ბარსელონა კესიესა და კრისტენსენის ტრანსფერს მალე დაადასტურებს

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი "ბარსელონაში" ითამაშებენ.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველისა და დანიელი უკანახაზელის ტრანსფერს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაადასტურებს.
ორივე ფეხბურთელთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია, მხოლოდ ოფიციალური განცხადება რჩება.
კესიემ და კრისტენსენმა, შესაბამისად, მილანური და ლონდონური კარიერა უკვე დაასრულეს. ფრანკმა ბოლო მატჩში გოლიც გაიტანა და "მილანთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]