“ბარსელონას” ლეგენდამ ანდრეს ინიესტამ 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. Relevo-ს ინფორმაციით, ესპანელი ამის შესახებ 8 ოქტომბერს სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადებს.
ანდრეს ინიესტამ ახალგაზრდული კარიერა 10 წლის ასაკში “ალბასეტეში” დაიწყო, სადაც 2 წელი გაატარა, 12 წლის ასაკში კი “ბარსელონას” შეუერთდა. ესპანელი 2002 წელს “ბლაუგრანას” პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც 2018 წლამდე ითამაშა და გულშემატკივრებს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა. ინიესტამ “ბარსაში” 674 მატჩი ჩაატარა, 57 გოლი გაიტანა და 135 ასისტი მიითვალა, მან კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა, 9 ლა ლიგა, 3 უეფას სუპერ თასი და 2 მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატი.
2018 წელს ინიესტამ კარიერა იაპონურ “ვისელ კობეში” გააგრძელა, სადაც 5 წლის განმავლობაში ითამაშა და 135 შეხვედრა ჩაატარა. გასულ ზაფხულში ფეხბურთელი არაბულ “ემირეითს კლუბს” შეუერთდა, რომელშიც მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო.
ინიესტა წარმატებული იყო ეროვნულ ნაკებშიც, რომელშიც 134 შეხვედრა ჩაატარა და 2 ევროპის ჩემპიონატი და 1 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მის ანგარიშზეა “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი – გამარჯვების მომტანი ბურთი ნიდერლანდებთან 2010 წლის მუნდიალის ფინალში.
ანდრეს ინიესტა ფეხბურთელობის შემდეგ მწვრთნელობას აპირებს. მას ნათქვამი აქვს, რომ “ბარსელონას” გაწვრთნას ისურვებდა.




ლეგენდა ♾️
ფეხბურთი ითამაშონ თუ იჭორავონ?
ინი ხავი ბუსი პუი შტაბში საინტერესო იქნება 🤔
ასევე. მესი მესია კი მარა ჩემთვის ჯერ ინიესტა იყო და მერე სხვა ყველა დანარჩენი, მესიც, რონალდინიოც და ნებისმიერი სხვისი მაგია ინიესტას მერე იყო.
ინი, ბარსას სამწვრთნელო შტაბში გაასწორებდა
ტიაგო ალკანტარა შეიძლება იანვარში დაბრუნდესო შტაბში და ინიც მაგრად გაასწორებდა ნამდვილად.
მესი და რონალდოს შეკითხვა რომ იყო, პირველი მოთამაშე ინიესტა მახსენდებოდა. კაცი გენიალურობაა <3 ყველა დროის საუკეთესო და საყვარელი ჩემთვის
რამდენჯერ ვყავართ გაოცებული დახვეწილი და ელეგანტური ფინტებით, უნიკალური თამაშის მანერა ქონდა, სულ სხვა იყო ინიესტას ბურთთან ურთიერთობა. ფლიკის შტაბში თუ ვიხილავთ კარგი იქნება.
ესეიგი ყველა დროის საუკეთესო 10 ფეხბურთელიდან მოქმედი მხოლოდ მესი და რონალდუღა დარჩნენ
მანამდე ერთი სეზონი ითამაშოს, ზოგიერთ ჩვენ ფეხბურთელს არ ჩამორჩება სისწრაფეში არა და აზროვნებაში კი ნამდვილად.
უდიდესი და გენიალური ანდრესი❤️👑ძაან მაგარი იქნება ფლიკმა თავის შტაბში რო მიიყვანოს