workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ და ლაპორტა მარტინ სუბიმენდის აგენტს შეხვდნენ

დეკუ და ლაპორტა მარტინ სუბიმენდის აგენტს შეხვდნენ

Marca-ს მტკიცებით, “ბარსელონა” 25 წლის მარტინ სუბიმენდის გადაბირებას ისევ ცდილობს. როგორც გამოცემა წერს, დეკუმ და ლაპორტამ “რეალ სოსიედადის” ნახევარმცველის აგენტთან შეხვედრა უკვე გამართეს და ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

“ბარსელონასთვის” უმთავრეს მიზნად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერება რჩება, რომელსაც თავიდან ორიოლ რომეუ ავსებდა, მას შემდეგ კი იქ ანდრეას კრისტენსენს ვხედავთ.
ჩავის კლუბში დარჩენის შემდეგ “ბარსელონა” სუბიმენდის ტრანსფერს მიუბრუნდა, რომელზეც კატალონიელთა მწვრთნელს დადებითად არაერთხელ უსაუბრია. ჩავი ჯერ კიდევ თვეების წინ ამბოდა, რომ სუბიმენდის დიდი გულშემატკივარია, რადგან ესაა ფეხბურთელი, რომელსაც ცენტრში დომინირება და უამრავი ორთაბრძოლის მოგება შეუძლია. გარდა ამისა, ჩავის აზრით, სუბიმენდის “ბარსელონას” სათამაშო მოდელის საკმაოდ კარგად ესმის.

– წერს ესპანური გამოცემა.

მარტინ სუბიმენდის “რეალ სოსიედადთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 50-60 მილიონი ევროა. 

სუბიმენდი თავისი მთელი კარიერის განმავლობაში “რეალ სოსიედადში” თამაშობს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იქ მარტინს 10 თამაში აქვს გამართული და წესით, 25 წლის ნახევარმცველი ევრო 2024-ზეც უნდა ვიხილოთ, რადგან ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარტინს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შანსი რამდენჯერმე მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • nika 54
    schedule 09 მაი 2024, 18:07
    #19

    "ჩავის აზრით, სუბიმენდის "ბარსელონას" სათამაშო მოდელის საკმაოდ კარგად ესმის"
    ნეტავ ვიღას ესმის რამე ბარსას სათამაშო მოდელისა. მორჩა დამთავრდა ის ეპოქა. აღარავის აინტერესებს შენი ტიკი-ტაკა. ეს ყველაზე ძალიან 2019-ში ლივერპულში განადგურებით დამთავრდა. აღარავინ გაცლის ბურთის გორაობას, გუნდში 11 ათლეტი უნდა გყავდეს. რომლებიც ყოველ შეტაკებაზე ტრამვას არ მიიღებენ.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 08 მაი 2024, 23:53
    #18

    Imistvis rac chven gvchirdeba es kimixze uketesia. An onana,an guimaraesh,an es unda moiyvanon. Win pedris nacvlad musiala an virts da marcxena winger. Imedia balde kargad dabrundeba,arada romelime flangis dziritadis mcvelic dagvxatavda…

  • Barca
    schedule 08 მაი 2024, 21:45
    #17

    მოიყვანონ ჰა მარა ერთი ბომბი ტრანსფერი გვინდა უეჭველი მაგრამ რამდენად შესაძლებელია …

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2024, 21:35
    #16

    მოიყვანონ ჰა, რომეუს ხო აჯებებს.

  • shu1987
    schedule 08 მაი 2024, 20:39
    #15

    ცუდი ნამდვილად არაა, კიმიხისგან განსხვავებით საყრდენია ტიპიური რომელიც ბურთს იშვიათად ან საერთოდ არ კარგავს ამოდის სივრცეებს ითვოსებს და თამაშის ტემპს აკონტროლებს. იმედია მოიყვანენ მჯერა ყველას აჯობებს ვინცაა გუნდში, ისე ბ გუნდიდანაც უნდა მიცენ შანსი მაგარი ბოჭები მპდიან თითქმის ყველა პოზიციაზე.

  • araujo4
    schedule 08 მაი 2024, 20:11
    #14

    [quote=M10 S9 D11]როდრის და კიმიხს ჩვენ ვერ მოვიყვანთ და ჰა მოუყვანონ ეს ზობიმენდი რონიგლიჯავს ბეწვებს მოსვლის დღიდან ხავი ამის მოყვანაზე ეგება მარატლა რაღაც სასწაულს ხედავს ამაში

    კიმიხი ამაზე მეტი ნაღდად არ დაგვიჯდება. მე კიმიხი მირჩევნია. მიუხედავად ასაკისა, იცი რა დონეც არის რამხელა გერმანული ყვერები აქ და თავის ხასიათს გადასდებს ამ ესპანელ მუჩაჩოებს. ერთი 2 წელი სანამ კრიზისიდან ამოვა კლუბი და მერე მოიყვამონ ვინმე ტოპი. ზუბიმენდიში მინიმუმ 60-70 გაგვაძრობენ და ეს ვერასდროს გახდება სუპერვარსკლავი რომელიც ჩვენ გუნდს შეეფერება. ნუ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში…

  • La Pulga10
    schedule 08 მაი 2024, 20:08
    #13

    ოხ მე თქვენი. იმედია როდრივით გამოდგება.

  • მამასახლისი დავითი
    schedule 08 მაი 2024, 18:28
    #12

    ონანას ერთი თამაში მაქვს ნანახი სრულად და რა აქვს ასე გადასარევი ვერაფერი დავინახე.მას შემდეგ ძირითადშიც არ იყო ბევრ თამაშში. იუთუბით ყველა ფეხბბურთელი კარგია.

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2024, 17:58
    #11

    როდრის და კიმიხს ჩვენ ვერ მოვიყვანთ და ჰა მოუყვანონ ეს ზობიმენდი რონიგლიჯავს ბეწვებს მოსვლის დღიდან ხავი ამის მოყვანაზე ეგება მარატლა რაღაც სასწაულს ხედავს ამაში

    ფრენკი აუცილებლად დასატოვებელია მაგრად მიეხმარება ამას ნახევარ დაცვაში და ეს თუ ისეთი მაგარია მოკლე პასებში უმარტივესად ამოიტანენ ბურთს დაცვიდან

  • C.PC5
    schedule 08 მაი 2024, 17:55
    #10

    რაც მოიყვანა ლაპორტამ ჩავი მაგის მერე ითხოვს ამ სუბიმენდის და აღარ დაადგა საშველი არც მოყვანას და არც ჩავიმ არ გადათქვა, ალბათ მართლა აქვს ისეთი უნდარები რაც ჩავის ჭირდება გუნდში, წააგავს ბუსკეცს ორი აზრი არაა, ამდენი ჭორების მერე მეც გადავხედე იუთუბზე ვიდეოებს და მართლა კარგი ტიპია, უბრალოდ ბარსაში როგორ გაამართლებს ვერ გასცემს ამაზე ვერავინ გარანტიას და 50-60 მილიონს რომ იხდი 25 წლის ფეხბურთელში ესეიგი სერიოზული იმედები მყარდება მასზე და ეჭვები ნაკლებად უნდა რჩებოდეს. რაც დავაკვირდი მთავარი პლიუსი არის გამჭოლი და მაღალი პასები შეტევაში, ბევრი იყო ასეთი პასები ვიდეოებში და როგორც ჩანს მართლა კარგად გამოსდის, ბურთთან ერთადაც კარგია, ჩაჭრაც ეხერხება მარა დიდი ვერაფერი და ვერც დაცვაში სარგებლიანობას ვერ დაადგენ ვიდეოებიდან სანამ მთლიან თამაშში არ დააკვირდები, ამის შასი კი გვექნება ახლა მალე და დავაკვირდეთ, ცალკე სოსიედადის თამაშებს ამისთვის ნაღდად ვერ ვუყურებ laughing . 35-40 მილიონზე კიდე უნდა დაფიქრდნენ და მოიყვანონ სხვა ვარიანტი თუ არაა, ონანაც ძვირია და მეტი არც ჩანს არავინ, ყველაზე პრობლემატური პოზიციაა და ბუნებრივია ეს, ამ ჩავისაც თუ ასე ძაან უნდა მოუყვანონ და ვნახოთ რას იზამს.

  • MESSI 2017
    schedule 08 მაი 2024, 17:54
    #9

    ჯერ ჩავიმ სეზონი მე4 ადგილზე არ დაამთავროს იმაზე იფიქრონ

  • NEYBarca
    schedule 08 მაი 2024, 17:40
    #8

    ამას ვარელა არ ჯობს ?

  • cruyff9
    schedule 08 მაი 2024, 17:32
    #7

    ეეე მაგარი მე კივიცი ვინცაა მარა სადაა როდრი და კიმიხი,,,ეს იქნება მორიგი სიქიმა,,როგორც რომეუ მოიყვანა

  • ზურაბ
    schedule 08 მაი 2024, 17:23
    #6

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: ზურაბ
    არვიცი მე ვერ ვამუღამებ ამ სუბიმენდს და რატოა ამხელა ამბავი ატეხილი გინდა აქ გინდა ბარსელოას შტაბში თითქოს სუბიმენდი სრულად მოაგვარებდა საყრდენ ზონას.. ეგეთი კარგია დავიჯერო ? იქნებ ვინმემ ამიხსნას რატო სჯობს ეს ონანანს


    ონანას რითაც ჯობია ეს არის ბურთის დაჭერა ტემპის კონტროლი და პატარა სივრცეში თამაში.ესპანელია და ნაკრების ფეხბურთელია ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.ონანა თუ არა ეს მაინც უნდ მოიყვანონ სხვა არც არის არავინ თუ არისბდა ღირს 100 მილიონი.


    იმედია ვცდები და გაამართლებს. მაგრამ ჯერ მოიყვანონ

  • isakichi
    schedule 08 მაი 2024, 17:17
    #5

    თუ რამე ვიდეო დევს ყველა ვნახე ამის,ვარსკვლავებს არ წყვიტავს,მაგრამ ცენტრში მოკლე სივრცეში კარგია,ბურთს დაიჭერს და ტემპის კონტროლიც შეუძლია,ესპანელია და ლა ლიგაშიც აქვს საკმაო გამოცდილება,ყოველ შემთხვევაში პირველი რაც თვალში მომხვდა მისი პოზიციის რისკებიდან გამომდინარე ბურთი ფეხებში არ ებლანდება

  • rivaldo80
    schedule 08 მაი 2024, 17:09
    #4

    ციტატა: ზურაბ
    არვიცი მე ვერ ვამუღამებ ამ სუბიმენდს და რატოა ამხელა ამბავი ატეხილი გინდა აქ გინდა ბარსელოას შტაბში თითქოს სუბიმენდი სრულად მოაგვარებდა საყრდენ ზონას.. ეგეთი კარგია დავიჯერო ? იქნებ ვინმემ ამიხსნას რატო სჯობს ეს ონანანს


    ონანას რითაც ჯობია ეს არის ბურთის დაჭერა ტემპის კონტროლი და პატარა სივრცეში თამაში.ესპანელია და ნაკრების ფეხბურთელია ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.ონანა თუ არა ეს მაინც უნდ მოიყვანონ სხვა არც არის არავინ თუ არისბდა ღირს 100 მილიონი.

  • NEGANI
    schedule 08 მაი 2024, 17:01
    #3

    ციტატა: JustBarcaLover
    რომეუ ავსებდაო? ავსებდა და პროსტა იდგა


    JustBarcaLover, მემგონი სკამი იგულისხმა

  • ზურაბ
    schedule 08 მაი 2024, 16:54
    #2

    არვიცი მე ვერ ვამუღამებ ამ სუბიმენდს და რატოა ამხელა ამბავი ატეხილი გინდა აქ გინდა ბარსელოას შტაბში თითქოს სუბიმენდი სრულად მოაგვარებდა საყრდენ ზონას.. ეგეთი კარგია დავიჯერო ? იქნებ ვინმემ ამიხსნას რატო სჯობს ეს ონანანს

  • JustBarcaLover
    schedule 08 მაი 2024, 16:50
    #1

    რომეუ ავსებდაო? ავსებდა და პროსტა იდგა