დე იონგს წასვლა არ სურს; ნეტუმ სელტა უარით გაისტუმრა
მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონადან" წამსვლელთა სიაში, რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, ფრენკი დე იონგი და ნეტუც არიან, თუმცა, მათი გაშვება მარტივი არ იქნება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა მეკარემ ვიგოს "სელტაში" გადასვლის ვარიანტი გამორიცხა. თავდაპირველად, იგი "ბალაიდოსზე" გადაბარგებას გეგმავდა, მაგრამ აზრი შეიცვალა. ნეტუ მურარას მომავალი, რომელსაც კონტრქტი 2023 წელს ეწურება, კვლავ გაურკვეველია. ჩავიმ იგი ამერიკული ტურნეს განაცხადს მიღმა დატოვა (უპირატესობა ინიაკი პენიასა და არნაუ ტენასს მიენიჭათ).
რაც შეეხება დე იონგს - ნიდერლანდელის "მანჩესტერ იუნაიტედში" პოტენციური ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რთულდება, რადგან ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა სურს. როგორც ჩანს, "ბარსა" ამ საკითხის გადადებას აპირებს, მაგრამ შემოთავაზებებს ისევ განიხილავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]