workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი ბარსელონას მთავარი მწვრთნელია!

ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი ბარსელონას მთავარი მწვრთნელია!

ბარსელონამ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელია.

გერმანელმა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბარსას 2026 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესს ჟოან ლაპორტა, რაფა იუსტე და დეკუ ესწრებოდნენ.

ჩემპიონი მწვრთნელი

ჰანსი ფლიკის მოყვანით ბარსელონამ აირჩია სპეციალისტი, რომელსაც მაღალი პრესინგი, ინტენსიური ფეხბურთი და გაბედული თამაში მოსწონს. ამ ფილოსოფიამ ფლიკს საკლუბო და სანაკრებო დონეზე დიდი წარმატებები მოუტანა და ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო.

ფლიკი 1965 წელს, გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში დაიბადა. მან საკლუბო კარიერა 1996 წელს დაიწყო და ვიქტორია ბამენტალში მოთამაშე-მწვრთნელის როლი მოირგო. 2000 წელს ჰანსი ჰოფენჰაიმში დაინიშნა, სადაც 5 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ზალცბურგში ჯოვანი ტრაპატონისა და ლოთარ მათეუსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

6 წელი ლიოვთან

2006 წლის აგვისტოში, იურგენ კლინსმანის გათავისუფლების შემდეგ, ფლიკი გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვის ასისტენტად დაინიშნეს. ლიოვმა და ფლიკმა “ბუნდესნაკრების” მშენებლობა დაიწყეს და 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ესპანეთთან წააგეს.

2010 წელს გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ასევე ესპანეთთან წააგო – მანუელ ნოიერის კარში ერთადერთი გოლი კარლეს პუიოლმა გაიტანა. ევრო 2012-ზე “მანშაფტი” ნახევარფინალში გავიდა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

ექვსი ტიტული 

მუნდიალის მოგების შემდეგ, ფლიკი ასისტენტობას შეეშვა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა, სანამ 2017 წელს ჰოფენჰაიმში დაბრუნდებოდა. 2019 წელს კი ჰანსი ბაიერნში ნიკო კოვაჩის თანაშემწედ დაინიშნა.

საბოლოოდ, მიუნხენელებმა ხორვატი სპეციალისტი შუა სეზონში გაუშვეს და დროებითი მწვრთნელობა ფლიკს მიანდეს, რამაც ბაიერნის ისტორია შეცვალა. კარგი სტარტის შემდეგ, გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ფლიკი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. ჰანსიმ 25 მატჩიდან 22 მოიგო და პეპ გვარდიოლა შედეგი (21/25) გააუმჯობესა.

ბაიერნმა იმ სეზონში ტრებლი იზეიმა. ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კი, “რეკორდმაისტერი” გერმანიის სუპერ თასს, UEFA-ს სუპერ თასსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატსაც დაეუფლა, რითაც ფლიკის კოლექტივმა პეპ გვარდიოლას ბარსას (2009) მიღწევა გაიმეორა და კალენდარული წლის განმავლობაში 5 ტიტული აღმართა. ფლიკი UEFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა. 

გერმანიის ნაკრების ჩაბარება

2020/21 წლების სეზონის შემდეგ, ფლიკმა ბაიერნი დატოვა და გერმანიის ნაკრებს მიაშურა. 8 მატჩში 8 მოგების შემდეგ, ჰანსის გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიასთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა. ცუდი შედეგების შემდეგ, 59 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრები დატოვა, თუმცა ახლა მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (42)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 29 მაი 2024, 20:58
    #40

    ციტატა: Barca1980
    რას ველოდები პირადად მე ფლიკისაგან? იმედი მაქვს , რომ ბარსელონა დაუბრუნდება მოედანზე დომინანტის სტატუსს, რასაც ჩავის ხშირად ვსაყვედურობდით ყველა. გერმანული ხასიათისა და მენტალური მდგრადობის და ესპანური ტექნიკისა და იმპროვიზაციის სინთესი, აი ამის მოლოდინი მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ კლოპი მაგას იზავდა და იმედი მაქვს, რომ ფლიკიც მაგ გზას დაადგება და სამწუხარო იქნება თუ მასე არ მოხდა და 1-0 წურა ჩავისავით. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა შემადგენლობა გყავს მოედანზეე, ხასიათი ყველა შემთხვევაში უნდა ეტყობოდეს გუნდს, დანარჩენი უკვე საშემსრულებლო ოსტატობაა, გავია მაგის კლასიკური მაგალითი და ფერმინი კიდევ, აი ეგ აგრესია და სითავხედე აუცილებლად სჭირდება გუნდს, თორემ სიმფონიურ ორკესტრს დაემსგავსა გუნდი(თავისთავად კლასიკის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს), უბრალოდ სპორტს ჟინი და ცოტა სითავხედე სჭირდება აუცილებლად, მაგრამ არა გამიზნული და მეტოქის ტრავმაზე გათვლილი რამოსივით. იმედია ფლიკი იმაზე მეტად შეეწყობა და დაქოქავს გუნდს, ვიდრე ჩვენ გვგონია, წარმატებები!!! barca-1 barca-1 barca-1


    Mozart. Zustad eg sitavxede,zhink da ritmi iyo mis shemoqmedebashi da classicis mefea. Yvelafers chirdeba xasiati da mitumetes shejibrebit saqmianobebs. Zogadad cxovreba muxtis gareshe uazrobaa…

  • Barca
    schedule 29 მაი 2024, 20:34
    #39

    კარგია აბა შენ იცი

  • Jorkaeff
    schedule 29 მაი 2024, 20:09
    #38

    ამას ესპანურიც უსწავლია უკვე😄

  • Barca
    schedule 29 მაი 2024, 20:01
    #37

    ციტატა: nika 54
    2 თვეში, როგორც აქ აფიშაზე გვიწერია თურმე სიტის ვხვდებით. მოვიგებთ ვითომ? და თუ ვერ მოვიგებთ ლაპორტა ამასაც ხო არ გააგდებს?


    ამხანაგური მატჩია

  • nika 54
    schedule 29 მაი 2024, 19:48
    #36

    2 თვეში, როგორც აქ აფიშაზე გვიწერია თურმე სიტის ვხვდებით. მოვიგებთ ვითომ? და თუ ვერ მოვიგებთ ლაპორტა ამასაც ხო არ გააგდებს?

  • Frenkie de Jong_
    schedule 29 მაი 2024, 18:59
    #35

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: nika 54
    უსწავლია უკვე ესპანური.


    საჭირო რაცაა იმას ისწავლიდა. ასისტენტებში ისეთი ვინმე თუ ეყოლება,რომელიც ესპანურადაც კარგად საუბრობს და გერმანულადაც ძალიან კარგი იქნება.


    კლოზე ან რაკიტიჩიო.
    ორივემ იცის ესპანურიც და გერმანულიც

  • JustBarcaLover
    schedule 29 მაი 2024, 18:53
    #34

    პირველად ვნახე ამ კაცის ღიმილი 😆

  • NEGANI
    schedule 29 მაი 2024, 18:53
    #33

    ჩავი შეიძლება სამხრეთ კორეის ნაკრებში დაინიშნოს და რას ფიქრობთ მაგაზე barca-6 ?

  • MESSI 2017
    schedule 29 მაი 2024, 18:43
    #32

    ციტატა: Barca1980
    რას ველოდები პირადად მე ფლიკისაგან? იმედი მაქვს , რომ ბარსელონა დაუბრუნდება მოედანზე დომინანტის სტატუსს, რასაც ჩავის ხშირად ვსაყვედურობდით ყველა. გერმანული ხასიათისა და მენტალური მდგრადობის და ესპანური ტექნიკისა და იმპროვიზაციის სინთესი, აი ამის მოლოდინი მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ კლოპი მაგას იზავდა და იმედი მაქვს, რომ ფლიკიც მაგ გზას დაადგება და სამწუხარო იქნება თუ მასე არ მოხდა და 1-0 წურა ჩავისავით. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა შემადგენლობა გყავს მოედანზეე, ხასიათი ყველა შემთხვევაში უნდა ეტყობოდეს გუნდს, დანარჩენი უკვე საშემსრულებლო ოსტატობაა, გავია მაგის კლასიკური მაგალითი და ფერმინი კიდევ, აი ეგ აგრესია და სითავხედე აუცილებლად სჭირდება გუნდს, თორემ სიმფონიურ ორკესტრს დაემსგავსა გუნდი(თავისთავად კლასიკის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს), უბრალოდ სპორტს ჟინი და ცოტა სითავხედე სჭირდება აუცილებლად, მაგრამ არა გამიზნული და მეტოქის ტრავმაზე გათვლილი რამოსივით. იმედია ფლიკი იმაზე მეტად შეეწყობა და დაქოქავს გუნდს, ვიდრე ჩვენ გვგონია, წარმატებები!!! barca-1 barca-1 barca-1


    თუ ფლიკმაც 1-0 წურა მაშინ ვაღიარებ რომ ჩავის ბრალი არაფერი იყო და ლაპორტას და ფეხბურთელების ბრალი იყო

  • Barca1980
    schedule 29 მაი 2024, 18:38
    #31

    რას ველოდები პირადად მე ფლიკისაგან? იმედი მაქვს , რომ ბარსელონა დაუბრუნდება მოედანზე დომინანტის სტატუსს, რასაც ჩავის ხშირად ვსაყვედურობდით ყველა. გერმანული ხასიათისა და მენტალური მდგრადობის და ესპანური ტექნიკისა და იმპროვიზაციის სინთესი, აი ამის მოლოდინი მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ კლოპი მაგას იზავდა და იმედი მაქვს, რომ ფლიკიც მაგ გზას დაადგება და სამწუხარო იქნება თუ მასე არ მოხდა და 1-0 წურა ჩავისავით. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა შემადგენლობა გყავს მოედანზეე, ხასიათი ყველა შემთხვევაში უნდა ეტყობოდეს გუნდს, დანარჩენი უკვე საშემსრულებლო ოსტატობაა, გავია მაგის კლასიკური მაგალითი და ფერმინი კიდევ, აი ეგ აგრესია და სითავხედე აუცილებლად სჭირდება გუნდს, თორემ სიმფონიურ ორკესტრს დაემსგავსა გუნდი(თავისთავად კლასიკის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს), უბრალოდ სპორტს ჟინი და ცოტა სითავხედე სჭირდება აუცილებლად, მაგრამ არა გამიზნული და მეტოქის ტრავმაზე გათვლილი რამოსივით. იმედია ფლიკი იმაზე მეტად შეეწყობა და დაქოქავს გუნდს, ვიდრე ჩვენ გვგონია, წარმატებები!!! barca-1 barca-1 barca-1

  • Ŀůčĥø♛♛
    schedule 29 მაი 2024, 18:33
    #30

    ფრესკომფერნცია როდის არის?

  • MESSI 2017
    schedule 29 მაი 2024, 18:27
    #29

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: nika 54
    უსწავლია უკვე ესპანური.


    საჭირო რაცაა იმას ისწავლიდა. ასისტენტებში ისეთი ვინმე თუ ეყოლება,რომელიც ესპანურადაც კარგად საუბრობს და გერმანულადაც ძალიან კარგი იქნება.


    ჯერჯერობით არა რამდენიმე დღის წინ დავწერე 100% დადასტურებული და 80% დადასტურებული შტაბის წევრები კომენტარებში და თუ კიდე ვინმე შეემატა ვანახოთ რაკიტიჩზე იყო ლაპარაკი და იმედია გამოვა და შეუერთდება შტაბს

  • KarlRonia
    schedule 29 მაი 2024, 18:24
    #28

    მგონია რომ შედეგს დადებს ეს კაცი დაეტყობა ამისი ხელი გუნდს შეცვლის ყველაფერს….მაგრამ სამომავლოდ კარგი იქნება ეს თუ არა რაღაც მეპარება ეჭვი

  • La Pulga10
    schedule 29 მაი 2024, 18:22
    #27

    ციტატა: nika 54
    უსწავლია უკვე ესპანური.


    საჭირო რაცაა იმას ისწავლიდა. ასისტენტებში ისეთი ვინმე თუ ეყოლება,რომელიც ესპანურადაც კარგად საუბრობს და გერმანულადაც ძალიან კარგი იქნება.

  • Frenkie de Jong_
    schedule 29 მაი 2024, 18:18
    #26

    მჯერა რო კრიიტიკოსებს გააჩუმებს!!!
    წარმატებები ფლიკკ

  • MESSI 2017
    schedule 29 მაი 2024, 18:14
    #25

    ციტატა: nika 54
    უსწავლია უკვე ესპანური.


    2 თვის წინ დაიწერა რო ესპანურს სწავლობდა ბარსასთვის

  • nika 54
    schedule 29 მაი 2024, 17:53
    #24

    უსწავლია უკვე ესპანური.

  • Futbol Club Barcelona
    schedule 29 მაი 2024, 17:48
    #23

    არის, ასრულდა ჩემი ნატვრა! #1 საუკეთესო კანდიდატია ფლიკი, გვარდიოლას დაბრუნებასაც კი მერჩივნა ჰანსის დანიშვნა. კომენტარებიდან ჩანს, რომ 90 % ან ბავშვია, ან ფეხბურთის გაგებაში არ არის, ან ორივე ერთად! გილოცავთ ხალხნო!

  • MESSI 2017
    schedule 29 მაი 2024, 17:27
    #22

    ციტატა: davidus2020
    ღმერთით ვცდები, მაგრამ არ მგონია ამან ხავიზე უკეთესი შედეგი აჩვენოს! უბრალოდ წინაპირობა არ არის! ძალიან მაგარი იქნებოდა თუ ვცდები.


    წინა პირობა ისაა რომ ჩავიმ შედარებით გაფილტრა გუნდი მარა თავისი ბალასტი მოათრია უკეთესი წინაპირობა ალემანის დაბრუნება იქნება აი მერე ფლიკის წარმატების შანსი უფრო გაიზრდება და მუსიალა-ვრიციდან რომწლიემს მოსვლა სრულიად შესაძლებელია

    ციტატა: M10 S9 D11

    შტეგენი
    კანსელო არაუხო კუბარსი ბალდე
    დე იონგი ზუბიმენდი მუსიალა/ვირცი
    იამალი როკე კვარაცხელია

    სათადარიგო:
    პენია, დესტი/ხ. არაუხო, კუნდე/კრისტენსენი, ინიგო, ფორტი, ფერმინი, გიუნდოგანი, გვიდო როდრიგესი, გავი/პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში, გუი


    კანსელუს ააცმევინე ძმა ეგ გუნდში არ დავინახო მაგსი ფასად 2 ფლაგის მცველს იყიდი+ ხელფასიც მოგრჩება

  • davidus2020
    schedule 29 მაი 2024, 17:20
    #21

    ღმერთით ვცდები, მაგრამ არ მგონია ამან ხავიზე უკეთესი შედეგი აჩვენოს! უბრალოდ წინაპირობა არ არის! ძალიან მაგარი იქნებოდა თუ ვცდები.