workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეხანდრო ბალდეს დაბრუნება 6 თვის შემდეგ

ალეხანდრო ბალდეს დაბრუნება 6 თვის შემდეგ

ალეხანდრო ბალდე დაბრუნდა! “ბარსელონას” მარცხენა მცველმა 6-თვიანი უქმობის შემდეგ პირველად ითამაშა.

ბალდემ მძიმე ტრავმა 24 იანვარს “ბილბაოსთან” გამართულ მატჩში მიიღო. 20 წლის ფეხბურთელმა დაზიანების მიღებიდან ერთ კვირაში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგ მას 6 თვის გაცდენა მოუწია. ახალგაზრდა განაპირა მცველი ტრავმამდე “ბარსას” სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. მან გასულ სეზონში 28 თამაში ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბალდე სრულად საბოლოოდ 25 ივლისს გამოჯანმრთელდა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. 189 დღის გამოტოვების შემდეგ ის “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაში მოედანზე პირველად გამოჩნდა.

ბალდე “ქალაქელებთან” თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მან ჟერარ მარტინი შეცვალა. ალეხანდრომ თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა და წინასასეზონო მზადების გამარჯვებით დაწყებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 03 აგვ 2024, 00:25
    #4

    მარტინმა თუ გაამართლა, იქ ფორტიც არის და ბალდესთან ერთად ააწიოკებრნ მარცხენა ფლანგს.

  • nikusha
    schedule 03 აგვ 2024, 00:24
    #3

    და არც თუ ისე ცუდად ცოტა არ არის 6 თვის უქმობა და გამოტოვება საკმაოდ დიდი დროა

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2024, 18:33
    #2

    თუ კარგ ფორმაში დაბრუნდა მშვენიერია, ოღონდ არც ახალგაზრდა მარტინი უნდა დაავიწყდეთ, რო გული არ აუცრუვდეს. ამისთვის დრო აუცილებლად უნდა მისცენ.

  • ზურაბ
    schedule 02 აგვ 2024, 12:17
    #1

    ეს მარტინი უნდა დავაწინაუროდ რომ ამ ბალდეს მოდუნების საშუალება არ მივცეთ