workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი ბარსაში არ დაბრუნდება

ანსუ ფატი ბარსაში არ დაბრუნდება

Sport იტყობინება, რომ ანსუ ფატი მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” არ დაბრუნდება. 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ფატიმ 10 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე), იგი “ბრაიტონში” გაუშვეს იჯარით. ტრავმების გამო მან პრემიერ ლიგის კლუბში ვერ მოახერხა რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება. კლუბი მის დაბრუნებას აღარ აპირებს და “ბარსელონა” ახალი მარცხენა თავდამსხმელის მოძებნას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ფატიმ პრემიერ ლიგაში სასტარტოდან სულ 3 თამაში დაიწყო და 13-ჯერ შემოვიდა შეცვლაზე. ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 4 გოლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Nukriiiiii
    schedule 22 მარ 2024, 02:45
    #8

    ციტატა: nika 54
    Sport იტყობინება, რომ ანსუ ფატი მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.
    და ეს რას ნიშნავს? არ უნდა თუ ჩვენ არ მივიღებთ? ან ამ Sport -ს, ვინ უთხრა ფატიმ თუ მამამისმა?


    გარკვევით წერია რომ კლუბი არ აპირებს დაბრუნებასო? რაებს "ეძებთ" ხოლმე

  • nika 54
    schedule 21 მარ 2024, 16:47
    #7

    Sport იტყობინება, რომ ანსუ ფატი მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.
    და ეს რას ნიშნავს? არ უნდა თუ ჩვენ არ მივიღებთ? ან ამ Sport -ს, ვინ უთხრა ფატიმ თუ მამამისმა?

  • Rick Sanchez
    schedule 21 მარ 2024, 16:02
    #6

    სამწუხაროა, არადა როგორ მომწონდა ფატი…

  • CHEPE
    schedule 21 მარ 2024, 15:44
    #5

    ბოიან კრიკიჩია მაგრამ ბოიანი მესიმ ჩაანაცვლა იმ პონტში რომ მესიმ გაამართლა თავიდანვე და მერე კი ვნახეთ რა შედეგიც დადო.. ასეა ეხლა ეს ისტორია მეორდება ფატი გამოჩნდა და ჩაიარა მისმა წყალმა და გამოჩნდა აგერ იამალი რომელიც მესის კრაიზეა

  • PUIOL5
    schedule 21 მარ 2024, 14:19
    #4

    ფატი არა ნარგიზა კიდე, მოაშორონ , ვინმეს შეტენონ ან აჩუქონ, ეს არაფრის მაქნისი ფეხბურთელები რავერ მოვიცილეთ. დაამთავროს კარიერა ჯობს, აწინ ეგ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს, ტიპი გადაწვეს რასაც ქვია, პედრისაც იგივე უქნეს, ამდენი მაგალითია და რავერ მიხვდნენ რომ ბავშვის ანუ მოზარდის ორგანიზმი ჯერ არაა მზად ასეთი დატვირთვისთვის, ნიჭიერ ფეხბურთელებს აფუჭებენ ძალით, ფიზიოთერაპევტიც არაგვყავს ნორმალური რომ წესიერი რეკომენდაციები გასცეს.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 21 მარ 2024, 12:55
    #3

    Dadon erti 40 milioni da jigrulad iyos sadac unda…

  • ზურაბ
    schedule 21 მარ 2024, 12:29
    #2

    ციტატა: alwaysculerr
    ეს "ვარსკვლავიც" ჩაესვენა, არადა როგორ მეიმედებოდა.


    თან მარცხენა კრაიზე როგორ ჰაერივით გვჭირდება ძლიერი და ეს რომ გამომდგარიყო მაგისთვის ფულის გადახდა აღარ იქნებოდა საჭირო.. მაგრამ ვინ მ მოგვცა მაგის ბედი. კიდე კარგად გაგვიმართლა ერთი 5 ლამასიას ფეხბურთელი რომ ამოინც გვეხმარება თან როგორ გვეხმარება

  • alwaysculerr
    schedule 21 მარ 2024, 10:57
    #1

    ეს "ვარსკვლავიც" ჩაესვენა, არადა როგორ მეიმედებოდა.