ადრე ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მეისონ გრინვუდის შეძენას განიხილავდა. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, კატალონიელები მისთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემასაც აპირებდნენ.
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ “ბარსელონა” გრინვუდი თავის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში არ ჰყავს. დეკუ და კლუბის ხელმძღვანელობა სხვა ფეხბურთელების შეძენას გეგმავენ, ხოლო გავრცელებული ჭორები ტყუილია. “ბარსელონაში” თვლიან, რომ გარემარბის პოზიცია კარგადაა უზრუნველყოფილი იამალის, რაფინიას, ფატის (რომელიც იჯარიდან დაბრუნდება) და ჟოაუ ფელიშის (რომელიც, შესაძლოა, დარჩეს) მიერ. მეტიც, ვიტორ როკესაც შეუძლია მარცხნივ თამაში.
კატალონიაში ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებენ, რომელიც კლუბის სათამაშო სტილს ერგება და ხელმისაწვდომ ფასშიც შეიძლება შეიძინონ. ასეთი ალეიშ გარსიაა.
გრინვუდმა “ხეტაფეში” მიმდინარე სეზონში გამართულ 26 მატჩში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 5 ასისტია.
ფატის და ფელიშის იმედზე ვერ დავტოვებდი მე მარცხენა ფლანგს.
ანუ? გრინვუდი არა? აბა რაღას წერენ მის ბომბარდირულ სტატისტიკაზე, რაში გვაინტერესებს უცხო ფეხბურთელები.