workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 4-1 ბაიერნი | ჰანსი ფლიკი მატჩის შემდეგ

ბარსელონა 4-1 ბაიერნი | ჰანსი ფლიკი მატჩის შემდეგ

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ბაიერნის დამარცხების (4-1) შემდეგ, მედიასთან ისაუბრა:

ეს დაუჯერებელია. ბაიერნი დიდი გუნდია… როცა ასეთ მატჩებს იგებ, უნდა აღნიშნო. ელ კლასიკომდე, ეს მოგება დიდ თავდაჯერებულობას გვაძლევს.

ერთმანეთს ორი განსხვავებული ფილოსოფიის კლუბი ხვდებოდა. მატჩი დიდებული იყო. მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავიტანეთ, 10-15 წუთის განმავლობაში გაგვიჭირდა. საბოლოოდ, გუნდმა საკუთარ თავში ძალა იპოვა, რაც მახარებს.  ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც დიდებული პოტენციალი აქვს. ვცდილობთ, ყოველ შეხვედრაში განვვითარდეთ.

ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ფეხბურთელების დონეს ყველა ხედავს. მეორე ტაიმში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, როცა ბურთის ფლობა შევინარჩუნეთ.

ჩემი გუნდის დაცვამ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სოლიდურად იმოქმედა. 

დღეს ხალისიანად და გაბედულად ვითამაშეთ. ყველა მონდომებულია და სწავლობს. გუნდი იმას იმსახურებს, რასაც დღეს მიაღწია.

კასადო ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი ისტორია შთამბეჭდავია. დიდებული დაცვაში და ბურთით… ლა მასიის პროდუქტი…

პედრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მატჩების მოგების ამბიცია აქვს და ყველაფერს მარტივად აკეთებს. მისი ყურება ნამდვილი სიამოვნებაა.

ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, მათგან რას ველი, რისი გაუმჯობესება შეუძლიათ და რა პლუსები აქვთ. მოთამაშეებთან მუდამ გულწრფელი ვარ, რადგან მნიშვნელოვანია, მათ სიმართლე გაიგონ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგჯერ ეს არ მოსწონდეთ.

ოლმო, დე იონგი, ფერმინი და გავი დაგვიბრუნდნენ. მათ აჩვენეს, რომ მზად არიან, დაგვეხმარონ. ისინი სრულად გამოჯანმრთელებულნი ჯერ კიდევ არ არიან. როცა ყველა მათგანი მზადყოფნაში იქნება, შემადგენლობის შერჩევის დროს მეტი არჩევანი მექნება. 

რეალ მადრიდთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობ. ამას ხვალიდან დავიწყებ. ელ კლასიკოსთვის მოსამზადებლად, მეტოქეზე 1 დღით ნაკლები გვაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ძალებს აღვიდგენთ.

ჯერ ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, ვართ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატები. სეზონი მხოლოდ და მხოლოდ ახლა დაიწყო. პროგრესი უნდა განვაგრძოთ.

რაფინია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს გუნდი. ის სავარჯიშო სესიებსა და მატჩებში მაქსიმალურად იხარჯება. ბრაზილიელი ძალიან ინტენსიურია… მას გოლები გააქვს და ბურთიანად შესანიშნავია. რაფინიას მსგავსი მოთამაშე არასდროს მყოლია. ის საქმეში მთელ გულს დებს და ყოველთვის იცინის.

ფეხბურთის თამაში გვიხარია. ბევრჯერ ვთქვი, ლა მასიის მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ამის სიტყვებით აღწერა რთულია.

ლა მასიელთა ყურება დიდებულია. განსაკუთრებული გუნდი ვართ, რაზეც აკადემიას უდიდესი გავლენა აქვს – ეს ფაქტორი ფეხბურთელთა ურთიერთობაზე ძალიან მოქმედებს. 

ბარსელონაში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.

ბარსელონა დიდებული კლუბია. ფეხბურთელებისგან, შტაბისგან და გუნდში მომუშავე თითოეული ადამიანისგან ვნება იგრძნობა. როცა ქუჩაში გადიხარ, ხალხი გეგებება. ეს შესანიშნავია და ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • mesi_10
    schedule 24 ოქტ 2024, 14:37
    #20

    ფლიკის შემყურე მაქ შთაბეჭდილება რომ ტიპმა გუნდს ასწავლა მესის გარეშე თამაში და დიდ გუნდებთან მოგების გემოც გაახსენა ასევე თითოეულ ფეზბურთელს შთააგონა რომ თვით რეალიზება და ინდივიდუალური ოსტატობა საჭირო დროს საჭირო მომენტში გადამწყვეტ როლს თამაშობს თამაშის მოსაგებათ..ინდივიდუალური ტექნიკა კიდე არცერთს არ აკლია მთავარი კი რწმენაა საკუთარი შესაძლებლობების რომელიც ფლიკის დამსახურებით ყველამ გაითავისა..

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 14:32
    #19

    ფლიკმა 80 მილიონიანი რაფინია გააცოცხლა, 40 მილიონიანი კინდე მიაყოლა, უფასო ინიგო მარტინესი დღეს დღეობით ერთერთი ტოპ მცველია, იგივეს ვიტყოდი ლევანდოვსკიზეც. ნუ ლამასიელებს აღარ ჩამოვთვლი, იმის თქმა მინდა რო სპორტული მიღწევების გარდა ამ კაცმა ფინანსური რესურსიც გაზარდა რამოდენიმე ასეული მილიონით. წინა სეზონებიდან გამომდინარე კაპიკები იყო მაგ ხალხის ფასი, ვერ თამაშობდნენ ვერც ნაკრებში და ვერც გუნდებში. სუფთა ფინანსურად ფეხბურთელები რო გაიყიდოს 3 ჯერ მეტს აიღებს ბარსა შარშანდელთან შედარებით

  • MESSI 2017
    schedule 24 ოქტ 2024, 14:25
    #18

    ციტატა: Rick Sanchez
    მადლობა ფლიკ! ახლა რეალთან თამაშისთვის უნდა მოემზადოს გუნდი.


    რეალთან თამაში რომ არა ბაიერნს გუშინ 4ზე მეტს გაუტანდნენ აი რეალი კი ნაღდად ვერ გადარჩება ისე როგორც ბაიერნი რადგან ბოლომდე მიწასთან უნდა გაასწორონ

  • Rick Sanchez
    schedule 24 ოქტ 2024, 14:20
    #17

    მადლობა ფლიკ! ახლა რეალთან თამაშისთვის უნდა მოემზადოს გუნდი.

  • MESSI 2017
    schedule 24 ოქტ 2024, 12:12
    #16

    ციტატა: mascherano-larsson
    Barca for life, ესენი ჯერ მაინც ბავშვები არიან და მაგიტო მიკვირს ესეთი წარმატება, ფლიკი რო უკეთესობისკენ შეცვლიდა სიტუაციას უდაო იყო, უბრალოდ ამ რესურსით ევროპის საიკეთესო გუნდი თუ გახდებოდა არ მეგონა, მარტო სიტი გაგვიწევს კონკურენციას თამაშის ხარისხით, დანარჩენი ახლოსაც ვერ მოვა. სამი ბავშვი გვყავდა გუშინ, 2 ბებერი და მეკარე სამოყვარულო დონის. გაი ასულინი და პრესასი იყო მემგონი ინიესტასთან რო წავიდა მერე, იმათმა ვერ გააკეთეს ვერაფერი და ამ ბავშვებისგან ევროპოს ტოპ ფეხბურთს თუ ვნახავდი არ მეგონა. ფლიკს ამის 70 პროცენტი რო დაედო რასაც აკეთებს მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. ტიპმა მილანი, არსენალი მანიუსნგზას აგვაცილა


    სიტი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს თამაშის ხარისხით ვინც კობკურენციას გაგვიწევს გუშინ ვეთამაშეთ და ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე ლამაზი პირველი ტაიმი მივიღეთ

  • Barca1980
    schedule 24 ოქტ 2024, 10:23
    #15

    დღევანდელი გადმოსახედიდან ლაპორტა 100% მართალი იყო, რომ ჩავი არ დატოვა. იგივე შემადგენლობით, მინუს შტეგენი არაუხო დე იონგი კრისტენსენი კანსელუ ფელიში, ქვას ქვაზე არ ტოვებს მოწინააღმდეგეებისგან. ესეთი დომინაცია თუ ექნებოდა გუნდს პირველივე სეზონში, მართლა არ მეგონა, სულ რომ ვერაფერი მოვიგოთ წელს(რაც ძალიან მეეჭვება), მთავარია რომ გუნდი იქ დაბრუნდა სადაც პეპის მერე არ ყოფილა.

  • BEQA1899
    schedule 24 ოქტ 2024, 09:27
    #14

    ამას ვამბობდი და ახდა! გერმანელი თან მწვრთნელი სხვა ლეველია!!!!

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 09:03
    #13

    Barca for life, ესენი ჯერ მაინც ბავშვები არიან და მაგიტო მიკვირს ესეთი წარმატება, ფლიკი რო უკეთესობისკენ შეცვლიდა სიტუაციას უდაო იყო, უბრალოდ ამ რესურსით ევროპის საიკეთესო გუნდი თუ გახდებოდა არ მეგონა, მარტო სიტი გაგვიწევს კონკურენციას თამაშის ხარისხით, დანარჩენი ახლოსაც ვერ მოვა. სამი ბავშვი გვყავდა გუშინ, 2 ბებერი და მეკარე სამოყვარულო დონის. გაი ასულინი და პრესასი იყო მემგონი ინიესტასთან რო წავიდა მერე, იმათმა ვერ გააკეთეს ვერაფერი და ამ ბავშვებისგან ევროპოს ტოპ ფეხბურთს თუ ვნახავდი არ მეგონა. ფლიკს ამის 70 პროცენტი რო დაედო რასაც აკეთებს მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. ტიპმა მილანი, არსენალი მანიუსნგზას აგვაცილა

  • Nika92
    schedule 24 ოქტ 2024, 08:08
    #12

    ამ ბრწყინვალე გამარჯვების მერე სასწრაფოდ ახალი კონტრაქტია ამ კაცზე შესათავაზებელი ახალი პირობებით და მეტ ხანს ჩვენთან დარჩენით.ზუსტად ისაა ვინც ასეთ რთულ დროს გვჭირდებოდა და გვჭირდება მომავალში ბარსას ტრენერად

  • Barca for life
    schedule 24 ოქტ 2024, 03:06
    #11

    ციტატა: mascherano-larsson
    გუარდიოლა- ვილანოვას მერე ბარსას ესეთი ხარისხიანი ფეხბურთი არ უთამაშია. არასრულწოვანი+ბებერი სასტავით ტიპი სასწაულ შედეგზე გადის, თან ყველაზე რთულად სათამაშო სტილით. პლიუს მეკარე არ გვყავს. თუ ყველაფერი
    ლოგიკურად წავიდა ეს კაცი დარჩება ბარსას ისტორიაში როგორც რონალდინიო დარჩა ეგრე. უბრალოდ რონის დროს ფული მაინც გვქონდა. ახლა არც ფული გვაქ არც სტადიონი. რავიცი მე ეხლაც არ მჯერა რო ამ გუნდით ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. არასდროს
    მინახავს 17 წლის ბავშვები ასე თამაშობდნენ.98 წლიდან ბარსას გულშემატკივარი ვარ და ასეთი რთული დრო არასდროს გვქონია, უცბად მოდის ფლიკი და გვარდიოლას და კრუიფის მერე საუკეთესო ფეხბურთს გვაყურებინებს. ის ორი დარჩება ბარსას ისტორიოს მეფეებად, მარა ფლიკი რასაც აკეთებს სადღაც იქვე ახლოს გავიხსენებთ მერე. არსებობა არ არსებობაზე მიდის ბაზარი და ამან ტოპებში გაგვიყვანა, არაა ნორმალური. ტიტულები ენრიკეს და ვალვერდესაც ჰქონდათ მარა ესეთი გიჟი გუნდი არცერთს არ ყოლიათ. ისინი მესის ხარჯზე გადიოდნენ


    ფლიკს შემოევლოს ჩემი თავი. უდაოდ გამართა გუნდი და აშკარად გარდამტეხ ცვლილებებს ახორციელებს ფიზიკასა და მენტალობაში რაც ისედაც მოსალოდნელი იყო თუმცა ჩემთვის პირადად საერთოდ არაა გასაკვირი ამ სანახაობის ყურება რადგან ეს 3 წელი სულ იმის მტკიცებაში ვიყავი რომ მშვენიერი შემადგენლობა გვყავდა და უბრალოდ სწორი მწვრთნელი გვჭირდებოდა. იამალი ფლიკამდეც საოცარი ბავშვი იყო, პედრი – ჯადოქარი, ლევანა გოლების მანქანა, რაფინია მანამდეც მშრომელი იყო, კასადოზე 3 წელია საუბრობენ.. უბრალოდ ძალიან ანდერები გაიჩითნენ ვიღაცეები და ხალხი დღემდე ვერ აფასებს ფერმინს, კასადოს, კუბარსის, რაფინიას.. არადა დღეს საუკეთესოები არიან, მაგრამ ის რომ არ საუბრობენ იმას არ ნიშნავს რომ ცუდები არიან და ფლიკია ღმერთი. ფლიკი უბრალოდ გაიჩითა ბარსას ახალ ერაში, სწორ დროს სწორ მწვრთნელად და უბერავს რა.

    ერთადერთი ვიყავი ვინც ზაფხულში იძახდა რომ ახალი ერა იწყება და ჯერ არ იცით რა გელოდებათ თქო, აგერ ხო მტკიცდება და კიდე გეტყვით ბატონო, ჯერ კიდევ აზრზე არ ხართ მომავალ წელს ვინები ამოვლენ: ბერნალი ტრავმიდან დაბრუნდება, ფერნანდესები შანსებს მიიღებენ, დანი როდრიგესიც ამოვა, ოლმედო, ჟუნიეტი, უნაი ერნანდესი, ურენია, პრიმი..საოცარი თაობა წამოვიდა მოკლედ და მოდი ჯერ მადლობა ლამასიას გადავუხადოთ და მერე ფლიკს. სწორი ფეხბურთელების გარეშე რომ ვერაფერს იზამდა კი დამტკიცდა ოსასუნასთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცებს არ მოიგონებს ხოლმე და ამ გარსია-ტორესს ნაგვისკენ მოისვრის, დალშე კარგად ვართ.

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 03:03
    #10

    Mate92, დარჩეს უნდა რაც შეიძლება დიდხანს. ლამასიას იყენებს იდეალურად, ეხლა ვინმე რო მოეყვანა კასადოს მაგივრად და გადაეხადა 60 მილიონი, ვიტყოდით რო მაგარი ტრანსფერი დაიდოო. ანუ იმის თქმა მინდა რო ფინანსურადაც მოხოდავს გუნდს, თამაშის სტილზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ იდეალური მწვრთნელი მოიყვანეს ყველაზე რთულ დროს, როგორც რონალდინიოს მერე დაიწყო ახალი ერა დაახლოებით ეგრე იქნება ფლიკის
    მერეც. ყველანაირ ლოგიკას ეწინაადეგება ის რასაც ფლიკი აკეთებს, ვაღიარებ არ მეგონა ესე თუ მოხოდავდა გუნდს. ყველა ფეხბურთელისგან 100 პროცენტს წურავს, ეგაა დიდი მწვრთნელების ხელწერა

  • Mate92
    schedule 24 ოქტ 2024, 02:54
    #9

    ციტატა: mascherano-larsson
    გუარდიოლა- ვილანოვას მერე ბარსას ესეთი ხარისხიანი ფეხბურთი არ უთამაშია. არასრულწოვანი+ბებერი სასტავით ტიპი სასწაულ შედეგზე გადის, თან ყველაზე რთულად სათამაშო სტილით. პლიუს მეკარე არ გვყავს. თუ ყველაფერი
    ლოგიკურად წავიდა ეს კაცი დარჩება ბარსას ისტორიაში როგორც რონალდინიო დარჩა ეგრე. უბრალოდ რონის დროს ფული მაინც გვქონდა. ახლა არც ფული გვაქ არც სტადიონი. რავიცი მე ეხლაც არ მჯერა რო ამ გუნდით ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. არასდროს
    მინახავს 17 წლის ბავშვები ასე თამაშობდნენ.98 წლიდან ბარსას გულშემატკივარი ვარ და ასეთი რთული დრო არასდროს გვქონია, უცბად მოდის ფლიკი და გვარდიოლას და კრუიფის მერე საუკეთესო ფეხბურთს გვაყურებინებს. ის ორი დარჩება ბარსას ისტორიოს მეფეებად, მარა ფლიკი რასაც აკეთებს სადღაც იქვე ახლოს გავიხსენებთ მერე. არსებობა არ არსებობაზე მიდის ბაზარი და ამან ტოპებში გაგვიყვანა, არაა ნორმალური. ტიტულები ენრიკეს და ვალვერდესაც ჰქონდათ მარა ესეთი გიჟი გუნდი არცერთს არ ყოლიათ. ისინი მესის ხარჯზე გადიოდნენ

    გეთანხმები. უბრალოდ მე იმას ვერ ვხვდები რატომ დროებით? არ შეიძლებ ჩვენც გვყავდეს მწვრთნელი ისე როგორც ატლეტიკოს სიმეონე ყავს, არსენალს ვენგერი ყავდა, რეალს ანჩელოტი და ასე შემდეგ? ფლიკი იდეალური ვარიანტია იმისთვის რო აქ დიდხანს იყოს

  • Barca for life
    schedule 24 ოქტ 2024, 02:46
    #8

    ციტატა: Messi 10
    ვაუუ ხავი მანჩესტერში მიდის… აიმაღლოს კვალიფიკაცია გახდეს ტოპი და მერე ისევ მოვიდეს ჩვენთან კარი სულ ღია იქნება მაგ კაცისთვის


    კიდევ ერთი დასტური იმისა რომ მანჩესტერის ბორდი ამ კლუბის ჰეითერია თორე ტენჰააგის გაშვება და ჩავის მიყვანა ვაის გავეყარე ვუის შევეყარეა და მითუმეტეს არც ჩავის აწყობს ეგ ამბავი რადგან უდიდესი ალბათობით ჩაფლავდება და მეტად დაეჯმევა.
    არაა ჩავი მზად რომ გრანდი გაწვრთნას, მე მის ადგილას გვარდიოლას მივებარებოდი და ბევრს ვისწავლიდი, შემდეგ არტეტას მსგავსად რომელიმე არსენალის მსგავს გუნდს ჩავიბარებდი და ასე 3-4 წელში ისეთ გამოცდილებას დავაგროვებდი რომ უკვე მექნებოდა რაღაცაზე პრეტენზია. ძალიან დიდი შეცდომაა ფეხბურთელის ავტორიტეტით მწვრთნელობაში სარგებლობა, ეგ ორი სრულიად განსხვავებული პროფესიაა და ტრილიონჯერ დამტკიცდა რომ ტოპ ფეხბურთელები წამში საუკეთესო მწვრთნელები ვერ გახდებიან, მითუმეტეს ისეთ წნეხში რაც გრანდებს ახლავთ და უფრო მეტად მაშინ როცა გასაზიზღრებული მანჩესა და გაბანკროტებული ბარსას გუნდებად დაყენებას წამში გთხოვენ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 24 ოქტ 2024, 02:44
    #7

    ტენ ჰაგის აიაქსი გამახსენდა დღეს ჩვენი თამაშის შემხედვარეს

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 02:43
    #6

    ნეტა მესის ბოლო წლებში გვყოლოდა ფლიკი. ბოლო 5 წელი დავაკარგინეთ ლეოს მოყვარული ტრენერების ხელში. ორ ლიგას კიდე დადებდა ლეო ნორმალური მწვრთნელი ხელში, ერთი ლივერპულთან და მეორე რომასთან.

  • R-10
    schedule 24 ოქტ 2024, 02:37
    #5

    სულ ვწერდი ფლიკის მოსვლაზე რომ სასწაული კაცია. პოლემიკაც კი იყო გერმანიაში ვერაფერი ქნაო.. მაგრამ სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი სხვადასხვაა,როდესაც იქ უნდა დაიწყო ათამაშება ნაკრების მაშინ მთავრდება თამაშები და საკლუბო ფეხბურთში ძალიან დიდი დრო გაქ დაალაგო ისე როგორც გსურს. ამ კაცს ყველაფერიაქ იმისთვის სრულყოფილი მწვრთნელი იყოს ბარსას ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო იყოს თუ არა საუკეთესო! ზუსტად ის აქ ამ კაცს რაც დიდი ხანია ბარსას აკლდა… მენტალიტეტის უმაღლესი საფეხურია დღეს ამ ბარსელონაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მადლობა ფლიკ! ესე გააგრძელეთ ეს ის ბარსელონაა რომლის ნახვაც გვიხარია გულშემატკივარს.

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 02:34
    #4

    გუარდიოლა- ვილანოვას მერე ბარსას ესეთი ხარისხიანი ფეხბურთი არ უთამაშია. არასრულწოვანი+ბებერი სასტავით ტიპი სასწაულ შედეგზე გადის, თან ყველაზე რთულად სათამაშო სტილით. პლიუს მეკარე არ გვყავს. თუ ყველაფერი
    ლოგიკურად წავიდა ეს კაცი დარჩება ბარსას ისტორიაში როგორც რონალდინიო დარჩა ეგრე. უბრალოდ რონის დროს ფული მაინც გვქონდა. ახლა არც ფული გვაქ არც სტადიონი. რავიცი მე ეხლაც არ მჯერა რო ამ გუნდით ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. არასდროს
    მინახავს 17 წლის ბავშვები ასე თამაშობდნენ.98 წლიდან ბარსას გულშემატკივარი ვარ და ასეთი რთული დრო არასდროს გვქონია, უცბად მოდის ფლიკი და გვარდიოლას და კრუიფის მერე საუკეთესო ფეხბურთს გვაყურებინებს. ის ორი დარჩება ბარსას ისტორიოს მეფეებად, მარა ფლიკი რასაც აკეთებს სადღაც იქვე ახლოს გავიხსენებთ მერე. არსებობა არ არსებობაზე მიდის ბაზარი და ამან ტოპებში გაგვიყვანა, არაა ნორმალური. ტიტულები ენრიკეს და ვალვერდესაც ჰქონდათ მარა ესეთი გიჟი გუნდი არცერთს არ ყოლიათ. ისინი მესის ხარჯზე გადიოდნენ

  • Don Vinton
    schedule 24 ოქტ 2024, 02:33
    #3

    გერმანჯლი დისციპლინა და ხარისხი ნამდვილად სჭირდებოდა ბარსას. ბრავო ფლიკს

  • cezo45
    schedule 24 ოქტ 2024, 02:30
    #2

    კაი მოვიგეთ კარგი იყო გაგვიხარდა ხვალიდან კლასიკოზე უნდა იფიქრონ უკვე..
    მოდუნების დრო არარის barca-1

  • Messi 10
    schedule 24 ოქტ 2024, 02:20
    #1

    ვაუუ ხავი მანჩესტერში მიდის… აიმაღლოს კვალიფიკაცია გახდეს ტოპი და მერე ისევ მოვიდეს ჩვენთან კარი სულ ღია იქნება მაგ კაცისთვის