workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა მომავალი მწვრთნელის ვინაობას აპრილში დაადგენს

ბარსა მომავალი მწვრთნელის ვინაობას აპრილში დაადგენს

Diario Sport იუწყება, რომ “ბარსელონა” თავისი მომავალი მწვრთნელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილში მიიღებს. წყაროს ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ დაუღალავად მუშაობს, რათა ახალი მწვრთნელის დანიშვნა ივნისამდე მოესწროს.

“ბარსელონასთვის” პრიორიტეტული გერმანელი მწვრთნელის დანიშვნაა. ამ მხრივ, კლუბის რჩეულთა შორის ჰანსი ფლიკი, ტომას ტუხელი და იულიან ნაგელსმანია. დეკუმ მარტის სანაკრებო პაუზის შემდგომ ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრებაც დანიშნა. ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანია. თავის მხრივ, მასაც სურს თავისი მომავლის გარკვევა ევროპის ჩემპიონატამდე, როგორც ამას Sky Sports იტყობინება.

იულიან ნაგელსმანი ახლა გერმანიის ნაკრებს უდგას სათავეში. მანამდე ის “ბაიერნსაც” წვრთნიდა, საიდანაც 2023 წელს გამოუშვეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 მარ 2024, 18:43
    #4

    ციტატა: La Pulga10
    ოოო რა ნაგელსმანი და ტუხელი. ფლიკზე უკეთესი არცერთია. ვერც ნაგელსმანი და ვერც ფლიკი დისციოლინის იმ დონეს ვერ მიაღწევენ,რასაც ფლიკი და ფიზ.მომზადებაზეც იგივეა. გუნდის დაჭრაც ფლიკს უკეთესად შეუძლია და ტაქტიკურადაც არ ჯობიან და რამდენს ფიქრობენ ეს ჩემისები ვეღარ გავიგე.


    რავიცი რათ უნდა ამას ამდენი ფიქრი, გუნდები სეზონში 2-3 მწვრთნელს იცვლიან, ამასაც სატრანსფერო ფანჯარა ხო არ უნდა.

  • MESSI 2017
    schedule 14 მარ 2024, 14:24
    #3

    დეკუს რა გახარებული სახე აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის მერე🙂 ნახევარ ფინალში პსჟ მინდაა რომ ენრიკეც შეაფხიზლონ და შეახსენონ რომ პსჟსთან არაფერს არ აქვს აზრი და ეგებ მოვიდეს

  • Gaucho24
    schedule 14 მარ 2024, 13:25
    #2

    დაუღალავად თუ მუშაობს , ცოდოა , ჩამოჯდეს დაისვენოს ცოტა..

  • La Pulga10
    schedule 14 მარ 2024, 12:01
    #1

    ოოო რა ნაგელსმანი და ტუხელი. ფლიკზე უკეთესი არცერთია. ვერც ნაგელსმანი და ვერც ფლიკი დისციოლინის იმ დონეს ვერ მიაღწევენ,რასაც ფლიკი და ფიზ.მომზადებაზეც იგივეა. გუნდის დაჭრაც ფლიკს უკეთესად შეუძლია და ტაქტიკურადაც არ ჯობიან და რამდენს ფიქრობენ ეს ჩემისები ვეღარ გავიგე.