ბარსა ატლეტიკმა კატალონიის თასი მარტივი მოგებით დაიწყო

ბარსა ატლეტიკმა კატალონიის თასი მარტივი მოგებით დაიწყო

გუშინ სტარტი კატალონიის თასის 2022/23 წლების გათამაშებამ აიღო და "ბარსა ატლეტიკმა" პირველი იოლი გამარჯვებაც იზეიმა.

კატალონიის თასი რეგიონული ტურნირია, რომელიც 1984 წლიდან ტარდება, "ბარსელონას" კი ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება 1991 წლიდან აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" ამ ტურნირზე სარეზერვო გუნდით გამოდის ხოლმე, გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტი, 9 ჩემპიონობა სწორედ "ბლაუგრანას" ეკუთვნის. თუმცა "ბარსელონამ" ეს ტურნირი ბოლოს 2014 წელს მოიგო.

2014/15 წლების სეზონიდან "ბლაუგრანა" კატალონიის თასზე ოფიციალურად სარეზერვო გუნდით გამოდის. "ბარსა ატლეტიკის" (ყოფილი "ბარსა ბ") საუკეთესო შედეგი 2015/16 წლების სეზონში ფინალში გასვლა იყო. მას შემდეგ გუნდი ტურნირს უმეტესად პირველ ეტაპებზე ეთიშება ხოლმე.

გუშინ "ბარსა ატლეტიკი" "ტონას" დაუპირისპირდა და მარტივად იმარჯვა. 4-0 მოგებულ შეხვედრაში სტუმართაგან თავი დუბლებით გამოიჩინეს ხაენ ფერნანდეს რობერტომ და ემრე დემირმა.

"ბარსა ატლეტიკის" შემადგენლობა გუშინდელ მატჩში:

არნაუ ტენასი, ალვარო ნუნიესი, დიუნკუ, მიკა მარმოლი (ჩადი რიადი 45), ალექს ვალე, კასადო (ალეიში 74), აკომაჩი (ესტანისი 45), ემრე დემირი (კარბონელი 61), რობერტო, ჩუს ალბა (არანდა 66), გაილანი (ფაბიო 45).

რაფა მარკესის გუნდის მომდევნო მეტოქე დღეს, "ბადალონასა" და "ჟირონა ბ-ს" შორის გასამართ მატჩში გამოვლინდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 აგვისტო 2022 13:26
    0
    ეს ერთი და სხვა მრავალი რაფა !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აგვისტო 2022 15:48
    0
    მარკესმა პირველივე თამაშებში დაატყო ხელი ახალგაზრდულს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აგვისტო 2022 14:28
    0
    ძალიან კარგია თუ აათამაშა გუნდი მარკესმა, პირველ გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტით გადმოვლენ და დიდი უპირატესობაა