გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ადასტურებს, რომ მისი გუნდის მთავარი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება.
ტერ შტეგენი ჩვენი ახალი პირველი მეკარეა. ის უკვე რამდენიმე წელია “ბარსელონას” კაპიტანია და აშკარაა, რომ მთავარი კიპერია. ასე იქნება ჩვენთანაც. არ მინდა მის ზურგს უკან ხელოვნური კონკურენცია გამოვიწვიო.
– ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Kicker.
ტერ შტეგენის ნაკრების მთავარი მეკარეობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლეგენდარულმა მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ტერ შტეგენის დებიუტი გერმანიის ნაკრებში 2012 წლის 26 მაისს შედგა. 32 წლის კარის დარაჯის ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით 40 მატჩია, მაგრამ მას დიდ სანაკრებო ტურნირზე არასდროს უთამაშია და მუდამ მეორე ნომრად მიიჩნეოდა. მოსალოდნელი იყო, რომ ნოიერის წასვლის შემდეგ პირველი ნომერი სწორედ ტერ შტეგენი გახდებოდა. ეს ასეც იქნება, რაც ნაგელსმანმა დაადასტურა.
კარგია, ცოტა გულზე მოეშვება და იქნებ უფრო ყურადღებით იყოს "პასების განაწილების" დროს.
ნაკრების მეკარეს იმის გამო არავინ დააყენებს რო ცოდოა. როგორ შეიძლება შტეგენის ნოიერთან შედარება?! შტეგენს ჩემი აზრით უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ არეულმა ბარსამაც გამოიწვია ალბათ მისი რეგრესი.
რეგრესი ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია, მე ვიტყოდი ფორმიდან ამოვარდნილი მაგრამ მეკარისთვის 32 წელი ასაკი არაა ამიტომ მინიმუმ 5-7 წელი კიდე შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს და თუ გუნდი ტრ**შია მეკარეც იქ იქნება თავისთავად
Rick Sanchez, კი დიდებულია ნამდვილად ნოიერი მაგრამ ამ ევროპაზე ზაან არასწორად მოექცენ 2 წელი გაუცდა ნოიერს ტრამვისგამო და შტეგენს ძალიან მაგარი სეზონები ქონდა და მაინც უტამაშებელი კაცი შააყენეს კარში ძაან ცუდად მოექცენ ამშემტხვევაში
ნაკრების მეკარეს იმის გამო არავინ დააყენებს რო ცოდოა. როგორ შეიძლება შტეგენის ნოიერთან შედარება?! შტეგენს ჩემი აზრით უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ არეულმა ბარსამაც გამოიწვია ალბათ მისი რეგრესი.
დააგვიანდათ ცოტა. ნოიერი დიდებულია მაგრამ ცოდოა ეს კაციც.
წარმატებები მარკს ბარსაშიც და ნაკრებშიც, გახარებული უფრო იფრენს ორივე გუნდში!