workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ბაიერნი 4-1 გაანადგურა – რაფინიას ჰეთ-თრიქი, ლევანდოვსკის გოლი და ფეხბურთის ზეიმი მონჟუიკზე

ბარსელონამ ბაიერნი 4-1 გაანადგურა – რაფინიას ჰეთ-თრიქი, ლევანდოვსკის გოლი და ფეხბურთის ზეიმი მონჟუიკზე

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, მონჟუიკზე ბაიერნს დაუპირისპირდა და 4-1 მოუგო. 

ბარსა პირველივე წუთზე რაფინიამ დააწინაურა – ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ, ბრაზილიელი შემტევი მანუელ ნოიერთან პირისპირ დარჩა, გერმანელი მოატყუა და გაუტანა. 

ცოტა ხანში, გერმანულმა კლუბმა ჰარი კეინის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ამის შემდეგ ბარსელონამ ვენსან კომპანის გუნდს კიდევ 3 გოლი გაუტანა.

“ბლაუგრანა” მეორედ წინ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიყვანა, რომელმაც ბაიერნისა და ნოიერის კარი ფერმინ ლოპესის შესანიშნავი ასისტით აიღო. მალევე, რაფინიამ მარჯვენა ფეხით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი საერთოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 4-1!

დღეს მთელი გუნდი ბრწყინვალე იყო, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, თვით რაფინია ბელოლი დასახელდა!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 ოქტ 2024, 18:11
    #6

    მოკლედ ასე ითქმება, ეს ნახმარია ვინ არის შემდეგი?

  • Rick Sanchez
    schedule 24 ოქტ 2024, 14:11
    #5

    რეალსაც მოვუგოთ დამაჯერებლად და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 24 ოქტ 2024, 10:48
    #4

    ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რეალ მადრიდთან შჩესნი ჩადგება კარში.

  • M10 S9 D11
    schedule 24 ოქტ 2024, 01:39
    #3

    ერთი ესეთი გაბრწყინება კლასიკოშიც და ეგაა მეორე კლასიკომდე წამოწოლილები ვართ

  • mascherano-larsson
    schedule 24 ოქტ 2024, 01:32
    #2

    სალამი ყველას. დაუჯერებელი ამბავი ხდება ბარსას თავს. ბავშვებით და მოხუცებით ამ წუთისთვის მაოფლიოს 2 საუკეთესო გუნდში ერთ ერთი ჩვენ ვართ.ხავის წარუმატებლობის მერე ცუდი აზრები გამიჩნდა თავში. მილანის ან არსენალის პერსპექტივას ვხედავდი. მარა ლაპორტამ ისწავლა კრუიფისგან რაღაცეები და იდეალური მწვრთნელი მოიყვანა. ფლიკი არის მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელი. ტუზი დაგვეცა მაგ კაცის მოყვანით. დღევანდელ თამაშს რაც შეეხევა გერმანული სიზუსტით დაგეგმა ფლიკმა 3 სხვადასხვა სცენარი. დაიწყო შედეგზე ოროენტირებული სცენარით, ( რაც გულისხმობდა ბავარიის გამოფიტვას) მეორე სცენარი იყო დე იონგის შემოყვანა და ტრადიციული შეკლასვა( პედრის ბენეფისი). 3 სცენარი იყო რეალისთვის მომზადება და ძალების დაზოგვა. დასაწყისში უარი თქვა ტრადიციულ ბურთის კატაობაზე რამაც ბავარია აიძულა მაგრად შემოეტია და მთელი ენერგია დაახარჯინა პირველ 30
    წუთში. მერე რაც მოხდა კი იცით. მოკლედ გადავრჩით ისე, როგორც მარტო ბარსას შეუძლია. ლამასიის წყალობით გადავურჩით ამ კრიზისს

  • Johan Cruyff 14
    schedule 24 ოქტ 2024, 01:26
    #1

    რაფა მაგარია 🥰✊