სტამბოლში ვიზიტისას “ბარსელონასთვის” ერთ-ერთი მთავარი საფრთხე რაფაელ ლეაუ გახლდათ. “გალათასარაის” პორტუგალიელმა შემტევმა საგოლე გადაცემა გააკეთა ეპიზოდში, როდესაც თურქული კლუბი 1-0 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ “ბლაუგრანას” ქარიშხალმა, ლამინ იამალის მეთაურობით, თამაში შემოატრიალა და შეხვედრა კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით (4-1) დასრულდა.
მატჩის შემდეგ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლამინ იამალზე ხმამაღლა და გულწრფელად ისაუბრა:
“მსურს, მან ‘ოქროს ბურთი’ მოიგოს”.
“ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა”
კითხვაზე, არის თუ არა “ბარსელონას” ათიანი უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 27 წლის გარემარბმა, რომელსაც “მილანში” თამაშის პერიოდში “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერს აქტიურად უკავშირებდნენ, ლა მასიის აღზრდილის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა:
“ცხადია, რადგან მისი მეგობარი ვარ, მსურს, რომ მან ‘ოქროს ბურთი’ მოიგოს და ‘ბარსელონას’ დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმაროს”.
ლეაუს აზრით, ლამინის მიღწევები ასაკის გათვალისწინებით უბრალოდ ფენომენალურია:
“თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ის აღწევს და რა ასაკში აკეთებს ამას, ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა. ის არის ფეხბურთელი, რომლითაც უზომოდ აღფრთოვანებული ვარ და, ამასთანავე, ძალიან თავმდაბალ ადამიანად მიმაჩნია. ის გარშემორტყმულია შესანიშნავი ადამიანებით და თამაშობს არაჩვეულებრივ კლუბში, რომელსაც პირადად მეც უდიდეს პატივს ვცემ”.
კაი ტიპი ყოფილა რაფა,
რა უნდოდა გალათასარაიში? ერთადერთი ქალაქის პონტში
სიტისაც და პსჟ-საც ვხვდებით და ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება მაგ თამაშით. სიტიმ პირწმინდად წააგო პირველ ტაიმში ნახევარდაცვა ლივერპულთან ასევე პსჟ-თან სანამ ერთს კაცი არ გაუგდეს და მეორე დაცვაში არ ჩადგა. ეგ უნდა გამოვიყენოთ კარგად. პსჟ ფაქტია ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდია და ჩვენი დაცვის ფონზე რამდენად გაქაჩავენ არ ვიცი, თორე შეტევა და ნახევარდაცვა არ იქნება პრობლემა. რეალს რაც შეეხება ილუზიაა რომ გუშინ რამე გააუმჯობესეს ან ხასიათი გამოავლინეს, 3 გოლი გაუტანიათ კუთხურიდან რაც აღარასოდეს მოხდება და არის მილიარდში 1 გამართლება. თუ ისევ ბარსამ არ იყოჩაღა შანსი არ აქვთ ამ თამაშით
პსჟ-სთან საკმაოდ გაჭირდება. როგორც ჩანს ფლიკი არ აპირებს ტაქტიკის შეცვლას, ენრიკე კი გუნდს ყოველთვის უცვლის ტაქტიკას. ამოწეული დაცვით, ფლანგზე მიძინებული ერიკ გარსიათი და ცენტრში მარტინით ფონს როგორ უნდა გავიდეთ? მგონი წელსაც პსჟ-ს მოაქვს ლიგა და ამოვიდნენ ყელში რაა
კი გაჭირდება, მაგრამ ეხლა არ წავაგებთ. ზამთარში კი მე მგონი მცველს ან ორს დავიმატებთ.
ალბათ კუნდე დადგება ფლანგზე, ანტივირუსის ფუნქციას შეასრულებს, მაინც ფრანგია;
არაუხო ჯადო არაა წელს და ნაკლები გვყავან სიქაჯის ჩამდენები
სიახლეებს მხოლოდ barcaman რატომ დებს? თან უკვე რა ხანია