ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ, The Overlap-თან საუბრისას, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა.
ვფიქრობ, მესი ყველა დროის საუკეთესოა. ამის თქმის გამო ყოველთვის მაკრიტიკებენ, თითქოს, აუცილებლად რონალდუ უნდა ვთქვა. მესმის, რომ ზოგმა შეიძლება მესი თქვას, ზოგმა კრიშტიანუ, ზოგმა ორივე.
ორივე მათგანი წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ვფიქრობ, ორი საუკეთესო მოთამაშე ისტორიაში. მაგრამ, ჩემი აზრით, მესი უფრო ნიჭიერია.
– განაცხადა “შრეკმა”.
აღსანიშნავია, რომ 2004-2009 წლებში რუნი და რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 205 მატჩი გაუმართავთ და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.
რა მნიშვნელობა აქვს რუნიმ რა თქვა? მაგარი უაზრო ინფორმაციაა.
მერამდენედ თქვა თან მესი ჯობსო
მესის რო ძალიან აფასებს გასაგებია, ეს ფაქტია. მაგრამ რონალდუმ რაც აკადრა ამას, თავთავიანთი ნაკრებების თამაშზე საერთოდ არსად არ ჯდება. ინგლის-პორტუგალიის მატჩზე რონალდუს სიმულანტობის გამო რუნი გააგდეს, და იმ არაკაცმა თავის სათადარიგოსკენ გაიხედა და თანაგუნდელებს თვალი ჩაუკრა. მანამდე იგორავა სანამ წითელი არ მისცა მსაჯმა რუნის.
იცის კაცმა ვინცაა ჯოათი💪👑