workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოლმო იმედოვნებს, რომ ბარსა მის ტრანსფერს ევროს ფინალამდე დახურავს

ოლმო იმედოვნებს, რომ ბარსა მის ტრანსფერს ევროს ფინალამდე დახურავს

Diario Sport-ის მტკიცებით, “ბარსელონა” დანი ოლმოს გაფორმებასთან საკმაოდ ახლოსაა. ახალგაზრდა შემტევი იმედოვნებს, რომ ლაპორტა და დეკუ ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე, ანუ 14 ივლისამდე დახურავენ.

“ლაიფციგი” დანი ოლმოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რუვენ შროდერმა დაადასტურა, რომ ოლმოს გაყიდვას უპირებენ, თავად ფეხბურთელის სურვილი კი “ბარსელონაში” ტრანსფერია.
გერმანული კლუბის წარმომადგენლები ტრანსფერის გაოფიციალურებას არ ჩქარობენ და ესპანელებს საჭირო დროით ამარაგებენ. ოლმოს სურვილია, რომ ახალ კლუბს 14 ივლისამდე შეუერთდეს, მისი კანდიდატურა კი მოწონებულია როგორც ლაპორტასგან, ისე დეკუსგან, რომელიც ესპანეთისა და ალბანეთის შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა, ამ თამაშში კი ოლმომ საგოლე გადაცემა “ბარსელონას” მოქმედ ფეხბურთელს, ფერან ტორესს გაუკეთა და სხვა ეპიზოდებშიც ისეთივე პროფილის ფეხბურთელივით თამაშობდა, როგორიც ახლა “ბარსელონაში” სჭირდებათ.

– წერს ესპანური გამოცემა.

სხვათა შორის, 26 წლის ფეხბურთელს გასულ სეზონში წინადადება პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიდან” მიუვიდა, თუმცა ფეხბურთელმა “ლაიფციგში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი ოლმოს გეზი “ბარსელონასკენ” აქვს აღებული.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების 10-იანმა 2023/2024 წლების სეზონში “ლაიფციგთან” ერთად 25 შეხვედრა ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. მისთვის ახლახან დასრულებულ საკლუბო სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მიუნხენის “ბაიერნისთვის” სუპერ თასის ფინალში 3 ბურთის გატანა აღმოჩნდა, რის შემდეგაც “ლაიფციგი” ნანატრ ტიტულს დაეუფლა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 00:57
    #11

    ნიკოს ზამენაა ეს და რად გვინდა

  • ზურაბ
    schedule 29 ივნ 2024, 12:42
    #10

    ეს რომ ღირდეს 30-40მ კიდე შეიძლება დაფიქრდეს კაცი . რა 60 ხომ არ აწვალებენ ესენი., მაგდენი ფული რომ გვქონდეს პირველ რიგში ჩამშლელს ვიყიდდით

  • BarCa7
    schedule 26 ივნ 2024, 18:50
    #9

    ეს თუ მოიყვანეს სამწუხაროდ დაგტოვებთ smile ცოტა შესვენებას ავიღებ და ფეხბურთს აღარ ვუყურებ ესე 2-3 წელი ყოველ შეთხვევაში ბარსას თამაშებს, სულ რომ ამან პირველ თამაში ჰეთრიკი გააკეთოს.

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2024, 16:06
    #8

    ამის მოყვანაზე საჩქარო ნიკოს მოყვანა არაა საჭირო. ნიკო და ერთი მართლა ნამდვილი საყრდენი, თუ გინდა ფრენკიც გაუშვან და არაუხოც.

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივნ 2024, 09:52
    #7

    რა ოლმო სიმონსი მოიყვანონ უმაგრესი ბიჭია

  • Don_Andresito
    schedule 26 ივნ 2024, 01:32
    #6

    რა ხალხი გვყავს გაყრილ გაჩუქებული, ეს, სიმონსი, კუბო გრიმალდო. და ვინები გვყავს მაგ პოზიციებზე, კანსელო რაფინია და სხვა იმბეცილები. დასაბრუნებელია მარა მარცხენა ვინგერად ამას ვერ ვხედავ, ნიკოა მოსაყვანი ჯერ. ეს კიდე ნახევარდაცვას მოგვიძლიერებდა კრეატივის კუთხით მარა არ მგონია ფერმინზე ბევრად მაგარი იყოს, სათამაშო დრო აქვს მეტი და ჩანს უფრო. ფერმინს უნდა მივცეთ შანსი. პედრია, გავიც დაბრუნდება, ფრენკიც თუ დარჩა და ილქაიც მარტო საყრდენი გვინდა ერთი ნორმალური და მორჩა. ნახევარდაცვაში კრეატივი გვიჭირს მარა მაინც. არაა ფული რო ვინმე ვიყიდოთ. დაცვის ფლანგებიც პრობლემაა და შეტევისაც. ამიტო არასწრაფ ნახევარმცველში არ ღირს 60 ის გადახდა. ფატიში თუ გაგვიცვლიან კიდე ხო.

  • rivaldo80
    schedule 26 ივნ 2024, 00:44
    #5

    ოლმო ცუდი არა მაგრამ 60 სისულელეა

  • PUIOL5
    schedule 26 ივნ 2024, 00:12
    #4

    ეს თუ სიმართლეა და ლაპორტას დდშ, აქ ბართომეუს აგინებდით და ის კაცი ვარსკვლავებს ყიდულობდა, აი ლაპორტა რა ხალხში ყრის ფულს გული აგერევა.

  • cruyff9
    schedule 25 ივნ 2024, 23:06
    #3

    ეს თუ იყიდეს მომავალ წელს ბარსას თამაშებს არ ვუყურებ🤮🤮

  • ssc722
    schedule 25 ივნ 2024, 19:57
    #2

    barca-7 რამდენს ხდიან *ბ*-ში რომ გადმოვიდეს? 150 ლიმონზე ნაკლებად არ მიიღება

  • JustBarcaLover
    schedule 25 ივნ 2024, 19:38
    #1

    ოლმო არა ხოსელუ კიდე