ბარსელონა ზაფხულის მესამე ტრანსფერს გეგმავს

ბარსელონა ზაფხულის მესამე ტრანსფერს გეგმავს

“ბარსელონა” იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს აქტიური იქნება სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა ახალი შენაძენები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი გაყიდვა განხორციელდება. კლუბის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, საჭიროა მოთამაშეთა გაყიდვა, რათა მოხდეს ახალი ფეხბურთელების მოყვანა.

უკვე ცნობილია, რომ “ბარსელონა” ახალი მეკარისა და მარცხენა ვინგერის შეძენას ცდილობდა. ჟოან გარსია “ესპანიოლიდან” ბარსელონაში ოფიციალურად გადავიდა და სავარაუდოდ ის პირველი მეკარე გახდება, ხოლო შეტევის ხაზში მთავარი სამიზნე ლუის დიასია.

“ბარსელონამ”, შესაძლოა, მარცხენა მცველიც დაიმატოს

გარდა მეკარისა და ვინგერისა, გამოცემა Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” ცდილობს მარცხენა მცველის შეძენას.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჟამინდელ მარცხენა მცველს, ჟერარ მარტინს, პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი აქვს. 23 წლის მცველი, რომელმაც გასულ სეზონში 46 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე, ჯერ “ვულვზის” დაინტერესების ობიექტი გახდა, ახლა კი მას “ბორნმუთი” უთვალთვალებს.

“ბარსელონა” მზად არის მარტინის გაყიდვისთვის და იმედოვნებს, რომ მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. თუ ტრანსფერი განხორციელდა, კლუბს სურს მისი შემცვლელი მოიყვანოს – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალექს ვალე უკვე გაყიდეს სესკ ფაბრეგასის კლუბ “კომოში”.

თუ მარტინი კლუბს დატოვებს, “ბარსელონა” უკვე განიხილავს ალტერნატივებს მარცხენა ფლანგზე. ამ ეტაპზე, მთავარი კანდიდატი ყოფილი “ლა მასიას” ფეხბურთელი – ალეხანდრო გრიმალდოა. 29 წლის მცველმა შესანიშნავად იასპარეზა ლევერკუზენ “ბაიერში”, მას შემდეგ რაც “ბენფიკადან” გადავიდა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩაბი ალონსო “რეალ მადრიდში” გადავიდა, გრიმალდოს წასვლაც რეალურია.

არსებული ინფორმაციით, გრიმალდოს კონტრაქტში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა – 15 მილიონი ევრო, რაც მისი დონის მოთამაშისთვის იაფად ითვლება, თუმცა “ბარსელონა” მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ჟერარ მარტინი კლუბს დატოვებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    14 ივნ 2025, 21:20

    სკამზე ნორმალური იქნება ასაკის მიუხედავად

  • nika 54
    14 ივნ 2025, 16:38

    ის ორი დახურონ ჯერ და მცველზე მერე იფიქრონ. დეკუ 3 საქმეზე ერთდროულად ვერ ფიქრობს.

  • Rick Sanchez
    13 ივნ 2025, 23:02

    ციტატა: Mascerano

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Mascerano
    გრიმალდო მოაშორეთ აქედან, ჯერ ხო დირკა მცველია და რაც ყველაზე მთავარია დრაკის თამაში უყვარს, ამისწინ რეალს უძვრებოდა იქნებ მიყიდონო


    რა ტრაკის თამაში ტიპი ყოველ საფრანსფერო ფანჯარაზე ბარსელონაში დაბრუნებას ცდილობდა 😀


    ადრე რას ცდილობდა არვიცი მაგრამ ახლა ვნახე ერთი ინტერვიუ როგორ ადიდებდა რეალს, ალონსოზე უნდოდა წაყოლა. მცველად ეგ არ ვარგია, ალონსო ხშირად შეტევაში ათამაშებდა,მასეთი შემტევი სტილის ბალდეც გვყავს, თუ ვინმე უნდათ მაშინ ისეთი მოიყვანონ დაცვაში საიმედო რომ იყოს


    ძაან ჩაბეტონებული დაცვის ხაზი გვყავს. კუნდე მარჯვენა მცველი გახდა, თორემ ისე ცენტრია და კიდე დაცვითი მარცხენა მცველი რად გვინდა? კაკრას ბალდეს და გრიმალდოს ნაირი ხალხი გვინდა მარცხნივ, მკვდარი რომ არ იყოს ფლანგი.

  • Mascerano
    13 ივნ 2025, 13:25

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Mascerano
    გრიმალდო მოაშორეთ აქედან, ჯერ ხო დირკა მცველია და რაც ყველაზე მთავარია დრაკის თამაში უყვარს, ამისწინ რეალს უძვრებოდა იქნებ მიყიდონო


    რა ტრაკის თამაში ტიპი ყოველ საფრანსფერო ფანჯარაზე ბარსელონაში დაბრუნებას ცდილობდა 😀


    ადრე რას ცდილობდა არვიცი მაგრამ ახლა ვნახე ერთი ინტერვიუ როგორ ადიდებდა რეალს, ალონსოზე უნდოდა წაყოლა. მცველად ეგ არ ვარგია, ალონსო ხშირად შეტევაში ათამაშებდა,მასეთი შემტევი სტილის ბალდეც გვყავს, თუ ვინმე უნდათ მაშინ ისეთი მოიყვანონ დაცვაში საიმედო რომ იყოს

  • MESSI 2017
    13 ივნ 2025, 13:10

    ციტატა: Mascerano
    გრიმალდო მოაშორეთ აქედან, ჯერ ხო დირკა მცველია და რაც ყველაზე მთავარია დრაკის თამაში უყვარს, ამისწინ რეალს უძვრებოდა იქნებ მიყიდონო


    რა ტრაკის თამაში ტიპი ყოველ საფრანსფერო ფანჯარაზე ბარსელონაში დაბრუნებას ცდილობდა 😀

  • Mr.Vadelman
    13 ივნ 2025, 11:37

    მარტინს ჯობია, მაგრამ რამდენადაც შეტევაშია ეს კარგი, იმდენად ორჯერ ცუდია დაცვაში…

  • ირაკლი
    13 ივნ 2025, 11:16

    ციტატა: Barca
    ჯერ სანამ ამას მოიყვანენ მარცხენა ვინგერს მოიყვანენ ალბათ და თქვენი აზრით რომელი ჯობია დიასი თუ უილიამსი?


    ულიამსი უბრალოდ საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით რა 50 მილიონში ამაზე მაგარი შემტევი ვინ გინდა, ერთი ის შეიძლება კიდე ნორვეგიელი ანტონიო ნუსა ესეეც ძაან კარგი შენაძენი იქნებოდა , დიასი 28 წლისაა და 80 მილიონი ძალიან ბევრია ამნაირი ფეხბურთელისთვის აი ძალიან , კლუბს ასე უჭირდეს და 28 წლის ფეხბურთელზე ფიქრობდეს რომლის ფასიც 80 მილიონია და სხვა იაფ ვარიანტებს არ განიხილავდეს საშინელებაა, მარტივად ჩაჯდებოდა უილიამსი თან ესპანელია ,ლალიგაშია+,და ადაპტირებაც არ დაშჭირდება

  • Barca
    13 ივნ 2025, 10:23

    ჯერ სანამ ამას მოიყვანენ მარცხენა ვინგერს მოიყვანენ ალბათ და თქვენი აზრით რომელი ჯობია დიასი თუ უილიამსი?

  • Lasha Mamuladze
    13 ივნ 2025, 10:16

    ციტატა: Mascerano
    გრიმალდო მოაშორეთ აქედან, ჯერ ხო დირკა მცველია და რაც ყველაზე მთავარია დრაკის თამაში უყვარს, ამისწინ რეალს უძვრებოდა იქნებ მიყიდონო


    ამას წინ კი არაააა ესეც გამიხდააა ნეიმარი, რაც ტრანსფერრბი გაიხსნაა ყური მოი##ნა ამის რეალში გადასვლაზე საუბრით და ვაბშე ეს მძორი რაში გვჭირდება ?? უფრ

  • Koundè 23
    13 ივნ 2025, 09:33

    ძაან კაია მარა 29 წლისაა მადლობა კარგად🤣

  • Mascerano
    13 ივნ 2025, 08:39

    გრიმალდო მოაშორეთ აქედან, ჯერ ხო დირკა მცველია და რაც ყველაზე მთავარია დრაკის თამაში უყვარს, ამისწინ რეალს უძვრებოდა იქნებ მიყიდონო

  • La Pulga10
    13 ივნ 2025, 07:55

    დაგვიანდა ამის ტრანსფერი,მაგრამ 15 მილიონი თუ ჯდება ულაპარაკოდ უნდა მოიყვანონ.

    P.s შეიყეს ამ დიაზით