ბარსელონამ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელია.
გერმანელმა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბარსას 2026 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესს ჟოან ლაპორტა, რაფა იუსტე და დეკუ ესწრებოდნენ.
ჩემპიონი მწვრთნელი
ჰანსი ფლიკის მოყვანით ბარსელონამ აირჩია სპეციალისტი, რომელსაც მაღალი პრესინგი, ინტენსიური ფეხბურთი და გაბედული თამაში მოსწონს. ამ ფილოსოფიამ ფლიკს საკლუბო და სანაკრებო დონეზე დიდი წარმატებები მოუტანა და ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო.
ფლიკი 1965 წელს, გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში დაიბადა. მან საკლუბო კარიერა 1996 წელს დაიწყო და ვიქტორია ბამენტალში მოთამაშე-მწვრთნელის როლი მოირგო. 2000 წელს ჰანსი ჰოფენჰაიმში დაინიშნა, სადაც 5 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ზალცბურგში ჯოვანი ტრაპატონისა და ლოთარ მათეუსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.
6 წელი ლიოვთან
2006 წლის აგვისტოში, იურგენ კლინსმანის გათავისუფლების შემდეგ, ფლიკი გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვის ასისტენტად დაინიშნეს. ლიოვმა და ფლიკმა “ბუნდესნაკრების” მშენებლობა დაიწყეს და 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ესპანეთთან წააგეს.
2010 წელს გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ასევე ესპანეთთან წააგო – მანუელ ნოიერის კარში ერთადერთი გოლი კარლეს პუიოლმა გაიტანა. ევრო 2012-ზე “მანშაფტი” ნახევარფინალში გავიდა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ექვსი ტიტული
მუნდიალის მოგების შემდეგ, ფლიკი ასისტენტობას შეეშვა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა, სანამ 2017 წელს ჰოფენჰაიმში დაბრუნდებოდა. 2019 წელს კი ჰანსი ბაიერნში ნიკო კოვაჩის თანაშემწედ დაინიშნა.
საბოლოოდ, მიუნხენელებმა ხორვატი სპეციალისტი შუა სეზონში გაუშვეს და დროებითი მწვრთნელობა ფლიკს მიანდეს, რამაც ბაიერნის ისტორია შეცვალა. კარგი სტარტის შემდეგ, გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ფლიკი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. ჰანსიმ 25 მატჩიდან 22 მოიგო და პეპ გვარდიოლა შედეგი (21/25) გააუმჯობესა.
ბაიერნმა იმ სეზონში ტრებლი იზეიმა. ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კი, “რეკორდმაისტერი” გერმანიის სუპერ თასს, UEFA-ს სუპერ თასსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატსაც დაეუფლა, რითაც ფლიკის კოლექტივმა პეპ გვარდიოლას ბარსას (2009) მიღწევა გაიმეორა და კალენდარული წლის განმავლობაში 5 ტიტული აღმართა. ფლიკი UEFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.
გერმანიის ნაკრების ჩაბარება
2020/21 წლების სეზონის შემდეგ, ფლიკმა ბაიერნი დატოვა და გერმანიის ნაკრებს მიაშურა. 8 მატჩში 8 მოგების შემდეგ, ჰანსის გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიასთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა. ცუდი შედეგების შემდეგ, 59 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრები დატოვა, თუმცა ახლა მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.
ათასცხრაას ორიათას რაღაცა წელია და ჩემი მეხუთე არადა სადღაც მეშვიდე ნიკია Flic Flac.. აქედან ყოველი მეორემესამე მეკითხებოდა ფლიკფლაკი რა არისო და ზოგი საერთოდ ფლიცფალცას მეძახდა რამაც საბოლოოდ მომაძულა ის იუსერი.. ხოდაა აი ბატონებო ვინ-რა ყოფილა "ფლიქეი" :))) დავჯდეთ ეხლა და ვუყუროთ ერთად, თანაც ვუსურვოთ მინ გვარდიოლა და მაქს კრუიფის გონ-შედეგები !
ხავიზეც ესე ვიყავით ხოარ დაგავიწყდათ?😀 ჯერ ვნახოთ იქნებ მთლად დააქციოს გუნდი! წინასწარ არ შეიძლება დასკვნების გამოტანა! უბრალოდ ერთი ვიცი რო ფიზმომზადებას მაგრად მოხოდავს! წარმატებები 🔵🔴 ფორცა ბარსა!🔵🔴
წარმატებები და ტიტულები, მოსაწონი ფეხბურთი დაგვიბრუნოს მთავარია💪
აუ უმაქნისებს რა დაერხათ ვსო დედის წიოკს აუტეხავს ეს მონსტრი კაცი
ერთხელ ხო შეიძლება გაგვიმართლოს ჩვენც მწვრთნელშიი გვარდიოლას მერეეე🙏🏻😀
M10 S9 D11, მაგარი მონდომებით დაგიწერია ❤
ჟილკიანი კაცი რომლის გუნდები ანგარიშის შენარჩუნებაზე არ თამაშობენ! ძაან მაგარი სპეციალისტი თავისი საქმის არ გავს სხვა ქვეშაჯბიებს 🫂 ეს კაცი იტყვის თავის სათქმელს 💪😉
კანსელო არაუხო კუბარსი ბალდე
დე იონგი ზუბიმენდი მუსიალა/ვირცი
იამალი როკე კვარაცხელია
სათადარიგო:
პენია, დესტი/ხ. არაუხო, კუნდე/კრისტენსენი, ინიგო, ფორტი, ფერმინი, გიუნდოგანი, გვიდო როდრიგესი, გავი/პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში, გუი
მაქსიმალურად უნდა გაფილტროს გუნდი. დატოვოს მართლა ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც ვარგიან და შეკრას ერთ გუნდად. მენტალურ და ფიზიკურ მონსტრებად უნდა გადააქციოს
არ ვარ ამ კაცისადმი სკეპტიკურად.
იმის მიუხედავად რომ სასურველ ტრანსფერებს ვერ გაუკეთებენ მგონია რომ ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს მოტივაციის, დისციპლინის და რეჟიმის ხარჯზე.
დაახლოებით ვალვერდეს ბარსა რაც იყო იმის დონეზე (და არა სტილზე)
ფლიიკ ბოლო იმედის ჯარიმასავით ხარ უბრალოდ მინდა რომ მონსტრი აქციო ბარსა არადა რეალურად არ ყავს ცუდი ფეხბურთელები უბრალოდ გასაშვები უნდა გაუშვა და რაც კაია ის დატოვო და მოიყვანო შესაფერისი ფეხბურთელები და ამ კლუბს შეუძლია ანგარშგასაწევზე მეტიც გახდეს და არა 1:0 რომ არის ეხლა და იშვიათად გაილაღონ როგორც ეს ბოლო თამაშებში იყო ჟირონას გარდა
ამ გუნდით ლიგას ვერავინ დადებს პირველივე წელს.
იმედია დახოცავს ვარჯიშით ამ უვარგისებს
წარმატებები ❤️❤️
ყველაზე მეტად რასაც ველოდები ამისგან არის ის რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ათამაშებს გუნდს და ბოლომდე მიაწვება გვეყო ამ სტილით თამაში არანაირი შედეგი არ მოგვიტანა დროა რო ჩვენც გადავუაროთ ნალუბოის და ამ კაცს მაგის გაკეთება შეუძლია
ეხლა მთავარია ნაგვისგან გაემინდოს გუნდი და ვისაც საჭიროდ ჩათვლის ის მოაყვანინოს არანაირი დეკოს საძმაკაცოს სასტავი ვისაც იტყვის ის მოუყვანონ და დავბრუნდებით ისევ მწვერვალზე
ლიგას ესეც თუ არ დაგვადებინებს აღარაფრის რწმენა მექნება
აბა წარმატებები
მეხუთე გერმანელი მწვრთნელი იქნება ლა ლიგაში თურმე. ბარსელონაში მესამე. წარმატებები 💙❤️
მუსიალა ვრიციდან თუ რომელიმე გამოვა იდეალური იქნება თან სიმონსის იჯარაც თუ გამოვა მშვენიერი ნახევარ დაცვა გვეყოლება და გავიც ნორმალურად გამოჯანმრთდელდება
პალასიოსი ან ზუბიმენდი მოვიყვანოთ ჩამშლელად და ეგ არის სატიდელი დარჩება ფორვარდი-მარჯვენა მცველი და ვინგერები
Vaa beber,warmatebebii.💙❤️ Imedia mentalobas,fizikas bevr rames shecvlis…
წარმატებები მისტერ,მინიმუმ ველოდები რომ მენტალობა შეუცვალო ფეხბურთელებს და ცხოველებად მანქანაებად აქციო როგორც ეს ბაიერნში გააკეთე.და ისე უნდა მოხოდო რო ბარსასი ისევ ეშინოდეს ყველას
3 მილიონი ექნება ხელფასი 😂 ჯიგარი
წარმატებები. მინიმუმ ორი თასი გვინდა