კრისტენსენი 99%-ით ბარსელონაში ითამაშებს - ჟერარ რომერო

"ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანდრეას კრისტენსენის "ბარსელონაში" თამაში 99%-ით გადაწყვეტილია. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.
რომეროს თქმით, მას დღეს უკვე შეუძლია დაადასტუროს, რომ "ბარსელონა" და კრისტენსენი ყველაფერზე შეთანხმდნენ. თუ რაიმე ძალიან გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დანიელი ცენტრალური მცველი მომდევნო სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს. ის კატალონიურ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
დანიელი 25 წლისაა. ის "ჩელსის" პირველ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ლონდონური კლუბის მაისურით მას 153 თამაში დაუგროვდა. 2015 წლიდან დღემდე კრისტენსენს დანიის ნაკრებში 54 თამაში აქვს ჩატარებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]