კითხვები გარსიას ირგვლივ – მიიღო თუ არა თამაშის გარანტია?

კითხვები გარსიას ირგვლივ – მიიღო თუ არა თამაშის გარანტია?

   მაშ ასე, “ბარსამ” “ესპანიოლიდან” ჟოან გარსია შეიძინა. კლუბმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაიხადა გამოსასყიდი 25 მილიონი ევრო, ამ კვირაში სხვა ფორმალობებიც შეათანხმა და ტრანსფერი გაოფიციალურდა. გარსიას ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორის გამო იწვევს ყურადღებას. 

პირველ რიგში, “მეზობლური” ტრანსფერია აღსანიშნი, ორივე კლუბში ბევრ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ასე პირდაირ ტრანსფერზე თუა საუბარი ყოველთვის მეორე ხარისხოვან ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე, სხვა შემთხვევაში ტრანსფერს ყოველთვის რთულად აღიქვამენ.  “ბარსელონასი” არ იყოს “ესპანიოლსაც” ვერ უდგას კარგი დღე, ამიტომ, აუცილებელი იყო ამ შანსის გამოყენება. ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში სიდიდით მეორეა, პირველ ადგილზე 2019 წელს ბორხა იგლესიასში აღებული 28 მილიონი ევროა, ფეხბურთელი “ბეტისმა” შეიძინა. 2024 წლის ბოლო კლუბს 67 მილიონი ევროს ვალი ჰქონდა, გადაუხდელობის შემთხვევაში ტრანსფერის გაკეთებასაც ვეღარ შეძლებდნენ, ამიტომ, გარსიას ტრანსფერი სწრაფად გაფორმდა. 

გარსიას ხელფასი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, “ესპანიოლში” მისი შემოსავალი წლიური 400’000 ევრო იყო, “ბარსაში” ეს თანხა 3 მილიონამდე გაიზრდება. თითქოს მარტივია ყველაფერი, მაგრამ მაინც გაუჭირდა “მტრის ბანაკში” გადასვლა. გასულ სეზონში მუდმივად უარჰყოფდა “ბარსაში” შესაძლო ტრანსფერს, ამბობდა, რომ “ესპანიოლში” 15 წლის ასაკში მივიდა და კლუბის ერთგული დარჩებოდა. გარსია კლუბის ქომაგებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა და კომენტარებიც გამორთო, რადგან, ლანძღვას ვერ ასცდებოდა. 31 წლის შემდეგ ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც “ესპანიოლიდან” პირდაპირ “ბარსელონაში” გადავიდა. 

გარსიამ დაწერა – „ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება ყველასთვის ადვილი გასაგები არ იქნება, არც გთხოვთ გამიგოთ, თუმცა, მინდა იცოდეთ, რომ გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, ამაზე ბევრი ვიფიქრე, გავითვალისწინე ჩემი კარიერული გამოწვევები, გავითვალისწინე ჩემი ოჯახი და კლუბი. გემშვიდობებით და მჯერა, რომ აქ გატარებულმა პერიოდმა უკეთეს ადამიანად მაქცია”. 

გადაწყვეტილების მიღებაში ნაცნობობაც დაეხმარა. გარსია ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ოქრო მოიპოვა, ითამაშა კუბარსისთან, ფერმინთან და ერიკ გარსიასთან ერთად. ჟოანი ფინალში სათადარიგო სკამზე იჯდა. ასევე, ნათამაშები აქვს კატალონიის ნაკრებშიც, ერიკ გარსიასა და პაუ ვიქტორთან ერთად. ბოლო კვირების განმავლობაში “ბარსელონელები” მოუწოდებდნენ მათთან გადასულიყო და პირდებოდნენ თბილ დახვედრას, ასევე, მის აგენტებსა და დეკუს შორის კარგი ურთიერთობაც გასათალისწინებელია. ასე რომ, გარსიამ პრემიერ ლიგაში გადასვლას, იგივე ქალაქში დარჩენა ამჯობინა. ინტერესდებოდნენ “ბორნმუთი”, “ნიუკასლი” “ბარნლი” და “მანჩესტერ სიტიც” კი. გასულ წელს კი “არსენალი” ინტერესდებოდა, მაგრამ კლუბები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, თან, გარსიას თამაში სურდა, “არსენალი” კი რეზერვს სთავაზობდა. აქ ჩნდება მთავარი კითხვა, მას მერე რაც გარსიამ ასეთი კარგი სეზონი ჩაატარა და მისი ამბიციები გაიზარდა, ნუთუ მართლა მიიღო ძირითადის გარანტია? 

შტეგენს 3 წელი აქვს კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი, ის გუნდის კაპიტანია და მასთან მორიგება მარტივი არ იქნება. როგორც მინიმუმ გარსია სათასო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე სხვა ვარიანტის წარმოდგენა რთული იქნება. თუმცა, არ ცხრება საუბარი შტეგენის გაყიდვაზე, გერმანელს ეს არ სურს, სამაგიეროდ სურს “ბარსას”. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისგან სარგებელი კი ყოველ სეზონში იკლებს. 

კითხვებია ფინანსურ მხარესთანაც, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდება ნიკო უილიამსის ტრანსფერის შემთხვევაში. შეძლებს თუ ვერა “ბარსა” ფეხბურთელების დარეგისტრირებას? The Athletic-ი “ბარსას” შიდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რომ გარსიას ტრანსფერშიც შევიდა პუნქტი რის მიხედვითაც კლუბის დატოვებას უფასოდ შეძლებს, თუ მისი ტრანსფერი ვერ დაარეგისტრირეს. იგივე პუნქტი შეიტანეს ოლმოს ტრანსფერშიც, თუმცა, ოლმო კლუბს ბოლომდე ენდო და სირთულეს მშვიდად გაუმკლავდა. 

საქმეს ართულებს ხავიერ ტებასი, ეს უსწორმასწორო კაცი, რომელმაც მცირე ხნის წინ ისევ წამოყო თავი და განაცხადა – “ბარსელონა” არ იცავს სახელფასო ლიმიტს, მათ იციან რაც უნდა გააკეთონ. ერთია ფეხბურთელს ხელი მოაწერინო კონტრაქტზე და მეორეა მისი რეგისტრირება შეძლო”. 

“ბარსამ” 6 მილიონი აიღო ალექს ვალეს ტრანსფერში. 20%, ესე იგი, 7.8 მილიონი ევრო აიღო ტოდიბოს ტრანსფერიდან, როგორც იქნა თავიდან მოიცილეს ლანგლე, მაგრამ ამით ბევრი არაფერი მოგვარებულა, მით უმეტეს, რომ “კამპ ნოუ” ისევ განახლების პროცესშია. საჭიროა ან შემოსავლის გაზრდა, ან ხარჯების შემცირება. 

მომდევნო კვირებში ამ თემაზე მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (24)

  • CHEPE
    19 ივნ 2025, 18:03

    ხალხოო რით ვერ გაიგეთ რომ შტეგენი რომ დარჩეს არ დაჯდება სკამზე და მოიხნავს ტვინს ამას ვერ ხვდებით? რა მურტალი ხასიათი აქვს ახლა გაიგეთ ეგ?? მოიყვანეს ხო ახალი მეკარე? ხოდა ვსოო მორჩა ისტირია უკვე შტეგენის

  • NICO WILLIAMS
    19 ივნ 2025, 16:03

    რომ არ მიეღი ეგ გარანტია ესპანიოლიდან სულ კუალა ლუმპურში გადავიდოდა სათამაშოდ ოღონდ არა ბარსაში ,ფიგუ დაგვავიწყდა ? იგივე ვარიანტია ესეც მას ხო იქ სამუდამო დეპორტი აქვს და მოედანზე კიდე მანდ ჩასვლას დაჭრილ დათვს შეუვარდეს ბუნაგში ჯობია და გარანტია რო არ მიეღო ამხელა რისკზე წავიდოდა ? როგორ გგონიათ

  • nika 54
    19 ივნ 2025, 15:43

    კარგი იყო შტეგენის დატოვება, მაგრამ შჩესნის ხელფასი გაცილებით მცირეა და ეს ძალიან გამოადგება კლუბს ეკონომიურად, მითუმეტეს არცერთი მათგანი პირველი არ იქნება. და ყველა გადამწყვეტ თამაშში გარსია იდგება.

  • Rick Sanchez
    19 ივნ 2025, 13:31

    მე ტერ შტეგენის გაშვებას არ ვეთანხმები. პენია და შესნი უნდა წავიდნენ. მადლობა პოლონელს, მაგრამ მაგის გამოსვლები 10დან 7 შემთხვევაში ან პენალტია ან გოლი, ან ორივე.