workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა რაფაელ ლეაუს შეძენას შეეცდება

ბარსელონა რაფაელ ლეაუს შეძენას შეეცდება

“ბარსელონა” უმაღლესი დონის შემტევის დამატებაზე ზრუნვას განაგრძობს. კატალონიელთა მორიგი სამიზნე “მილანის” შემტევი რაფა ლეაუა.

25 წლის მარცხენა გარემარბით “ბარსელონას” დაინტერესების შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანრო პოლო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლეაუ კატალონიელთა პრიორიტეტია და “ბლაუგრანა” მის მიმდინარე თვეში შეძენას შეეცდება. Mundo Deportivo ასევე იტყობინება, რომ თავად ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადასვლის პერსპექტივით მოხიბლულია.

მილანი პორტუგალიელ შემტევს 90 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა შესაძლოა, “როსონერი” ტრანსფერში “ბარსას” ფეხბურთელების ჩართვით დაინტერესდეს.

ლეაუს “ბლაუგრანაში” გადმოსვლის შანსებს ისიც ზრდის, რომ კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • nika 54
    schedule 21 აგვ 2024, 20:28
    #19

    ციტატა: JustBarcaLover
    120 მილიონის ქვემოთ არც გვასუნინებენ


    90 ადევსო ფასი, ოღონდ არ ყიდიან ისე რო ბარსას მაგას არავინ მისცემს.

  • Rick Sanchez
    schedule 20 აგვ 2024, 23:46
    #18

    ძალიან კი მევასება მაგრამ 90 მლნის გადახდა ლეაოში ბევრი მგონია.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 20 აგვ 2024, 21:30
    #17

    ყველას აგენტთან კარგი ურთიერთობა აქვსო იწერება ვინც სატრანსფერო სამიზნეა და რა ჩემი ფეხები გამოდის მაგ კარგი ურთიერთობებით ყველას ორმაგ ფასს ადებენ ყოველთვის,გადაბმული ძმაკაცი იყავი თუ გინდა.

  • კულე სამუდამოდ
    schedule 20 აგვ 2024, 20:03
    #16

    ციტატა: andres888
    55 მილიონი და ფერანს შევუფუთავთ და შევთანხმდეთ 😃😃😃😃😃


    შევფუთავთ კიარა ჩაყვანის ხარჯებსაც ავანაზღაურებთ

  • ერლინგ ჰოლანდი
    schedule 20 აგვ 2024, 18:53
    #15

    ეს თუ გადმოვიდა ნიკო უილიამსმა მერე იკვნიტოს ფრჩხილები იმ კიკინებიანმა იმან მაგის ოცნება არ გაიშვას არსად

  • Levani
    schedule 20 აგვ 2024, 18:43
    #14

    Barca for life, კი დაიწერა რო შეუძლიათ ყიდვა მაგრამ ეგ იმშემთხვევაში თუ ფეხბურთელებს გაყიდიან და სახელფასოჭერი შემცირდება ოლმოს რო ვერ არეგისტრირებენ იმას ნიშნავს რომ კლუბის მოგება ვერ აკმაყოფილებს იმ ნიშნულს რაც საჭიროა და ამისათვის ფეხბურათელის გაყიდვაა საჭირო ან ხელფასების შემცირება ათი დღე დარჩათ მაგისთვის ოლმოს მოუხერხებენ რამეს მაგრამ ლეაოსთვის დამატებითი შემოსავალი და ხელფასების გამოთავისუფლებაა საჭირო

  • Levani
    schedule 20 აგვ 2024, 16:27
    #13

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Levani
    Სისულელეა ჯერ ოლმო ვერ დაარეგისტრირეს და ეს 100 მილიონიზე მეტი დაუჯდებათ მაშინ დეიონგი უნდა გაყიდონ რო სახელფასო ჭერი შემცირდეს რაც ნაკლებად სავარაუდოა მაგის ტრავმისა და მაღალი ხელფასის ფონზე


    დარეგისტრირებასა და მოთამაშის ყიდვას საერთო არაფერი აქვთ.
    რეგისტრაცია გამომდინარეობს ხელფასების ლიმიტიდან გამომდინარე, ხოლო ტრანსფერები ფულის არსებობიდან გამომდინარე.
    ბარსას კიდე ნიკოს 58 მილიონიც ჰქონდა და ახლა რასაც როკე-ფაის გაყიდვით აიღებს ეგეც მიემატება, ანუ 100მდე უეჭველი ექნება, ხოლო ხელფასების ამბავში აგერ გიუნდოს უშვებენ, მაგას მიაყოლებენ ლენგლეს და ორი 10+მ ხელფასიანი ტიპების დარეგისტრირებასაც თავისუფლად მოახერხებენ.

    უბრალოდ აქ საქმე იმაშია ლეაოს რამდენად ენდომება წამოსვლა და მილანი რამდენად გამოუშვებს. თუმცა 100-120მ უკვე სერიოზული მაყუთია, ლეაოს კიდე ურჩევნია ბარსაში მოვიდეს ვიდრე მილანში ჩაკვდეს. აგერ პრესეზონზეც გადავახიეთ ბურთი ლამასიათი.


    Არარი მთლად მასე გასავალი და შემოსავალი ახდენს გავლენას სახელფასო ჭერზეც სატელევიზიო უფლებებიც იმიტომ გაიყიდა რო კლუბის მოგება იმდენი ყოფილიყო რო სახელფასო ჭერში ჩამჯდარიყვნენ და არა იმტომ რო მაგ ფულით ლევანდოვსკი და კუნდე ეყიდათ ლეაოში გადახდილი თანხაც რომელიც ცოტა არ იქნება აუცილებლად მოახდენს გავლენას სახელფასო ჭერზე

  • andres888
    schedule 20 აგვ 2024, 15:35
    #12

    55 მილიონი და ფერანს შევუფუთავთ და შევთანხმდეთ 😃😃😃😃😃

  • Frenkie de Jong 21
    schedule 20 აგვ 2024, 15:28
    #11

    suxaaa, mand wakla dzmis bralia yvelaferi im gnidam gadaafiqrebia. Magrad vbaleshikob imas rom bilbao evropaligis jgufidan ver gavides.

  • Levani
    schedule 20 აგვ 2024, 14:42
    #10

    Სისულელეა ჯერ ოლმო ვერ დაარეგისტრირეს და ეს 100 მილიონიზე მეტი დაუჯდებათ მაშინ დეიონგი უნდა გაყიდონ რო სახელფასო ჭერი შემცირდეს რაც ნაკლებად სავარაუდოა მაგის ტრავმისა და მაღალი ხელფასის ფონზე

  • rivaldo80
    schedule 20 აგვ 2024, 14:42
    #9

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: rivaldo80
    ამის რეალური ფასი 60 სეზონში 30% თამაშობს კარგად ძალიან არასტაბილურია გადამწყვეთ თამაშებში თითქმის სულ მოკუკა.


    ვერხ ნაკრებში თამაშობს,,მარა ამ ყვერანს და რაფინიას კი ჯობია


    ესე კი ჯობია მაგრამ შარშან რაფინია ჯობდა

  • cruyff9
    schedule 20 აგვ 2024, 13:42
    #8

    ციტატა: rivaldo80
    ამის რეალური ფასი 60 სეზონში 30% თამაშობს კარგად ძალიან არასტაბილურია გადამწყვეთ თამაშებში თითქმის სულ მოკუკა.


    ვერხ ნაკრებში თამაშობს,,მარა ამ ყვერანს და რაფინიას კი ჯობია

  • La Pulga10
    schedule 20 აგვ 2024, 13:03
    #7

    90 ბევრია,მარა სხვა ვარიანტი რაა აბა. 60 + ვინმე და*ლეებული რო შევთავაზოთ არა?

  • rivaldo80
    schedule 20 აგვ 2024, 12:56
    #6

    ამის რეალური ფასი 60 სეზონში 30% თამაშობს კარგად ძალიან არასტაბილურია გადამწყვეთ თამაშებში თითქმის სულ მოკუკა.

  • PUIOL5
    schedule 20 აგვ 2024, 12:24
    #5

    ამ ზანგებს რომ შეეშვან არუნდათ? რა ლეაო ბიჯო თან 90 მლ ხოარ ღადაობენ, რა აქვს ამას ისეთი ამხელა ფასებს რომ ადებენ, თან ხასიათის ფეხბურთელია, ხან მიდის თამაში ხან ვაფშე საზიზღრობაა. 50 მლ მეტი არც ლეაო ღირს და არც ნიკო.

  • suxaaa
    schedule 20 აგვ 2024, 12:12
    #4

    araujo4, ფაქტია რო თვითონ ნიკომ თქვა უარი თორე ბევრჯერ დაიწერა რო ბარსა გამოსასყიდს იხდიდა რა შემთხვევაშიც ბილბაოს უფროსობას არანაირი უფლება არ ქონდა ტრანსფერის დაბლოკვის თუ თავად ფეხბურთელიც თანახმაა წასვლაზე. თავად ნიკომ თქვა უარი გადმოსვლაზე როგორ ჩანს. რაც შეეხება ლეაოს მშვენიერი კანდიდატია საკმაოდ გააძლიერებს გუნდს. რომელი ჯობდა ნიკო თუ ლეაო მაგას ეხლა ვერ გავიგებთ მაგას დრო გვიჩვენებს გამოცდილებით მე ლეაოს ბევრად წინ დავაყენებდი მარა ადაპტირების ამბავში ნიკო ჯობდა თუნდაც ესპანურ ლალიგასთან ადაპტირება თუნდაც გუნდთან სადაც ლამინი დახვდებოდა თავისი ძმაკაცი ბევრად გაუადვილდებოდა.

  • araujo4
    schedule 20 აგვ 2024, 11:57
    #3

    ამაში 90 გასროლას ისევ ნიკო 60 ათასჯერ ჯობდა. ანუ მართლა ნიკოს არ უნდოდა ალბათ მოსვლა. ვერ გავიგე კარკოჩე, ესეთი აჯაფსანდალი არ მინახავს

  • ზურაბ
    schedule 20 აგვ 2024, 11:54
    #2

    90 მ და მითუმეტეს თუ ბონუსიყ იქნება ეგ თანხა ვაბშე კამფეტია. ძაან მომწონსხეგ ბიჭი.

  • JustBarcaLover
    schedule 20 აგვ 2024, 11:35
    #1

    120 მილიონის ქვემოთ არც გვასუნინებენ