ფაბრიციო რომანო დანი ოლმოს ექსკლუზიურ ფოტოს ავრცელებს, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული.
ესპანელი ფეხბურთელი დეკუსთან, ენდი ბარასთან (აგენტი), ხუანმა ლოპესთან (აგენტი) და მიგელ ოლმოსთან (მამა) ერთად ბარსელონაში უკვე დაეშვა.

ოლმოს სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმილია. ის ბარსელონასთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
იმედია მეორე ტორესი არ ვიყიდეთ.
ამისთანა რა თვითმფრინავია ერთმანეთზე რო არიან მიმჯდარები, შპროტივით.
გამაგიჟებს ეს ხალხი. ან ამისი სისწრაფე სად ნახეს ან კლასი და ან ტექნიკა?! არაფრით გამორჩეული საშუალო დონის ფეხბურთელია და ერთადერთი არგუმენტი რისთვისაც შეიძლებოდა ამის მოყვანა არის შემადგენლობისთვის სიღრმის მისაცემად. ბევრ პოზიციაზე თამაშობსო და სად ხედავთ ამის ადგილს ბარსაში კონკრეტულად რა პოზიციაზე?! ვინგერი ეს არაა არც სისწრაფე ყოფნის ამისთვის და არც კლასი, 9-იანი ეს არაა არც კლასი აქვს შესაბამისი და არც ტექნიკა, 10-ნზე კიდევ ვინც გვყავს იმ ფეხბურთელების ნახევარიც არაა და თან ასაკითაც ბევრად დიდია ამ ფეხბურთელებზე და რომელ კლასზე და გამოცდილებაზე ლაპარაკობთ?! ტიტულებითაა დახუნძლული თუ ბუნდესლიგის საუკეთესო ნახევარმცველია?! სადაც იყო იქაც კი საშუალო დონის ფეხბურთელია და თან ამასაც სულ ტრამვები აქვს! ხოდა 62 მილიონი სკამის ფეხბურთელში?! ნაგავს ვყიდულობთ ვარსკვლავების ფასად🤦 იმედია სამედიცინო შემოწმებას ჩააგდებს და უკან გააბრუნებენ!
პლუს მაგ ყველაფერს ევროპაზე გამოჩნდა რომ ჯიგარიც და კვერცხებიც აქვს✌️
სკამი არა ის კიდე:დ:დ რაის სკამზე ამას მუხლის ტრამვა აქვს რაც თამაშობს იმის მერე და არც თუ ისე სახარბიელოა სულ ძირითადში არიქნება ან აილეწება ესპანეთში მითუმეტეს
მონაკოსთვის იმედია მზად იქნება
წარმატებები მისურვებია!
ვნახოთ რა, იმედია ძაან დონეს დადებს და ზამენის იგროკი არ აღმოჩნდება
ეე ფერმინ ლოპესიიი ? არ მემეტება ფერმინი სკამისთვის იმედია აჯობებს დანი ოლმოს და არ დაჯდება სკამზე
მართალია ამის პოზიციაზე გვყავს ხალხი მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ამის გამოცდილება და კლასი უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანი იქნება კლუბისთვის.
წესით უნდა გაამართლოს. რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ბარსას ესპანელ ფეხბურთელებთან კარგად არის შეწყობილი. მშრომელია, სწრაფია, ტექნიკურია და გონიერი. ჯანზე თუ იქნა, აქტიურად ითამაშებს თამაშების უმეტესობას,
უდაოდ ნიჭიერი, ტექნიკური და კარგი ფეხბურთელია.
უბრალოდ მაინც ლამასიას ბიჭებს მოაკლდებათ დრო თორემ ისეთი ცუდი ტრანაფერიც არაა როგორც სიტყვაზე რომეუ იყო.
იმედს მაინც ვიტოვებ რომ მარცხენა ვინგერზე იფიქრებენ და სულ რომ არაფერი კიეზას თემას დათანხმდებიან. ბოლო ბოლო კონკურენცია მაინც იარსებებს კიეზას, რაფინიასა და ფატის შორის.
სწორად აფასებთ ამის ტრანსფერს, გამოგვადგება, მეტი არაფერი, ფერმინი დაფრინავს და დრო ფაქტიურად აღარ ექნება, ათიანი ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა, იგივეა ახლა მცველში რო გადაიხადონ 60… ან ეს ფერანის ტრანსფერი რა იყო, ან ეს ტრანსფერი რა არის? კასადო-ბერნალი უნდა იდგეს ლიგაზე ცენტრში ? 2 საყრდენით თუ ვითამაშებთ, 3 კარგი საყრდენი უნდა გყავდეს … საერთოდ არ იგრძნობა რომ კლუბს რაღაც მონახაზი აქვს და მიყვება… არ იციან რა უნდათ
ბევრი ტრანსფერი მახსოვს, რის მიმართაც არ ვიყავი იმედიანად განწყობილი და გამართლებულა. ასევე პირიქითაც ძაან ბევრი იყო. კოუტინიო, დემბელე, ვითომ უნდა ეფრინათ მარა ვერაფერი. ასე რომ რადგან უკვე ჩვენია, წარმატებები✌️
Warmatebebi dzmao,neta is damokidebuleba gaeqarvebinos rac am transferze gvaq,mara mainc mgonia ro arasachiroa…