workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ და ოლმოს აგენტი ლაიფციგის წარმომადგენლებს შეხვდებიან

დეკუ და ოლმოს აგენტი ლაიფციგის წარმომადგენლებს შეხვდებიან

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღევანდელი დღე დანი ოლმოს მომავლის გარკვევისთვის გადამწყვეტი იქნება.

იტალიელი ჟურნალისტი Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანელი ფეხბურთელის აგენტი და “ბარსელონას” სპორტულო დირექტორი, დეკუ, “ლაიფციგის” წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ოლმოს კატალონიურ კლუბში ტრანსფერი განიხილონ.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, “ბარსა” მზადაა, შეთანხმების მიღწევის მიზნით, გერმანული კლუბისთვის ბოლოს გაკეთებული შეთავაზების პირობები შეცვალოს. 

ცნობილია, რომ “ბარსელონა” ოლმოსთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულია. ახლა მთავარი კლუბებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 06 აგვ 2024, 17:46
    #20

    Karoche ar vemxrobi am transfers,ki kai tipia mara mag poziciaze xalxic gvyavs,arc fermins minda moakldes dro da ufro marcxena winger gvchirdeba. Es sle ar gadmodis da diazs mainc miawvnen,egeba 40 -shi davitriot…

  • Rick Sanchez
    schedule 06 აგვ 2024, 17:30
    #19

    ოე პროფესორებო, ფლიკს ჭირდება და მოჰყავთ, თქვენ ვინ გკითხავთ?

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2024, 17:30
    #18

    ციტატა: CuleTillIDie
    ნიკო 100% გამოირიცხა უკვე ვიდეო დადო ბილბაომ, მოუთმენლად ველიო მომვალ სეზონს. ლეაო კვარა მარტინელი გამორიცხულია რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და პერსპექტიული რო მოიყვანონ არცაა დიდი არჩევანი სამერვილი და ფილოგენი წაიყვანა უკვე ასტონ ვილა და ვესტ ჰემმა. ლუის დიაზის ვარიანტიც იყო მაგრამ მაგაზე საერთოდ აღარაფერი იწერება ბოლო დროს. ხალხს დიდი მოლოდინები ქონდა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე და სინამდვილეში ვერავინ რო ვერ მოყავთ მაგიტო აიჩემეს ეს ევროს “ვარსკვლავი” ოლმო, რო ცოტა გადაიფაროს ამათი ჩაფლავება. მარტო ესაა ამ ტრანსფერის დანიშნულება, აბა სხვა ლოგიკური ახსნა არააქ. უბრალოდ არაა გუნდში ოლმოს საჭიროება. მარცხენა ვინგერი გვჭირდება ჰაერივით და ეს ფლანგზე თუ ათამაშეს იგივე ფერან ტორესია. რა ვერ ვისწავლეთ ეს რომ ვერ ამართლებს სხვა პოზიციის ფეხბურთელი რო მოგვყავს და სულ სხვაგან ათამაშებნ. 10-ზე კიდევ უარესი ვარიანტია, მანდ ფერმინი პედრი გიუნდო და ტორეა. ოლმოს მოსვლით ფერმინი და ტორე დაზარალდება ყველაზე მეტად. და აი უბრალოდ სამართალი თუ არსებობს ბარსელონაში ფერმინი უნდა თამაშობდეს ძირითადში 😀


    იმედია ითამაშებს, ოლიმპიიადაზე სასწაულებს აკეთებს, გუშინაც გაიტანა და საგოლეც გააკეთა 2-1 მოიგეს წაგებული შემოაბრუნეს.

  • CuleTillIDie
    schedule 06 აგვ 2024, 15:04
    #17

    ნიკო 100% გამოირიცხა უკვე ვიდეო დადო ბილბაომ, მოუთმენლად ველიო მომვალ სეზონს. ლეაო კვარა მარტინელი გამორიცხულია რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და პერსპექტიული რო მოიყვანონ არცაა დიდი არჩევანი სამერვილი და ფილოგენი წაიყვანა უკვე ასტონ ვილა და ვესტ ჰემმა. ლუის დიაზის ვარიანტიც იყო მაგრამ მაგაზე საერთოდ აღარაფერი იწერება ბოლო დროს. ხალხს დიდი მოლოდინები ქონდა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე და სინამდვილეში ვერავინ რო ვერ მოყავთ მაგიტო აიჩემეს ეს ევროს “ვარსკვლავი” ოლმო, რო ცოტა გადაიფაროს ამათი ჩაფლავება. მარტო ესაა ამ ტრანსფერის დანიშნულება, აბა სხვა ლოგიკური ახსნა არააქ. უბრალოდ არაა გუნდში ოლმოს საჭიროება. მარცხენა ვინგერი გვჭირდება ჰაერივით და ეს ფლანგზე თუ ათამაშეს იგივე ფერან ტორესია. რა ვერ ვისწავლეთ ეს რომ ვერ ამართლებს სხვა პოზიციის ფეხბურთელი რო მოგვყავს და სულ სხვაგან ათამაშებნ. 10-ზე კიდევ უარესი ვარიანტია, მანდ ფერმინი პედრი გიუნდო და ტორეა. ოლმოს მოსვლით ფერმინი და ტორე დაზარალდება ყველაზე მეტად. და აი უბრალოდ სამართალი თუ არსებობს ბარსელონაში ფერმინი უნდა თამაშობდეს ძირითადში 😀

  • rivaldo80
    schedule 06 აგვ 2024, 14:23
    #16

    ოლმო ცუდი არა უბრალოდ ძვირია.გამოცდილი ნახევარმცველი საჭიროა გუნდში თან შეთამაშებულია ესპანელებთან ოლმო არასტანდარტული ფეხბურთელია მაგიტომ მოწონს მწვრთნელებს უნივერსალია კარგი დარტყმა გოლის ალღო.აბა ახლა წარმოიდგინეთ ერთად მოდანზე გავი პედრი ოლმო იამალი რამხელა ძალაა როცა ერთმანეთს უგებენ ულაპარაკოდ დაგვხატავდა მერინო ან ზუბიმენდი.ვილიამსი თუ გადმოვა ეგეც უდიდესი ძალა იქნება.

  • BarCa7
    schedule 06 აგვ 2024, 13:48
    #15

    რა ოლმო თქვენ სულ ხომ არ … ჯერ ამაზე უკეთესებით გადატენილია ნახევარდაცვა და მეტი პრობლემა სასტავში არ არის ხო? ფუ თქვენი

  • ტიტი
    schedule 06 აგვ 2024, 13:35
    #14

    არ ვიცი გავის ტექნიკით ოლომო რანაირად ჯობია ან რა ასპექტში?! ოლმოს ტრანსფერი იქნება კიდევ ერთი ძვირადღირებული ჩასვრა. გუნდოგანის მეათედიც არაა ტიპი და ასეთ დინამიკაში რასაც ფლიკი ათამაშებს, გეგენპრესინგი და შეტევა მუდმივად რა ჯანდაბად გვინდა ოლმო კლასი ამას არ აქვს და სეზონში სამი-ოთხი კარგად ჩატარებული თამაშისთვის გვინდა თუ სკამისთვის?! შეხედავ და გვყავს ლამასიადან მშვენიერი ბიჭები ყველაზე არასაჭირო და გაუმართლებელი ტრანსფერი იქნება და ისეთი პირი უჩანს მარტო ამ ხის მორზე მუშაობენ და 26 წლისაა უკვე არც მანამდე უქნია არაფერი და არც ამის მერე მოწყვეტს ვარსკვლავებს. უბრალოდ არუმენტიც კი არ არსებობს ამის პრიორიტეტად დასაყენებლად.

  • walker599
    schedule 06 აგვ 2024, 13:23
    #13

    ჩემი აზრით ოლმოს ტრანსფერი გამართლებულია, თან ფლიკს ძალიან მოსწონს და ეგეც ფაქტორია, ამას გარდა ალბათ კანსელუს მოიყვანენ და გარემარბად ვიღაცას კიდე დაამატებენ.

  • Albicelecte
    schedule 06 აგვ 2024, 13:18
    #12

    თუკი ბრენკი და გუნდო მიდიან, მაშინ რა გამოდის, ოლმო მოსაყვანია ყველა ვარიანტში;
    16 წლის ასაკში მოყვანილი და აქ გაზრდილი ბავშვი(პედრი), ლა მასიელები, კასადომ ბერნალი, გავი, ფერმინი და ოლმო…
    ეს სქემა 4-4-2-შიც სერიოზული იქნება, რადგან ოლმო, პედრი და ფერმინი ტავისუფალ სემტევადაც იტამაშებენ და მაგ პოზიციაზე არც გავის უშავს რამე;
    ანსუ თუ გაცოცხლდა, ეგ და ლამინი წინ, 2 ფორვარდიან სისტემაშიც მაგარი იქნება; პლუს პაუ და ბებერი ლევანა

  • araujo4
    schedule 06 აგვ 2024, 13:14
    #11

    ნიკოს ვიდეო დაიდო.დაივიწყეთ ეგ ბიჭი…

    ატლეტიკო რო გაჯობებს ტრანსფერებში… ალვარესი მოყავთ 75მილიონს პლიუს 20 მილიონი ბონუსები

  • ani-messi-goat
    schedule 06 აგვ 2024, 11:43
    #10

    ციტატა: PUIOL5
    ლაუტარო მარტინესით რატო არ ინტერესდებიან, კაი სეზონი ქონდა კლუბშიც და ნაკრებშიც


    მაქსიმუმ დაინტერესდნენ თორე ისე რას იყიდიან 100ზე ნაკლებად არ გაყიდის ინტერი

    მოკლედ ჩაფლავდა ლაპორტა თუ ნიკო ვერ იყიდეს და მაგის ფონზე კიდე ოლმოც არ გვინდაო წერენ, აბა მეტს ვერავის ყიდულობენ და ანუ იგივე უნდა დარჩეს შემადგენლობა, ძაან კრახი სეზონი ჩანს ბარსასთვის შემდეგი :დ

  • PUIOL5
    schedule 06 აგვ 2024, 11:36
    #9

    ლაუტარო მარტინესით რატო არ ინტერესდებიან, კაი სეზონი ქონდა კლუბშიც და ნაკრებშიც

  • Barca for life
    schedule 06 აგვ 2024, 11:33
    #8

    ციტატა: PAIN
    ძმებო რატო არგინდათ ამ კაცის ტრანსფერი ვერ ვიგებ… გავიზე გამოცდილი და ტექნიკური ნამდვილად არის ეს კაცი, პედრი სულ ლაზარეთშია, ფერმინი ახლა იჩეკება, გიუნდოგანი ვიცით რა დონეც არის და დეიონგი პედრის უწევს გვერძე პალატაში, წინა სეზონში ისე დაგვერხა ნახევარდაცვაში კრისტენსენი იდგა ხოლმე 🤦🏻‍♂️ აცადეთ ფლიკს თავისი საქმე… რაღაც ძაან კარგს აწყობს ეს კაცი და + კასადო ძალიან კარგი დანამატია ლა მასიიდან


    ოლმოს გავისთან შედარება სისულელეა რადგან ოლმო 10იანია და გავი 6-8

    ამიტომ ოლმოს კონკურენცია უწევს პედრი-ლოპესი-გიუნდო-ტორესთან.
    ახლა საქმე რაშია, პედრი უდიდესი ალბათობით გონს მოეგება, თუ არადა ბოლო წელი აქვს და თუკი ისევ ჩაიჯვამს გაყიდიან.
    ლოპესი ახლა კი არ იჩეკება, უკვე 21 წლის ბიჭია, წინა წელს ბარსაში იფრინა, აგერ ესპანეთშიც დაფრინავს, ტრავმას არ იღებს, დაუღალავად შრომობს, სასწაული დარტყმა და გოლის ალღო აქვს, ხოდა ოლმოს მოსვლის შემთხვევაში პირველ რიგში დრო ამას დააკლდება.
    მერე იქვე გვყავს გიუნდოგანი რომელსაც წინა წელს 19 ასისტი და 9 გოლი ჰქონდა, ოლმოს ეგეთი სტატი არც დაესიზმრება, თუმცა აქ თემა ისაა რომ შეიძლება გიუნდო ბეშიქთაშში გაყიდონ მარა გადაწყვეტილი არაფერია.
    ასევე გვყავს ტორე რომელიც ამ პრესეზონზე პაუსთან და კასადოსთან ერთად დაფრინავს, არადა ოლმო-პედრი-ლოპესის ხელში შანსი 100 წლის მერე მიეცემა.

    პარალელურად ლამასიაში იზრდება გილე ფერნანდესი, რომელსაც იამალის შემდეგ ყველაზე დიდ ტალანტად მიიჩნევენ. ახლა 16 წლისაა და ამ პრესეზონზე ორივე თამაშში იყო.
    იქვე გვყავს დარვიხი, ჟუნიეტი და კიდე ბევრი ლამასიელი, რომელთაც განსანვითარებლად დრო დაჭირდებათ და ამ პირობებში უდიდესი ალბათობით ისევე დავკარგავთ რიგორც თავის დროს ტიაგო და სიმონსი დავკარგეთ.

    ამრიგად სიტუაცია არის ასეთი: 10ზე გვყავს 4 კაცი (პლუს ლამასია) და მოგვყავს მეხუთე, ამ დროს მარცხენა ვინგზე არ გვყავს არავინ და იმის ნაცვლად რომ ნიკოს ჩამნაცვლებელზე იზრუნონ მოყავთ 10იანი რომელსაც უეჭველი გამოიყენებენ მაგ პოზიციაზე და დიდი ალბათობით ვერ გაამართლებს ისევე როგორც თავის დროს მანდ ვერ გაამართლეს კოუტინიომ და გრიზმანმა.

    იმ პერიოდშიც ზუსტად მაგას ვიძახდი რომ არ შეიძლება ფეხბურთელი მოგყავდეს და თავისთვის განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშებდე, სისულელეა, მაგიტო დაერხათ იმათაც და ოლმო იმათთამ ვინ ჩემი ფეხებია.
    მითუმეტეს ოლმო სწრაფი არაა, ვინგის სქილები არააქვს, ასევე საკმაოდ ტრავმიანია და მარცხნივ თუ დავაყენებთ მერწმუნე მისი ტრავმიანობა გაორმაგდება.

    აქედან გამომდინარე თუნდაც დიასსაც რომ ვეჩალიჩებოდეთ ეგ უფრო გამართლებული იქნებოდა ვიდრე ოლმოს ტრანაფერი.
    ყველაზე კარგი კიდე მარტინელის/ლეოს/კვარას მოყვანა იქნებოდა უილიამსის ვერ მოყვანის შემთხვევაში.
    ან ვაბშე ვინმე ტალანტი მოეძებნათ, იქნება და რა ხდება.

    მოკლედ ახლა ყველაზე უაზროა ოლმოს ტრანსფერია და მითუმეტეს ასეთ ეკონომიკურ პირობებში სრულიად გაუმართლებელიც.

  • PUIOL5
    schedule 06 აგვ 2024, 11:23
    #7

    ოლმო კაი როჟაა, პედრი იდეალურად ჩაანაცვლა მაგრამ ვფიქრობ 60 ლიმონი ზედმეტია ძაან, მაქსიმუმ 30 მეტი არც უნდა შესთავაზონმ მითუმეტეს მაგის პოზიციაზე ხალხი გვყავს. პრიორიტეტი უნდა იყო მარცხენა ვინგერი და ფორვარდი. ლევანას იმედი მაშინაც არმქონია როცა მოყავდათ, მითუმეტეს ახლა. არც იმ ახალგაზრდას იმედი არმაქვს ჯერჯერობით, ორი დაღეჭილი ბურთი რომ შეაგდო ცარიელ კარში და გახადეს სუარესი, ფაქტია რომ რაღაც აქვს მაგ ბიჭს და დროს იმსახურებს, დანარჩენი გამოჩნდება, მაგრამ ახლა შედეგები გვჭირდება, სლევანდოვსკის რატო გაუფორმეს დიდი კონტრაქტი ვერ ვიგებ, გაყიდვით ვერ ყიდიან, არცერთი გუნდი არ გადაუხდის 33 მლ და მაგიტო არც გადავა სხვაგან სანამ კონტრაქტს არ გაწურავს. შეგვეძლო მოგვეყანა ალვარესი ან დოვბუკი. გოლის გამტანი არ გვყავს გუნდში არავინ

  • Barca
    schedule 06 აგვ 2024, 11:01
    #6

    უილიამსს მიაწვნენ ჯობია

  • PAIN
    schedule 06 აგვ 2024, 10:28
    #5

    ძმებო რატო არგინდათ ამ კაცის ტრანსფერი ვერ ვიგებ… გავიზე გამოცდილი და ტექნიკური ნამდვილად არის ეს კაცი, პედრი სულ ლაზარეთშია, ფერმინი ახლა იჩეკება, გიუნდოგანი ვიცით რა დონეც არის და დეიონგი პედრის უწევს გვერძე პალატაში, წინა სეზონში ისე დაგვერხა ნახევარდაცვაში კრისტენსენი იდგა ხოლმე 🤦🏻‍♂️ აცადეთ ფლიკს თავისი საქმე… რაღაც ძაან კარგს აწყობს ეს კაცი და + კასადო ძალიან კარგი დანამატია ლა მასიიდან

  • Iniesta_8
    schedule 06 აგვ 2024, 10:18
    #4

    ფერმინმა ისე მოუმატა ოლმოს საჭიროება საერთოდ აღარ ჩანს მაგ პოზიციაზე. რაც მთავარია გოლის და ასისიტის უნარი აქვს. პედრისაც ამოაგდებს ეგ მითუმეტეს ტრავმებს თუ გავითვალისწინებთ. ალვარესს მიწვენ ჯობია წასვლა უნდა სიტიდან.

  • mari
    schedule 06 აგვ 2024, 09:58
    #3

    ციტატა: Jorkaeff
    ალემანს უკვე გაყიდული ეყოლებოდა ვისაც ეტყოდნენ გასაყიდიაო და ესეც მოყვანილი ეყოლებოდა თავისი უილიმსიანად, ბევრს თუ გაატრაკებდა კიდე ის ინიაკი (ნიკოს ძმა) დაჟე იმასაც წამოიყვანდა ბონუსად ბ გუნდისთვის😄
    ეს ჩოილარი დეკუ მოაშორონ ოღონდაც და არ ვჩივარ არც ოლმოს მოყვანას და არც ვინგერის.
    ოლმოს აგენტი და ეს პიტალო დეკუ შეხვდებიანო ლაიფციგის უფროსობასო… ოლმოსთან შეთანხმებულია ყველაფერი და წესით არც კი ესაქმება აგენტს გუნდების ხელმძღვანელებთან "სავაჭროდ" შეხვედრა, მაგრამ იმ დონის დებილია დეკუ ხვდება ის აგენტიც და წაგყვები და 1-2 სიტყვას შეგაწევ მეცო ალბათ ეუბნება დეკუს… გიუს რო 9 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის კაცი, თან სად? ფულის ტომარებით რო ხელმძღვანელობენ გუნდებს იმათთან ის კაცი როგორ უნდა გყავდეს სპორტ დირექტორად?!


    არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დეკუს ფეხბურთელობის დროსაც ვერ ვიტანდი, .

  • Jorkaeff
    schedule 06 აგვ 2024, 09:16
    #2

    ალემანს უკვე გაყიდული ეყოლებოდა ვისაც ეტყოდნენ გასაყიდიაო და ესეც მოყვანილი ეყოლებოდა თავისი უილიმსიანად, ბევრს თუ გაატრაკებდა კიდე ის ინიაკი (ნიკოს ძმა) დაჟე იმასაც წამოიყვანდა ბონუსად ბ გუნდისთვის😄
    ეს ჩოილარი დეკუ მოაშორონ ოღონდაც და არ ვჩივარ არც ოლმოს მოყვანას და არც ვინგერის.
    ოლმოს აგენტი და ეს პიტალო დეკუ შეხვდებიანო ლაიფციგის უფროსობასო… ოლმოსთან შეთანხმებულია ყველაფერი და წესით არც კი ესაქმება აგენტს გუნდების ხელმძღვანელებთან "სავაჭროდ" შეხვედრა, მაგრამ იმ დონის დებილია დეკუ ხვდება ის აგენტიც და წაგყვები და 1-2 სიტყვას შეგაწევ მეცო ალბათ ეუბნება დეკუს… გიუს რო 9 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის კაცი, თან სად? ფულის ტომარებით რო ხელმძღვანელობენ გუნდებს იმათთან ის კაცი როგორ უნდა გყავდეს სპორტ დირექტორად?!

  • JustBarcaLover
    schedule 06 აგვ 2024, 09:04
    #1

    რა ჩემ ფეხებად გვინდა ოლმო მადლიაზა არ გვიჭირს მაგ პოზიციაზე რაის ოლმო ფერმინი გვყავს