workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ანდონი ირაოლას აკვირდება

ბარსა ანდონი ირაოლას აკვირდება

Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” “ბორნმუთის” მწვრთნელ ანდონი ირაოლას აკვირდება.

ირაოლას ლა ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. 41 წლის სპეციალისტი პრემიერ ლიგაში გადაბარგებამდე “რაიოს” წვრთნიდა (სადაც მან “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” დამარცხება მოახერხა). ირაოლა, ჩვეულებრივ, 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემას იყენებს, მიუხედავად მძიმე დასაწყისისა, “ბორნმუთი” ბოლო დროს კარგ ფორმაშია: “ალუბლებმა” პრემიერ ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში 13 ქულა აიღეს.

ანდონი ირაოლას “ბორნმუთთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მეორე მხრივ, ჟოან ლაპორტას სურს, ჩავი შეინარჩუნოს და კლუბიდან არ გაუშვას. გარდა ამისა, კლუბის ჩაბარებას ყველაზე ხშირად ჰანსი ფლიკსა და რობერტო დე ძერბის უწინასწარმეტყველებენ, თუ პრეზიდენტი ჩავის დარჩენაზე ვერ დაითანხმებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 06 აპრ 2024, 00:22
    #8

    ასეთ ჭორებს ბევრს გავიგებთ.

  • nika 54
    schedule 05 აპრ 2024, 20:25
    #7

    ანდონი ირაოლას "ბორნმუთთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მეორე მხრივ, ჟოან ლაპორტას სურს, ჩავი შეინარჩუნოს და კლუბიდან არ გაუშვას. გარდა ამისა, კლუბის ჩაბარებას ყველაზე ხშირად ჰანსი ფლიკსა და რობერტო დე ძერბის უწინასწარმეტყველებენ, თუ პრეზიდენტი ჩავის დარჩენაზე ვერ დაითანხმებს.
    ამდენი ვარიანტები ქონიათ: ჩავის დარჩენა, ფლიკის მოყვანა, რობერტო დე ძერბის დანიშვნა და მაშინ ეს ირაოლა საიდან მოიტანეს, უფრო ძაან უნდათ თავის ატკიება.

  • Barca
    schedule 05 აპრ 2024, 17:34
    #6

    ციტატა: Rick Sanchez
    ფლიკს რას ერჩიან არ ვიცი რა. რატომ ეპოტინებიან ამ პაჭა-პუჭა მწვრთნელებს?


    იდეალურია ფლიკი მოვიდეს და ჩავი აიაქსში

  • Rick Sanchez
    schedule 05 აპრ 2024, 17:08
    #5

    ფლიკს რას ერჩიან არ ვიცი რა. რატომ ეპოტინებიან ამ პაჭა-პუჭა მწვრთნელებს?

  • Albicelecte
    schedule 05 აპრ 2024, 13:57
    #4

    პატარა გუნდებით შედეგს დებს, სხვას ვერაფერს დავამატებ

  • Barca
    schedule 05 აპრ 2024, 12:02
    #3

    ფლიკი!!

  • Flying Dutchman
    schedule 05 აპრ 2024, 11:33
    #2

    ეს რომ მოიყვანონ ყოველ კვირა ამის სახელს გ-ს დავუმატებთ და დავუძახებთ

  • C.PC5
    schedule 05 აპრ 2024, 09:26
    #1

    მზე ბაზარი🙂