ოფიციალურად: ანსუ ფატი კარიერას მონაკოში გააგრძელებს

ოფიციალურად: ანსუ ფატი კარიერას მონაკოში გააგრძელებს

“ბარსელონამ” და “მონაკომ” ანსუ ფატის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. 23 წლის თავდამსხმელი ლურჯ-ბროწეულისფერებში თავის ეტაპს ასრულებს. პირველ გუნდში მან 123 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. კლუბი ფეხბურთელის სამომავლო გაყიდვიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა “ბარსელონა” გარიგების ფინანსური დეტალების გახმაურებაზე უარს ამბობს. არაოფიციალური ინფორმაციით “ბლაუგრანა” 11 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრეული წლები და დებიუტი

2002 წლის 31 ოქტომბერს, გვინეა-ბისაუს დედაქალაქ ბისაუში დაბადებული თავდამსხმელი ექვსი წლის ასაკში სევილიაში გადავიდა, სადაც “სევილიას” ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო თამაში. 2012 წელს, 10 წლის ასაკში, ის “ბარსელონას” აკადემიას შეუერთდა, ხოლო პირველ გუნდში მისი ოფიციალური დებიუტი 2019/20 წლების სეზონში შედგა.

გოლეადორი და რეკორდსმენი

16 წლისა და 298 დღის ასაკში მისი სადებიუტო მატჩი ლა ლიგაში “ბეტისის” წინააღმდეგ შედგა. 2019 წლის 31 აგვისტოს კი, “ელ სადარზე” “ოსასუნას” წინააღმდეგ (2-2), ანსუ ფატი “ბარსელონას” ისტორიაში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა – 16 წლისა და 304 დღის ასაკში მან ზუსტი თავური დარტყმით გამოიჩინა თავი.

იმავე სეზონში, “ჯუზეპე მეაცაზე” “ინტერის” წინააღმდეგ, ფატიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა (17 წლისა და 40 დღის ასაკში), რითაც 1997 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.

იჯარები და დამშვიდობება

“ბარსელონაში” ყოფნის პერიოდში ფატი “სპოტიფაი კამპ ნოუს” მიღმაც თამაშობდა იჯარით. 2023/24 წლების სეზონში ის პრემიერ ლიგის კლუბ “ბრაიტონში” გამოდიოდა, ხოლო 2025/26 წლების სეზონი იჯარით “მონაკოში” გაატარა.

“ბარსელონა” საჯაროდ უხდის მადლობას ანსუ ფატის მისი ერთგულების, თავდადებისა და კლუბში შეტანილი წვლილისთვის. გუნდი მას საუკეთესოს უსურვებს მომავალში, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე მის მიღმა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    30 ივნ 2026, 20:23

    არაა ცუდი კუში,თან რამხელა ხელფასი გვშორდება