ნეტუს გარემოცვა ნაპოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ნეტუს გარემოცვა ნაპოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონადან" წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ნეტუ მურარაა, მაგრამ ეს მარტივი არაა, რადგან ბრაზილიელს მსურველთა რიგი ნამდვილად არ უდგას.

მატეო მორეტოს ინფორმაციით, 33 წლის მეკარის გარემოცვა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებებს "ნაპოლისთან" აწარმოებდა. "ბარსელონა" მზადაა, ფეხბურთელი თითქმის უფასოდ გაუშვას, რათა მისი ხელფასი დაზოგოს.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, ნეტუთი ვიგოს "სელტა" ინტერესდებოდა და ტრანსფერთან ახლოსაც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ბრაზილიელმა აზრი შეიცვალა და გალისიურ კლუბში გადაბარგებაზე უარი თქვა.

ჩავი ერნანდესმა მურარას მკაფიო მესიჯი გაუგზავნა - მწვრთნელმა იგი ამერიკული ტურნეს განაცხადში არ შეიყვანა და უპირატესობა ინიაკი პენიასა და არნაუ ტენასს მიანიჭა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივლისი 2022 12:05
    1
    იგივე რაც მინგესაზე ალბათ, ფეხბურთელი უნდათ გადახდა არა. ამასაც ხელფასის მოკლება არ ენდომება არადა ამდენი ხანია იმ დიდ ხელფასს იღებს რაც სხვაგან არც დაესიზმრებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ივლისი 2022 04:13
    0
    ნაპოლიმ ოსპინა გაუშვა და წესით ძირითადშიც გაქაჩავს
    Culé [?]
    #3 21 ივლისი 2022 01:21
    0
    კვარაში გაუცვალოთ ეს. მინგესა, უმტი, დესტი, დეპაი, ობაც მივცეთ კიდე და თუ დაკერვაა დაკერვა იყოს ფრენკიც გაუხვიოთ. ნეტა არ წამოვლენ ამ ბარტერზე? 7 იგროკს მივცემთ
    ფანი [?]
    #2 20 ივლისი 2022 19:52
    4
    არადა ეს ოხერი არაა ცუდი მეკარე, აი ნაპოლის, რომას, ვალენსიას და ასეთი გუნდებისთვის ზედგამოჭრილია, აქ სკამის ხეხვას წადი იბრძოლე რამე მოიგე შენით ხო ჯობია… იმედია წავა ნაპოლიში გააძლიერებს მათ, კვარასაც გამოადგება 😇
    ფანი [?]
    #1 20 ივლისი 2022 19:27
    4
    უნდა აწყობდეს ნაპოლი, ლიგაზე ითამაშებს