ლიდსის მწვრთნელი: რაფინიას დაკარგვა რთულია, მაგრამ იმედია, ის ბარსელონაში გადავა

ლიდსის მწვრთნელი: რაფინიას დაკარგვა რთულია, მაგრამ იმედია, ის ბარსელონაში გადავა

"ლიდს იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში ადასტურებს, რომ მისი გუნდის ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას "ბარსელონაში" ტრანსფერი თითქმის დასრულებულია.

რაფინიას დაკარგვა ნამდვილად ძალიან რთულია. ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც "ბარსელონაში" გარანტირებულად გაცილებით დაბალ ფასად გადავიდოდა, თუ "ლიდსი" პრემიერ ლიგიდან გავარდებოდა, მაგრამ შეხედეთ მის თამაშებს. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გუნდი დარჩენილიყო.

მისით ძალიან მადლიერნი ვართ. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის მისი წასვლა, იმედი მაქვს, ტრანსფერი შედგება, რადგან ვიცი, თუ როგორ ოცნებობს ის "ბარსელონაში" თამაშზე.

 - ციტირებს ჯესი მარშის სიტყვებს Sportsmole.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით "ბარსელონა" რაფინიაში 58 მილიონს გადაიხდის, რასაც 7 ან 9 მილიონის ბონუსები ემატება. ბრაზილიელ გარემარბს კატალონიაში დღეს ელიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ივლისი 2022 14:26
    1
    მაგ ფულით ახალ გუნდს ააწყობ შე ახვარო გონი როგორ გიხარია. პრისტა სანამ გაოფიციალურდება პოჭოს აწვალებ ვაიდა არ გამოვიდეს ეგ საქმე
    ფანი [?]
    #4 13 ივლისი 2022 14:10
    0
    ციტატა: Iniesta_8
    არ გაეტანა გოლები ბოლო ტურში და 30 მილიონად დავითრევდით.თავიდანვე უნდა შეპირებოდნენ ყიდვას და აღარ გადაარჩენდა ლიდსს მერე.

    მერე ვიტყოდით ამან ლიდსში ვერაფერი ქნაო და ბარსელონაში რას იზავსო და კაი გემრიელადაც გავლანძღავდით. ასე ჯობია რომ ფული გადაიხადო და ასეთი თავდადებული იყოს ამა თუ იმ კლუბის მიმართ რაც მეტად დასაფასებელია.... როგორც ჩანს ბარსაში თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა და ასეთი ფეხბურთელები ერთი ორად დიდ პოტენციალს ავლენენ ყოველთვის. ასე რომ ველოდოთ მისგან ჯერ კარგ თამაშს და სასწაულები მერე მოვთხოვოთ. ყველაფერი აქვს საამისოდ რომ დაამტკიცოს ძირითადია ფეხბურთელობა
    გულშემატკივარი [?]
    #3 13 ივლისი 2022 14:07
    0
    რაფინია, ტორესი, ობამეიანგი, ფატი, დეპაი + იმედია დემბელეც გაახანგრძლივებს და ძაან მაგარი შეტევა გვეყოლება და ღრმა სკამი. დემბელე არ მევასება მარა რაცარუნდა იყოს სკამიდან შეტევის გაძლიერების ცუდი ვარიანტი არ იქნება. შეიძლება სულაც სასტარტოშიც მოიაზრებოდეს ხავის მაგრად ევასება მაინც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივლისი 2022 13:19
    0
    შტეგო
    დესტო როლანდა პიკე(კრისტო)ალბა
    გავი ბუსი(კესო) პედრიტო
    რაფო(ფერანა) ლევანა(ობამა) ფატი(მემფო)

    მგონი რაღაცას ემსგავსება შემდეგი სეზონი.
    სათადარიგოც ასე თუ ისე ვარგა.
    სავარაუდოდ ფრენკიტოს გაუშვებენ და მაღლა კი ჩავსვი მაგრამ ალბათ დეპასისაც.
    ერთადერთი ის ტეხავს ალბას და დესტის ნორმალური შემცვლელი არ გვყავს ჯერ-ჯერობით. დესტი არც მიმაჩნია ძირითადის კაცად მაგრამ სხვა რა გზაა.
    Culé [?]
    #1 13 ივლისი 2022 13:17
    0
    არ გაეტანა გოლები ბოლო ტურში და 30 მილიონად დავითრევდით.თავიდანვე უნდა შეპირებოდნენ ყიდვას და აღარ გადაარჩენდა ლიდსს მერე.