ბარსელონა ამერიკული ტურნეს მოწყობას აპირებს

ბარსელონა ამერიკული ტურნეს მოწყობას აპირებს

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" პრესეზონის ჩატარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს.

ამავე წყაროს ცნობით, "ბარსა" ამერიკული ტურნეს განმავლობაში რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, სავარაუდო მეტოქეები კი მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

შეხვედრების ჩატარება ივლისის ბოლოსთვის იგეგემება, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

შევახსენებთ, კატალონიურ გრანდს 1 ამხანაგური მატჩი უკვე ჩანიშნული აქვს - 25 მაისს, სიდნეიში "ბარსელონა" ავსტრალიის A ლიგის ვარსკვლავებს დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მაისი 2022 07:17
    1
    ამერიკაში დესტმა დაპატიჟა?
    Culé [?]
    #1 17 მაისი 2022 17:57
    1
    აბა ტურნეებისთვის სცხელათ სულ , ისე ფულის პონტში თორე უაზრობაა