა კიდევაც.
ბევრი სიხარული გეჩუქებინოს ჰანს.
როგორ აქებს ყველას და მახსოვს რო უთხრეს ინიგოს გავყიდითო და დაბლოკა. გინდა არ გინდა კუმანი გამახსენდა გუნდში რო არ იყო ჩამოსული და სუარესი არ დამახვედროთ მანდედან მოაცილეთო რო შემოთვალა. კიდევ მინგესას ერთი შეცდომა არ აპატია, დღეს რო სელტას სული და გულია. მცველია და გუნდის ბომბარდირია, თან საჯარიმოებით იტანს და საგოლე პასებს არიგებს. კიდევ გამოდის და გვასწავლის რო თურმე დე იონგი ბარსას გაუფუჭებია ტრამვიანს ათამაშებდნენო.
ნუ რავი სასწაულებს აკეთებს ეს კაცი. გუშინ თამაშს რომ ვუყურებდი ჩემთვის თან ვფიქრობდი ორჯერ როგორ დიდ ცოდვაში ჩადგა ბაიერნის შტაბმა ფეხი, პირველად როცა ფლიკი ბაიერნში მიიყვანეს და ისედაც ტოტალურ ფეხბურთზე ორიენტირებული კლუბი ამას რომ ჩააბარეს სხვა გუნდების ცოდვა დაიდეს და მათ შორის ჩვენიც, აი მეორე ცოდვა ის იყო როცა გაუშვეს ფლიკი და მაგით ბაიერნის ფანების ცოდვა დაიდეს, ზედ გამოჭრილი იყო ეს კაცი ბაიერნისთვის, ყველაფერს შეძლებდა ბაიერნთან ერთად რასაც მოისურვებდა ასე მგონია, ნაკრებში რა სისულელეც გაუკეთეს მაგაზე აღარ ვამბობ არაფერს, მარა ამ მოვლენების ფონზე ჩვენ ვიხეირეთ და ჩვენთანაა ეს კაცი დღეს საბედნიეროდ, კი შედეგებით და სანახაობით ცამდე მადლობელი ვართ ფლიკის მაგრამ უფრო საფუძვლიანი შეფასებების გასაკეთებლად დროა საჭირო და არ უნდა გავუსწროთ მოვლეებს, თვითონაც ყველა პროგნოზზე თავს იკავებს, ერთ-ერთი ფავორიტი გადაამტვრია ხერხემალში და მაინც იძახის არ ვართ ლიგის ფავორიტიო. ყოჩაღ ჰანს!