ბარსელონამ ოლოტთან ამხანაგურად ითამაშა

ბარსელონამ ოლოტთან ამხანაგურად ითამაშა

სიუტატ ესპორტივაზე ხუთშაბათის სავარჯიშო სესია ოდნავ განსხვავებული იყო: დილის ჩვეული ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ბარსელონამ დახურულ კარს მიღმა ოლოტთან ამხანაგური მატჩი გამართა.

ჰანსი ფლიკმა პირველ მატჩში მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გაიყვანა: ინიაკი პენია, ხულიან არაუხო, სერჟი დომინგესი, ინიგო მარტინესი, ალექს ბალდე, ორიოლ რომეუ, ალექსის ოლმედო, გილიე ფერნანდესი, ვიტორ როკე, ნოა დარვიხი და ტონი ფერნანდესი.

ოლოტის შემადგენლობა ასეთი იყო: პოლ ბალიესტე, ორიოლ აიალა, პაუ სალვანსი, გილემ ტერმა, ჟერარ დე მარკო, არნაუ ფორესი, იაია სიდიბე, ური გონსალესი, ჩემა მორენო, ალბერტ ტორასი და რობერტ კოსტა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი დავიდ ლოპეს ხიმენესი იყო.

მატჩს ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ვიცეპრეზიდენტი რაფაელ იუსტე, ბორდის წევრი ჟოან სოლე, დირექტორი დეკუ, კოორდინატორი ბოიან კრკიჩი, ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორი ხოსე რამონ ალეშანკო და ლაპორტას მრჩეველი ენრიკ მასიპი ესწრებოდნენ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ბარსა სრულად ახალი შემადგენლობით გავიდა. მოედანზე ექტორ ფორტი, კიმ ჟუნიენტი, ჟერარ მარტინი, ანდერ ასტრალაგა, არნაუ პრადასი, ანდრეს კუენკა, კლემან ლანგლე, პაუ ვიქტორი, პაბლო ტორე, ალექს ვალიე, მარკ ბერნალი და მარკ კასადო შევიდნენ. გამარჯვების გოლი ტორემ გაიტანა და ფლიკის გუნდმა 1-0 მოიგო.

დღეს ფეხბურთელები დაისვენებენ, ხვალ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, ბოლო სავარჯიშო სესიას გამართავენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • Rick Sanchez
    30 ივლ 2024, 10:10

    ხულიან არაუხო გამოჯანმრთელდა? ძალიან კარგი, ნეტავ როგორ ითამაშებს, ძალიან მაინტერესებს.

  • nikusha
    29 ივლ 2024, 00:26

    კარგია კარგი თუნდაც ამხანაგურის სადებიუტო თამაში ამ სეზონში და ფლიკის თავკაცობით პირველი მატჩის მოგებით გახსნა და დაწყება (თუნდაც დახურული მატჩში)

  • nika 54
    27 ივლ 2024, 16:38

    და ამერიკაში ისინი მიდიან ვინც გუშინ ითამაშა? დანარჩენები?

  • Jorkaeff
    26 ივლ 2024, 19:04

    პაბლო ტორემ უნდა დაავასოს თავი ფლიკს და არავიზე ნაკლები არ იქნება ის ბიჭი.

  • გიორგი ჩანგელია
    26 ივლ 2024, 18:54

    ციტატა: ზურაბ
    სადმე მიმოხილვა არ დევს?


    ჩავამატე.

  • ზურაბ
    26 ივლ 2024, 18:42

    სადმე მიმოხილვა არ დევს?

  • jacky iakovenko
    26 ივლ 2024, 18:16

    ეუ გრანადამ გიორგი წიტაიშვილი იყიდა და პრეზენტი გაუკეთა ისეთი ძმებს(დებს) ვაჩოვსკებს შეშურდებოდათ 🤣

  • Don_Andresito
    26 ივლ 2024, 18:07

    ციტატა: Flying Dutchman
    ფაქტია ახალგაზრდებზე დაყრდნობით აპირებს გუნდი აშენებას


    არც ყავს სხვა არავინ ჯერ ჯერობით. ან დამტვრეულია ყველა ან შვებულებაში. ლევა და კრისი დაბრუნდნენ მარტო

  • Barca
    26 ივლ 2024, 17:57

    ძალიან კარგი

  • Flying Dutchman
    26 ივლ 2024, 17:35

    ფაქტია ახალგაზრდებზე დაყრდნობით აპირებს გუნდი აშენებას