ბერნარდუ სილვას ბარსელონაში თამაში სურს

ბერნარდუ სილვას ბარსელონაში თამაში სურს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ბერნარდუ სილვას "ბარსელონაში" თამაში სურს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გადმოსვლით ბედნიერი იქნება, თუმცა, პოტენციური ტრანსფერი ეკონომიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული - წყაროს ცნობით, "ბარსა" მის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ფრენკი დე იონგს გაყიდის.

ადრე გავრცელებული ცნობებით, ჩავი ერნანდესს ბერნარდუ ძალიან მოსწონს და მის გუნდში ყოლას ისურვებდა, მაგრამ კლუბს ხელს ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს, რის გამოც "ლურჯ-ბროწეულისფერები" ალტერნატიულ ვარიანტებზე არიან გადართულნი.

სილვას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 27 წლის შემტევი ნახევარმცველი მზადაა, ინგლისი დატოვოს.

რაც შეეხება ფრენკი დე იონგს - მისი ყიდვით "მანჩესტერ იუნაიტედი" და პირადად ერიკ ტენ ჰაგი ინტერესდება, მაგრამ ნიდერლანდელი "ბლაუგრანას" დატოვებას არ აპირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 31 მაისი 2022 17:00
    1
    მოკლედ ეს ფრენკი უკვე იმ გოჭს დაემსგავსა საშობაოდ რო ზრდიან და მისი გაყიდვით უნდა ყველაფრის ყიდვა თუ ვალების გასტუმრება. რა ტრანსფერზეც არ უნდა დაილაპარაკონ მაშინვე წინ ერთი წინადადება ჩნდება "თუ ფრენკის გაყიდიან" ამ დროს ვისაც ფრენკის ხელში ჩაგდება უნდათ ფიქრობენ რო გაძვალტყავებულ ბარსას მუქთად 50 მილიონად წაართმევენ ამ ბიჭს. ჩვენ კი 100 მილიონის იმედი გვაქვს.
    Culé [?]
    #7 31 მაისი 2022 12:13
    3
    არ მჯერა ასეთი სტატიების, მსოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო გუნდში თამაშობს, ფული ოხრად აქვს, და ამ დროს დაქცეულ ბარსაში თამაშზე ოცნებობს. თუ გადმოვა მაგას რა ჯობია, მარა ნაკლებ სავარაუდოა ეს ტრანსფერი განხორციელდეს.
    ფანი [?]
    #6 31 მაისი 2022 10:47
    1
    ფრენკი ამას მილიონი თავით მირჩევნია
    --------------------
    Cule🤙🤙🤙🤙🤙
    Visca barca visca catalonya💙❤💙❤
    Culé [?]
    #5 31 მაისი 2022 10:33
    0
    მოდი მგელო

    ციტატა: Berlinetta♥
    ფიფა კიარაა .. პედრი გავი და სილვა ერთად მინდორზე .. სულ სხვადასხვა როლია სად დეინგო და სად სილვა ..

    გავი ძირითადის კაცი არაა ჯერ.საყრდენზე ბუსკეცი და კესი იქნებიან 3 მცველიან სქემაში კიდე ერთად იდგებიამ კესი და ბუსი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 მაისი 2022 04:37
    4
    ფიფა კიარაა .. პედრი გავი და სილვა ერთად მინდორზე .. სულ სხვადასხვა როლია სად დეინგო და სად სილვა ..
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 მაისი 2022 03:03
    2
    ფრენკი თუ გაყიდეს და ეს მოიყვანეს კაი ვარიანტია
    ფანი [?]
    #2 31 მაისი 2022 02:23
    3
    გაუცვალონ დეიონგში, გაასწორებდა სილვა, ჩამშლელზე მაინც არვარგა დეიონგი და სხვას ეძებენ ბუსის შემცვლელად ამიტო თუ შანსი არსებობს ეს უნდა მოიყვანონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 მაისი 2022 01:56
    5
    მარტო ამ შემთხვევაში იქნება ფრენკის გაყუდვა სწორი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued