ცოტა ხნის წინ დასრულდა “ინტერ მაიამისა” და “ორლანდო სიტის” შორის MLS-ში გამართული მატჩი, რომელშიც მასპინძლებმა 5-0 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ლეგენდებმა – ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა გაიბრწყინეს. არგენტინელმა სტუმართა მეკარე პედრო გალიესეს დუბლი შეუსრულა, ურუგვაელმა კი 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. პირველი გოლი “ელ პისტოლეროსთვის” ახალ გუნდში სადებიუტო იყო.
მატჩში მონაწილეობა მიიღო “ბარსას” კიდევ ორმა ლეგენდამ – სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ.

“ინტერ მაიამიმ” MLS-ის ახალ სეზონში, “ორლანდოსთან” შეხვედრამდე, “რეალ სოლტ ლეიკს” 2-0 მოუგო, შემდეგ კი “ლოს ანჯელეს გელექსისთან” 1-1 ითამაშა. 3 მატჩის შემდეგ “ინტერ მაიამის” 7 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.
იყო დრო ამ ჯადოქრებს ვუყურებდი, ახლა რაფინიას და ტორესს ვუყურებ.
ამერიკაში მარტივია ვეტერანი პროფესიონალების თამაში .. აქ არ გაახარებდნენ ევროპაში მაგრამ იქ ისვენებენ და თავის საქმესაც კარგად ასრულებენ სრული სამოთხე აქვთ
ისე სად შეიძლება ამათი ყურება, ვინ აჩვენებს?
მგონი სუარესი უკეთეს ფორმაშია ვიდრე ლეო
ეეჰ ძველი დრო გამახსენდა რო ვუყურებდი