workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ლევანდოვსკის გაშვება სურდა

ჩავის ლევანდოვსკის გაშვება სურდა

Gol a Gol იტყობინება, რომ ჩავი ერნანდესი აპირებდა, რომ მომავალი სეზონიდან “ბარსელონადან” რობერტ ლევანდოვსკი, ვიტორ როკე, ჟოაუ ფელიში, ორიოლ რომეუ და მარკოს ალონსო გაეშვა.

გამოცემის ცნობით, ჩავის ეს სურვილი ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რამაც ესპანელის სპეციალისტის თანამდებობიდან დათხოვნა გამოიწვია. ჟოან ლაპორტას მიაჩნდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი და ვიტორ როკე იმსახურებდნენ გუნდში ადგილს. პრეზიდენტი არც ფელიშის დარჩენას  გამორიცხავდა.

ამ ფონზე, დირექტორთა საბჭოს ჰანსი ფლიკის მოსვლა მართებულ გადაწყვეტილებად მიაჩნია. გერმანელი სპეციალისტი, არსებული ცნობით, ლევანდოვსკისა და როკეს შანსს მისცემს, ხოლო ფელიშის შესახებ გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • Gaucho24
    schedule 27 მაი 2024, 23:19
    #27

    ,, ჩემთვის წასვლა პრიორიტეტული არ არის, მე მსურს და მზად ვარ დავრჩე ამ გუნდში '' — იოზუა კიმიხი 🎙

  • MESSI 2017
    schedule 27 მაი 2024, 21:58
    #26

    ციტატა: Barca

    ციტატა: M10 S9 D11
    აი როკესთან რა უნდოდა რას ერჩის მარტო მაგ ბიჭის გამო გამიხარდა რო გაუშვეს


    დრო სჭირდება და იმედია ფლიკი კარგ ვინმეს გამოთლის ამ ბიჭისგან


    პრესეზონზე ყნდა ივარგოს როგორც ფერმინმა ისე

  • Barca
    schedule 27 მაი 2024, 21:13
    #25

    ციტატა: M10 S9 D11
    აი როკესთან რა უნდოდა რას ერჩის მარტო მაგ ბიჭის გამო გამიხარდა რო გაუშვეს


    დრო სჭირდება და იმედია ფლიკი კარგ ვინმეს გამოთლის ამ ბიჭისგან

  • M10 S9 D11
    schedule 27 მაი 2024, 19:33
    #24

    აი როკესთან რა უნდოდა რას ერჩის მარტო მაგ ბიჭის გამო გამიხარდა რო გაუშვეს

  • MESSI 2017
    schedule 27 მაი 2024, 19:26
    #23

    ციტატა: cezo45
    გვარდიოლაც მიდის სიტიდანო, რამდენად მარტალია არვიცი მარა ფლიკის მოყვანას ეგ დაბრუნდეს ბარსაში მაგრად გაასწორებს


    შემდეგ წელს მიდის და უკან არ დაბრუნდება ეგ ბევრჯერ ქონდა შანსი მარა არ მოსულანდა არც ახლა მპიკლას თავს რეპუტაციას გაიფუჭებს თუ აქ სეზონს ჩააგდებს

  • cezo45
    schedule 27 მაი 2024, 19:20
    #22

    გვარდიოლაც მიდის სიტიდანო, რამდენად მარტალია არვიცი მარა ფლიკის მოყვანას ეგ დაბრუნდეს ბარსაში მაგრად გაასწორებს

  • C.PC5
    schedule 27 მაი 2024, 19:08
    #21

    კუბარსი, პედრი, ფერმინი, ფერანი და იამალი ევროპაზე ითამაშებენ. კაი ის ოთხი გასაგებია და ფერმინს რომ დაუფასდა შრომა ძალიან გამიხარდა, აი ტორესი დელაფუენტეს გოგოსაც ხვდება თუ საიდან მოხვდა ნაკრებში😆😆😆 ანუ რანაირი ბარსელონას სკამზე ჩამპალი ფერანი მიყავთე ევროზე, რა დონეზე უჭირს ესპანეთს შემტევები პროსტა რო ფერანი მიყავთ😀 ნაკრებში მგონი უკეთესსდაც თამაშობს ეგ და იქნებ ვინმემ დაადგას თვალი რო წაიყვანოს მერე, ამ მხრივ მაინც გამოვიყენოთ ეგ ტურნირი, თორე სხვა კუბარსი და იამალი რო უკვე საფრთხის ქვეშ არიან ეგეც საკმარისი ზიანია ჩვენთვის.