Diario Sport იტყობინება, რომ “ბარსელონას” ორ კვირაში მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ ვინ ითამაშებს მომავალში 10 ნომრის მქონე მაისურით.
ბოლო 28 წელში პირველად, “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში 10 ნომერი არ ჰყავს. ამით კლუბი დიდ კომერციულ და მარკეტინგულ შემოსავალს კარგავს. მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, კატალონიელებს მოუწევთ ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღება უახლოეს 14 დღეში. საქმე ისაა, რომ სპონსორებსა და მომწოდებლებს სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ ვინ ჩაიბარებს ლეგენდარულ მაისურს.
ბოლოს ამ ნომერს ანსუ ფატი ატარებდა, რომლის დაბრუნებაც კლუბში მოსალოდნელი აღარაა. გარდა ამისა, რობერტ ლევანდოვსკის, გავისა და პედრის მათთვის სასურველი ნომრის მქონე მაისურები უკვე აქვთ. ამის გათვალისწინებით, კლუბში სამი ვარიანტი არსებობს:
- ლამინ იამალი – ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ ახალგაზრდა ესპანელი ჩაიბარებს ლეგენდარულ მაისურს;
- ვიტორ როკე – გამორიცხული არაა “ბარსამ” ნდობა ბრაზილიელს გამოუცხადოს. მისთვის 10 ნომრის მიცემა არანაკლები პასუხისმგებლობა იქნება, ვიდრე მასში გადახდილი ფული;
- ჟოაუ ფელიში – არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ლაპორტა პორტუგალიელის დიდი გულშემატკივარია. შესაძლოა, ეს პასუხისმგებლობა სწორედ ფელიშს ერგოს.
ვნახოთ, ვინ ჩაიბარებს ლეგენდარულ მაისურს.
იამალი მეცოდება ჯერ ამდენი წნეხისთვის, სხვები საერთოდ არ იმსახურებენ.
"ვინ ითამაშებს მომავალში 10 ნომრის მქონე მაისურით".
ქართული სულ დაგავიწყდათ? 10 ნომრის მქონე? მაისურზე ერთი ნომერი იწერება.
იამალი არა
სწორი იქნება ეგ ნომერი ლამინეს რომ გადაეცეს. უფრო გვასახელებს თან მესისავიტ ძაან ადრეულ ასაკიდან დაიწყო ბრწყინვალე კარიერა
ფატიმ ჩაიცვა და რა, მთლად გამოდემბელდა!
არაა აუცილებელი არიქა ვინმეს ჩავაცვათ!
მოვა დრო მაგასაც მოვესწრებით!
ფატი 10 ნომრამდე უკვე გამოდებილებული იყო იმ ტრამვების გამო. მაისური არაფერ შუაშია
100%. ფელიში აღარ იქნება ბარსას ფეხბირთელი მალე. როკე ჯერ არ ვიცი
იამალისთვის კი ძაან ადრეა, მაგრამ ფელიშს ან როკეს რა პონტში უნდა მისცენ ეს ლეგენდარული ნომერი? თან იამალი არ ჩანს ისეთი, რომ წნეხს ვერ გაუძლოს ამიტომ კლუბის მომავალ ლეგენდას იასნია 10 ნომერი …. რა ფელიში და რა როკეე ? 🙄🙄 თან ბავშვი ჩვენი აღზრდილია და იასნიაა ლა მაისელმა უნდა ჩაიცვას ლეოს მერე ეგ მაისური
ჯერ ადრეა იამალისთვის!
ფატიმ ჩაიცვა და რა, მთლად გამოდემბელდა!
არაა აუცილებელი არიქა ვინმეს ჩავაცვათ!
მოვა დრო მაგასაც მოვესწრებით!
იამალი წნეხს და პასუხიმგებლობას ვერ გაუძლებსო რო ამბობთ 16 წლის ბიჭს მეტი წნეხი რაუნდა ქონდეს არ მესმის გუნდს ათრევს და გუნდის მთელი შეტევა მასზეა დამოკიდებული და კიდე რო იძახით ანსუსაც ეგრე მოუვიდაო ანსუმ 10 რო ჩაიცვა უკვე დიდი ხნის ტრავმიანი იყო და წნეხი არაფერ შუაშია ისედაც ვეღარ ითამაშებდა და ჩემი აზრით იამალი თუ არ აიღებს 10 იანს არც არავინ უნდა აიღოს დაუმსახურებლად 10 ნომერინუ გაატრუხებთ ამ 10 ნომერს 10 იანი უნდა იყოს გუნდში ის ვინც იმსახურებს და არა ისინი ხასიათზე რო არიან და ხან თამაშობენ და ხან კიდიათ ამიტო იამალი იმის და მიუხედავად რო ახალგაზრდაა ყველაზე მეტად იმსახურებს ზოგისთვის წნეხია ზოგისთვის კი მეტი სტიმული
ადრეა ჯერ იამალისთვის ვერ გაუძლებს წნეხს