არგენტინელმა სპეციალისტმა “ბარსელონასთან” დიდი ანგარიშით მარცხზე ისაუბრა.
მათ შექმნილი საგოლე ეპიზოდები ჩვენზე უკეთ გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო, თუმცა შანსები გავანიავეთ, მთავარი კი ის იყო, რომ მეორე გოლმა მორალურად გაგვტეხა.
ჩვენ აქამდე დიდი ძალისხმევით მოვედით და ფეხბურთელებთან საჩივარი არაფერი მაქვს. ახლა უნდა ვცადოთ და მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოლოთ.
საბაბი არ უნდა ეძებო. “ინტერთან” მშვენიერი 120 წუთი გვქონდა, მაგრამ “ბარსელონასთან” ვერაფერს გავხდით, ეს რეალობაა. სამწუხაროდ, მეორე გაშვებულმა გოლმა ყველანაირი ბიძგი წაგვართვა. ისინი ძლიერები იყვნენ და უნდა მივულოცოთ.
“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ახლა უნდა დავისვენოთ და “ვილიარეალთან” ჩანიშნული შეხვედრისთვის მოვემზადოთ.
– თქვა ჩოლომ.
ბოგანო კაცია!
ჩესნად ისაუბრა, დორტმუნდთან წარმატებები ატლეტიკოს.
გადააბრუნა ამან პლასტინკა? როდის მოუგია ბარსასთვის ლა ლიგაში ახსოვს საერთოდ? შეიძლება კუმანის ან სეტიენის დროს მართლაც მოგვიგო, მაგრამ არც პეპს არც ენრიკეს და არც ვალვერდეს ამასთან არ წაუგია. თუმცა შეიძლება ტატოს ან ვილანოვას დროს მოიგო, ზუსტად ვერ ვიხსენებ.
სადაც კი წავიკითხე ყველგან ატლეტიკოს გაპრავებას ცდილობდნენ და ათას მიზეზს წერდნენ თუ რანაირად მოიგო ბარსამ ეს თამაში, მათ შორის ბარსას ფსევდო-ფანებიც, აქ არ წამიკითხავს მსგავსი არაფერი. ერთი ფავორიტი ჩემთვის იყო რო ტიპი წერდა ჩოლომ ეს თამაში განზრახ დათმო ჩავისთან კარტი არ გაშალა ბოლომდე ლიგის ნახევარფინალისთვის რომ იყოს მზადო
ჯერ ან ერთი გავიდეს ნახევარფინალში და ან მეორე, მერე კიდე ატლეტიკოს ყველა მწვრთნელი უგებდა ბარსადან ჩოლოს დროსაც, ჩავი ნამდვილად არ მგონია იმ ჩამონათვალში ყველაზე სუსტი იყოს, და ბოლოს აგერ თავისით აღიარებს კაცი გვაჯობესო, სიმეონე კიდე ტყუილად არ დაუწყებს ქებას არავის და არც თავმდაბალი არაა.