workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ვალიადოლიდთან თამაშის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ვალიადოლიდთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა “რეალ ვალიადოლიდთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სატრანსფერო ბაზარი? სიტუაცია არის ისეთი, როგორიც არის. ადრეც ვთქვი, რომ აქცენტს ვაკეთებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გვყავს. კარგი გუნდი გვყავს.

მარკ ბერნალი შესანიშნავი ფეხბურთელია. რასაც ის 17 წლის ასაკში აკეთებს, დაუჯერებელია. ის ძალიან დაგვაკლდება.

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ერიკ გარსია “ბარსელონაში” რჩება.

მარკ ბერნალის შემცვლელი? ორი ვარიანტი გვაქვს – მარკ კასადო და ერიკ გარსია. ორივე მათგანს ვენდობი.

ერიკის ბუნებრივი პოზიცია დაცვის ცენტრშია, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან კარგია, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. მთავარია გუნდი და არა ინდივიდები.

იმედი მაქვს, ფრენკი დე იონგს ოპერაცია არ დაჭირდება. არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება ის. იმედია, ეს სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება.

წინ გრძელი სეზონი გველის. ჩემი მიზანი აქცენტის არსებულ გუნდზე გაკეთება და მაქსიმალურად კარგად მუშაობაა.

ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. გუშინ დავისვენეთ, დღეს კი ვარჯიში და მატჩისთვის მზადება განვაგრძეთ. გუნდი ძალიან კარგად ვარჯიშობს.

ჯონათან ტა? ის ჩვენი ფეხბურთელი არაა. სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. თუ ვინმე ჩვენთან გადმოვა, მასზე ფიქრს ამის შემდეგ დავიწყებ. მანამდე კი არსებულ გუნდზე ვიფიქრებ. ხვალისთვის 18 ფეხბურთელი გვყავს, რაც საკმარისია. ეს ბევრი არაა, მაგრამ საკმარისია.

ფერმინი ჯერჯერობით თამაშში სკამიდან ერთვება, მაგრამ მისი თვისებების გათვალისწინებით მას სასტარტოში მოხვედრა ნებისმიერ დროს შეუძლია.

“რეალ მადრიდის” ცუდი შედეგები? ეს ის საკითხი არაა, რომელზეც ვფიქრობ. ვამჯობინებ, ჩემ გუნდზე ვისაუბრო.

სამ თამაშში კარგი შედეგი ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესების გზები ყოველთვის არსებობს და სწორედ ამას შევეცდებით ხვალ. “ვალიადოლიდი” თავს ძალიან კარგად იცავს და ამ გუნდმა შეტევაც იცის. რთული თამაში გველის.

გასახდელში განსაკუთრებული ატმოსფერო გვაქვს. ყველა პროფესიონალია. მიყვარს ჩემი გუნდი, მისი წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულება, მენტალიტეტი… მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება რაიმეს მოგების იმედი გვქონდეს.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ პირველივე წუთიდან ინსტენსიურად უნდა ითამაშონ და 10 წუთის გასვლას არ უნდა დაელოდონ. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯის სასტვენისთანავე 100%-ით დავიხარჯოთ და არა 80%-ით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • MESSI 2017
    schedule 31 აგვ 2024, 16:35
    #20

    ციტატა: Rick Sanchez
    დასრულდა სატრანსფერო ფანჯარა? თუ დღეს ღამით მთავრდება?


    დასრულდა ისე რო ვერავინ გაიგო😀

  • Rick Sanchez
    schedule 31 აგვ 2024, 13:32
    #19

    დასრულდა სატრანსფერო ფანჯარა? თუ დღეს ღამით მთავრდება?

  • nikusha
    schedule 31 აგვ 2024, 11:54
    #18

    [quote=MESSI 2017][quote=nikusha]ტერ შტეგენი
    კუნდე-კუბარსი-მარტინესი-ბალდე
    კასადო-გარსია
    რაფინია-ოლმო-პედრი
    ლევანდოვსკი

    იამალმა უნდა დაისვენოს.

    ოლმო-ფერმინი
    პედრი-იამალი
    კასადო-ტორე
    გარსია-ფერან ტორესი
    ბალდე-ფორტი[/quote]
    გარსია ტრამვირებული არაა?

    მოიშუშა უკვე გუშინ ივარჯიშა სრული დატვირთვით

  • walker599
    schedule 31 აგვ 2024, 09:07
    #17

    აი ამ გუნდით ვერცერთი მწვრთნელი შედეგს ვერ დადებდა სულ რო გვარდიოლას ანჩელოტი მიუყვანო ასისტენტად ეგენიც ვერ დადებდნენ, ამ კაცმა თუ წელს ანგარიშ გასაწევი გუნდი მოხოდა ტიტულების მოგებაზე არაფერს ვამბობ, მაშინ 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.

  • La Pulga10
    schedule 31 აგვ 2024, 07:48
    #16

    ხალხო ვიღაცეები დაგვიმატებია იჯარით. მგონი ბარსა ატლეტიკისთვის. ვერ გავიგე იქნებ დაიდოს აქ რამე ნიუსი რო გავერკვეთ ხალხი. ჰო აკადემიისთვის დაგვიმატებია ორი კაცი. ვნახოთ დღეს რაღაც ტრანსფერები იქნება ისეთი პირი უჩანს.

  • Barca1
    schedule 31 აგვ 2024, 04:14
    #15

    დიდია ანგარიშით უნდა მევიგოთ

  • Bakero
    schedule 31 აგვ 2024, 02:48
    #14

    ჰანსი ფლიკი მარკ ბერნალზე : " გასაოცარია რამდენად სწრაფად ისწავლა მან ჩვენი სისტემით თამაში ! ის რაც მან გააკეთა წარმოუდგენელი იყო და ეხლა ჩვენ ის უნდა შევცვალოთ ვინმეთი ვინც ჩვენ გუნდში გვყავს "

  • Neymar
    schedule 31 აგვ 2024, 00:58
    #13

    რამე სიახლე არაა?😂

  • MESSI 2017
    schedule 31 აგვ 2024, 00:12
    #12

    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    კუნდე-კუბარსი-მარტინესი-ბალდე
    კასადო-გარსია
    რაფინია-ოლმო-პედრი
    ლევანდოვსკი

    იამალმა უნდა დაისვენოს.

    ოლმო-ფერმინი
    პედრი-იამალი
    კასადო-ტორე
    გარსია-ფერან ტორესი
    ბალდე-ფორტი


    გარსია ტრამვირებული არაა?

    ციტატა: ggiiorgi

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Neymar
    "ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ პირველივე წუთიდან ინსტენსიურად უნდა ითამაშონ და 10 წუთის გასვლას არ უნდა დაელოდონ. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯის სასტვენისთანავე 100%-ით დავიხარჯოთ და არა 80%-ით."

    ეს ჩავისაც სცოდნოდა ნეტა


    რეალის ფორმაზე კომენტარებიც რო არ უნდა გააკეთოს ეგეც სცოდნოდა ნეტა


    სავარაუდოდ ჟურნალისტი დაუსვამდა უკუღმართულად კითხვას, ან თარგმანია არასწორი. თორე მაგიც ეცოდინებოდა სავარაუდოთ 🙂. ჭკუიანი კაცია ფლიკი.


    ეგ ფლისკ კი არა ჩავის ცოდნოდათქო😂 თორე ფლიკმა მშვენივრად მოიშორა ზედმეტი კომენტარების გარეშე

  • nikusha
    schedule 30 აგვ 2024, 23:45
    #11

    ტერ შტეგენი
    კუნდე-კუბარსი-მარტინესი-ბალდე
    კასადო-გარსია
    რაფინია-ოლმო-პედრი
    ლევანდოვსკი

    იამალმა უნდა დაისვენოს.

    ოლმო-ფერმინი
    პედრი-იამალი
    კასადო-ტორე
    გარსია-ფერან ტორესი
    ბალდე-ფორტი

  • არისტაფანი
    schedule 30 აგვ 2024, 22:26
    #10

    მევასება ეს მასტი რა. სულ მინდოდა ამ სტილის , დასტოინი მწვრთნელი ყოლოდა ბარსას❤️

  • DesmondHume
    schedule 30 აგვ 2024, 20:18
    #9

    ციტატა: BEQA1899
    ყეკომ უფასო რაბიოც ვერ მოიყვანა?! აზრზე ხარ რა ყვერია🤮


    Ki ai rabios xelfasis gadamxdelebi vart

  • BEQA1899
    schedule 30 აგვ 2024, 19:37
    #8

    ყეკომ უფასო რაბიოც ვერ მოიყვანა?! აზრზე ხარ რა ყვერია🤮

  • Barca for life
    schedule 30 აგვ 2024, 19:35
    #7

    ხვალ აუცილებლად ვიგებთ!
    ლევანა რო ბევრს არ მაზავდეს დარწმუნებული ვარ კარგად ამოვტენიდით მარა ახლა იამალის, ოლმოს და პედრის იმედი მაქვს.

    ვაბშე იმის იმედიც მექნებოდა რომ ამ ლევანას დაასვენებდა და პაუს დააყენებდა მარა არ ჩანს მაგის გამკეთებელი ამიტო ისევ ლევანას საცოდაობას უნდა ვუყურო 1 საათი.

    პ.ს. ხვალ ალბათ ბერნალს მიუძღვნაინ ყველა გოლს და მაინც მოტივაციით ითამაშებენ. მერე კი სანაკრებოებიც მოდის და ასე თუ ისე ცოტას დაისვენებენ.

  • ggiiorgi
    schedule 30 აგვ 2024, 19:14
    #6

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Neymar
    "ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ პირველივე წუთიდან ინსტენსიურად უნდა ითამაშონ და 10 წუთის გასვლას არ უნდა დაელოდონ. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯის სასტვენისთანავე 100%-ით დავიხარჯოთ და არა 80%-ით."

    ეს ჩავისაც სცოდნოდა ნეტა


    რეალის ფორმაზე კომენტარებიც რო არ უნდა გააკეთოს ეგეც სცოდნოდა ნეტა


    სავარაუდოდ ჟურნალისტი დაუსვამდა უკუღმართულად კითხვას, ან თარგმანია არასწორი. თორე მაგიც ეცოდინებოდა სავარაუდოთ 🙂. ჭკუიანი კაცია ფლიკი.

  • ზურაბ
    schedule 30 აგვ 2024, 18:34
    #5

    რა მაგარი დასტოინია და პროფესიონალია პრესკომფერენციაზე. იცის რა უნდა ილაპარაკოს.. არავის არ ჭორავს და მხოლოდ თავის გუნდს აქებს.

  • MESSI 2017
    schedule 30 აგვ 2024, 17:58
    #4

    ციტატა: Neymar
    "ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ პირველივე წუთიდან ინსტენსიურად უნდა ითამაშონ და 10 წუთის გასვლას არ უნდა დაელოდონ. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯის სასტვენისთანავე 100%-ით დავიხარჯოთ და არა 80%-ით."

    ეს ჩავისაც სცოდნოდა ნეტა


    რეალის ფორმაზე კომენტარებიც რო არ უნდა გააკეთოს ეგეც სცოდნოდა ნეტა

  • Neymar
    schedule 30 აგვ 2024, 17:04
    #3

    "ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ პირველივე წუთიდან ინსტენსიურად უნდა ითამაშონ და 10 წუთის გასვლას არ უნდა დაელოდონ. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯის სასტვენისთანავე 100%-ით დავიხარჯოთ და არა 80%-ით."

    ეს ჩავისაც სცოდნოდა ნეტა

  • TaTo JR
    schedule 30 აგვ 2024, 17:03
    #2

    ამ კაცის მაგარი იმედი მაქ, ცოტა უკეთესი სატავი თუ შეიკვრება დარწმუნებული ვარ ძაან მაგარ შედეგს დადებს <3

  • Tsukuyomi
    schedule 30 აგვ 2024, 17:00
    #1

    ვალიადოლიდმა რეალთან რა თამაშიც აჩვენა მაგის გათვალისწინებით ნაცარტუტად უნდა ვაქციოთ. გამანადგურებელი ანგარიშებით მოგება თანდათან უნდა მოვიდეს. და არა ისე როგორც ჩავის დროს 25 მატჩში ერთხელ გამონათებით და მერე ისევ 1 ბურთიანი უპირატესობოს წურვით🙌🏻