“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წინასასეზონო მზადებაზე გუნდის ახალ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს და მისი ნდობა მოიპოვოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფლიკმა ფატისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 21 წლის ესპანელს საუკეთესო ფორმის აღდგენაში დაეხმარება.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ “ბარსას” ახალი ფიტნეს მწვრთნელი პეპე კონდე ანსუს ყურადღებით დააკვირდება და ის ფეხბურთელის ფიზიკური ფორმის აღდგენაზე პასუხისმგებელი იქნება. კონდე “ბლაუგრანას” ახალი სამწვრთნელო შტაბის გამოცდილი წევრია, რომელსაც აქამდე “სევილიაში”, “რეალ მადრიდსა” და ესპანეთის ნაკრებში უმუშავია.
ანსუ ფატიმ გასული სეზონი იჯარით “ბრაიტონში” გაატარა, სადაც პროგრესში ხელი ისევ ტრავმამ შეუშალა. მან მონაწილეობა 27 მატჩში მიიღო, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.
მიდი მოიხოდე ანსუ რა
მაგრად გამიტყდა ზუსტად მაგათი იმედი მქონდა რომ მოიყვანდა
კი მიცეს ფატის 10 ნომერი და რაც მოუვიდა ვნახეთ ფლიკი კიდე ამას პრესეზონის დასრულებამდე არ უშვებს თუ აჩვენებს რამეს დაიტოვებს
მაისურს თვითომ მისცემს იამალს თუ ლატარიაში გაათამაშებენ ვის დარჩეს 10-იანი. ცოტა ფულიც ხო უნდა გაკეთდეს მაგ მაისურით.
ნეტა 20 ლიმონად წაიღებდეს ვინმე ამას და სიხარულით უნდა გაატანონ
არავის დაავიწყდეს რო ამან გვათრია კაიხანი. 200მილიონს რო ჩამოდიოდნენ ხელი არდაადოთო და მერე გაყიდეთო. ტრავმა რო ხელს გიშლის ფეხბურში მაგაზე უარესი არაფერია თორე რა ფეხბურთს თამაშობდა ყველას კარგად გვახსოვს. იმედია მოიხოდება და დაამტკიცებს რო შეუძლია ისევ ძველებურად თამაში.
რაღადროს ფატია ამის გამო უარი ართვქან ნიკოზე ამათმა
ეს ბიჭი ცხრიანზე უნდა მოისინჯოს
ხო მაგრამ მაინც კარგი ფიზ მომზადება ექნებათ
მაგრად გატეხა რომ თავისი ძველი ფიზ მომზადების სასტავი არ ყავს წამოყვანილი ფლიკს
მოიხოდე შეჩ, ვისზე ნაკლები ტალანტი ხარ 🥲
ეჰ წელს თუ არაფერი შეეტყო პროგრესისკნ მოუწევს სადმე დაბალი რანგის კლუბში გადასვლა აბა ამას გრანდი არ წაიყვანს