workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 2-2 მილანი (პენ: 3-4) | VIDEO

ბარსელონა 2-2 მილანი (პენ: 3-4) | VIDEO

“ბარსელონამ” ამერიკული ტურნეს ეგიდით გამართული ბოლო შეხვედრა “მილანთან” პენალტების სერიაში წააგო.

მატჩის ძირითადი დრო 2-2 დამთავრდა და 90 წუთის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც იტალიურმა გუნდმა 4-3 იმარჯვა.

ლუკა იოვიჩისა და კრისტიან პულიშიჩის გოლებით “მილანი” მე-15 წუთზე 2-0-ს იგებდა. მალევე, 22-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა შეამცირა, 58-ე წუთზე კი ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

პენალტების სერიაში გუნდებმა 6-6 თერთმეტმეტრიანი შეასრულეს. “ბარსას” მხრიდან გატანა მარკ ბერნალმა, ტონი ფერნანდესმა და ვიტორ როკემ შეძლეს, ჟიულ კუნდემ, მიკაილ ფაიმ და კიმ ჟუნიენტმა კი პენალტები გააფუჭეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2024, 16:17
    #5

    ჟიულ კუნდე: პენალტის დარტყმაზე ბარსელონას სავარჯიშო სესიებზე რეგულარულად ვვარჯიშობ
    გახსოვთ წინა თამაშზე რო თქვა? ეტყობა ცუდად ვარჯიშობს.

  • Rick Sanchez
    schedule 07 აგვ 2024, 15:08
    #4

    ქამბექმა გაასწორა, საღოლ ლევა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 07 აგვ 2024, 12:31
    #3

    Ee wagvigia penlebshi mara nicheo❤️gamocdilebas agrovebs bichebi.

  • araujo4
    schedule 07 აგვ 2024, 11:50
    #2

    ეს ნიკოც თუ დარჩა და არ მოდის, წესით იტყოდა საჯაროდ. გადაწყვეტილი მთლად არ აქვს ალბათ. რაც წაიბურდღუნა იმ ვიდეოში ეგ არ ნიშნავს იმას რო მივიღე გადაწყვეტილება და ვრჩებიო. მინიმუმ ბარსა იმას იმსახურებს რო პირადად ეთქვა ხელმძღვანელობისთვის რო ვრჩებიო, რაც არ უქნია. ასე რომ ჯერ არის შანსი.

  • mari
    schedule 07 აგვ 2024, 11:17
    #1

    angry ბავშვებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ კუნდეს არ უნდა გაეტანა?
    თუ ასე იყვნენ მორიგებულები მილანთან???