სანდრო როსელი, ჟოზეპ მარია ბართომეუ და ნეიმარი სასამართლოს წინაშე წარდგებიან

სანდრო როსელი, ჟოზეპ მარია ბართომეუ და ნეიმარი სასამართლოს წინაშე წარდგებიან

El PAÍS Deportes-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტები - სანდრო როსელი და ჟოზეპ მარია ბართომეუ და ფეხბურთელი - ნეიმარ ჟუნიორი პოტენციური კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

წყაროს ცნობით, საქმე 2013 წელს განხორციელებულ ტრანსფერს ეხება - არსებობს სამხილი, რომ სანდრო როსელმა ბრაზილიელ ვარსკვლავთან წინასწარი შეთანხმება 2011 წელს, მის "ბარსაში" გადმოსვლამდე 2 წლით ადრე გააფორმა, რაც FIFA-ს წესებს ეწინააღმდეგება. ამის გამო ისინი, შესაძლოა, ციხეში მოხვდნენ.

რაც შეეხება ბართომეუს - ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან ამ შეთანხმებაზე რამე იცოდა, ამიტომ, ამ მომენტისთვის, ჟოზეპს ციხე არ ემუქრება.

ამ საქმეზე გამოძიება ბრაზილიური კომპანიის DIS Esportes-ს სარჩელის შემდეგ დაიწყო, რომელსაც ნეიმარის უფლებების 40% ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი წილი არ მიუღია და მოტყუებული დარჩა, როცა "ბლაუგრანას" პრეზიდენტი როსელი იყო, ვიცეპრეზიდენტი კი - ბართომეუ.

ამასთან, ბრაზილიის პროფესიული სპორტული ასოციაციების ფედერაცია, რომელიც DIS-ს უერთდება, მიიჩნევს, რომ მათ სატრანსფერო უფლებების გარკვეული პროცენტი ეკუთვნოდათ, რომელიც დაირღვა.

პროკურატურა ნეიმარის €10 მილიონით დაჯარიმებასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, როსელისთვის კი - ხუთწლიან პატიმრობას. ამასთან, პროკურატურა ნეიმარის მამის 2 წლით დაკავებას და დედის 1 წლით პატიმრობას ითხოვს, რადგან ტრანსფერში ისინიც მონაწილეობდნენ. ასევე, პროკურატურის დასკვნაში წერია, რომ ნეიმარის ოჯახის კომპანია - N&N - €1.4 მილიონით დააჯარიმონ. გარდა ამისა, მათ "ბარსელონას" €8.4 მილიონით დასჯა სურთ. ბართომეუს კი მხოლოდ DIS ადანაშაულებს და მისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს. 

ამ საქმეს ბარსელონას სასამართლო "ნეიმარ 2-ს" უწოდებს, რადგან "ნეიმარ 1" უკვე დასრულდა და "ბარსამ" €5.5 მილიონი გადაიხადა. აღნიშნული საქმის ფარგლებში ორი პროკურორი გაასამართლეს, როსელსა და ბართომეუს კი პასუხისმგებლობა მოუხსნეს. 

როგორც El País იტყობინება, სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწყება და 7 სესიად გაიმართება. ბრალდებული პატიმრობის საფრთხის წინაშე არიან კორუფციისა და თაღლითობის გამო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 ივლისი 2022 00:20
    0
    როსელის და ბართოს ოჯახები მოინახულა შიშველმა ჯეი ჯეი ოკოჩამ.
    წევრი [?]
    #9 27 ივლისი 2022 19:03
    0
    თუ დეიონგი არწავა შეიძლება შტეგენის გაყიდვა მოუწიოსო ბარსას… კუნდე გაოფიციალურდება სადაცაა და მერე აზპიზე გადაერთვებიან.
    Culé [?]
    #8 27 ივლისი 2022 18:55
    0
    სიახლეები დადეთ რატო გაჩერდით.დ
    Culé [?]
    #7 27 ივლისი 2022 17:21
    0
    ხალიფაც დაუმშვენებდა კარგად გვერდს
    Culé [?]
    #6 27 ივლისი 2022 17:03
    0
    არცერთს არ დაიჭერენ და მითუმეტეს ნეიმარს. შეიხი ბიძა აამოქმედებს ფულის ტომარას და იყიდია მთლიან პროკურატურას და საკანონმდებლო ორგანოს და მაგით დამთავრდება ეს დავაც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ივლისი 2022 16:56
    3
    კიდევ ჩვენ გვაქვს გადასახდელი ! ჩაყარეთ ციხეში ყველანი მიაყოლეთ ნეიმარიც rage ვაჰ ბიჭო ესენი ვინ არიან rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ივლისი 2022 16:53
    1
    მართლა დანაღმულიაქვთ გუნდი ტიპებს და როდის რა გამოჩნდება კაცმა არ იცის, მაგენი კი იმსახურებენ ციხეს მაგრამ ჩვენ გვადგება მერე ზარალი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივლისი 2022 16:38
    2
    ესე იგი რაც გუნდს დამართეს იმ ორმა საკმარისი არ არის და კიდევ ბარსელონამ უნდა იხადო ჯარიმები?
    ფანი [?]
    #2 27 ივლისი 2022 16:26
    6
    ეს აჩკარიკა თბილისში როიყო ჩამონ*რეული მაშინ უნდა გაგვეძუყნა
    Culé [?]
    #1 27 ივლისი 2022 15:49
    3
    ნეიმარს რო ციხეში ამოალპობ😂😂😂🙈🙈
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,