“ბარსელონას” პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალი “ბარსელონაში” კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, კატალონიური კლუბი მზადაა, თავდამსხმელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ლევანდოვსკის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავს, თუმცა შემცირებული ხელფასის პირობებით. კლუბში მიიჩნევენ, რომ 37 წლის ფეხბურთელი კვლავ შეუძლია მაღალი დონის ჩვენება, თუმცა ფინანსური ბალანსიც მნიშვნელოვანია.
ამავე დროს, პოლონელ ფორვარდს უკვე აქტიურად უკავშირდებიან სხვადასხვა კლუბები ევროპიდან, საუდის არაბეთიდან და განსაკუთრებით MLS-იდან. ყველა ეს შეთავაზება ოფიციალურ სახეს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ლევანდოვსკი “ბარსელონადან” წასვლას გადაწყვეტს.
საბოლოო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა. წყაროს ცნობით, ლევანდოვსკი ყურადღებით აფასებს ყველა ვარიანტს და გადაწყვეტილებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მიიღებს.
რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონაში” 2022 წელს “ბაიერნიდან” 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 184 თამაშში მან თავი 117 გოლითა და 23 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ლევანას მატარებელმა ჩაიქროლა. როცა თამაშობს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოედანზე არ არის, ანუ გინდ ყოფილა გინდ არა. …და ასეთ კაცს თავაზობენ დარჩენას?
ლაპორტ ცოტა თავი შეანჯღრიე, ნუ გაქოცდი ბოლომდე.
ლეგენდაა გუნდის უკვე, თავისუფლად შეიძლება ამის თქმა, მაგრამ ჯობია წავიდეს უკვე, კარგად რომ დაამახსოვრდეს გუნდს.
ხელფასი აქვს ძაან დიდი
ძალიან კარგ დროს მოვიდა შეიძლება ვინუჟდენიც იყო რადგან ბაიენი არ უხანგრძლივებდა კონტრაქტს მაგრამ კი გააკეთა თავის გასაკეთებელი ასე თუ ისე ამ ასაკისთვის მარყლა კარგია ფერან ტორესს ცალი ფეხით ჯობია
წასვლის დროა რობერტ
ამის თუნდაც განახევრებული ხელფასის რაოდენობა მთელი წლის მანძილზე იმდენია რომ თავისუფლად იყიდის ვინმე ახალგაზრდა და პრესპექტიულ ფორვარდს! ლაპორტას არჩევნებზე ისეთნაირად უჭერდა მხარს რომ გარანტია ქონდა კონტრაქტის
ლაპორტამაც ბრძანა იქნებ ორი წლით დავითანხმოთო
არც არავის იყიდიან ფორვარდად და ყვერან ტორესიც დარჩება 
ამის ხელფასის 50% არ აქვს იამალს. ჯობია წავიდეს და აკეთოს ფული
ოხ ეს იყოს ეხლა 25 წლის რა გაასწორებდა
იასნია დასატოვებელია ფერანს ეს ყოველთვის აჯობებს პროსტა ძირითადის ფორვარდი აუცილებლად საყიდელია. ბასტონს ეჩალიჩებიან მაგრამ ჩემი აზრით ცენტრალურ დაცვაზე მეტად თავდამსხმელის დამატება უნდა იყოს პრიორიტეტული
სათადარიგოს და 50% ხელფასის დაკლებას თუ დათანხმება ბარსელონა ერთ წლიან კონტრაქტს შეთავაზებსო და ამაზე კარგი ზამენა ვინ გვეყოლება? იმედია დარჩება
ზამენაზე თუ იქნება კარგია მარა ძირითადისთვის თუ იტოვებენ სიაულელეა, 38 არის და 90 წუთს ვეღარ ქაჩავს. ბოლო 30 წუთი რო შემოიყვაანონ ხოლმე დამიჯერეთ ბებერია მარა დიდ საქმეს გაგვიკეთებს
მადლობა, ნახვამდის. მარჯვენა მცველივუთ ნუ გააჯანჯლებენ ფორვარდის მოყვანას, ალვეშის წასვლის მერე ყველა ბავშვი რომ მოსინჯეს ვინც ბრაზილიაში ბურთი აკენწლა, ეს სეზონი ლოგიკურ ფარგლებში მართლა ბოლოა ლევანასთვის, წინა სეზონში კიდე ყოფნიდა ჯანი მაგრამ ახლა ძალიან შეეტყო და უნდა ხვდებოდეს თვითონაც რომ აღარ არის ბარსაში დარჩენაში რამე აზრი.
117 გოლს ტორესი კარიერის ბოლომდე ვერ გაიტანს. ეს ხუმრობა იყოს და ლევანდოვსკის ინტერი ეჩალიჩება თუ რობერტი მართლა კულეა ხელს მოაწერს კონტრაქტს და ინტერს მივყიდით. პატარა ხეირი ხო უნდა მოგვიტანოს ფინანსების მხრივ. ფინანსებზე გამახსენდა რაფინიას ტრამვის გამო ფიფა მხოლოდ 144 ათასს გვთავაზობს.
ამ კაცის მიმართულებით ზიზღს და ქილიკს ვერ ვხვდები. გასაგებია რომ ვეღარაა ის ვინც 10 წლის წინ იყო. აწყობილი საათივით ჰქონდა ბაიერნში საქმე და დაჩაჩანაკებულ გუნდში გადმოვიდა, როგორც აღმოჩნდა ჩვენთვის ყველაზე საჭირო დროს. ისეთ პერიოდში მოვიდა, როცა სანატრელი გვქონდა ადამა ტრაორეს და ეშლი იანგისნაირი ფეხბურთელების ყიდვა) და ამით ბიძგი მიცა სხვა დიდ ტრანსფერებს რაც იმ წლებში გვქონდა (რაფინია, კუნდე, ინიგო, კანსელო ა.შ) და ამ ყველაფერთან ერთად რამდენი ტიტულის მოგებაში მიიღო პირადად მონაწილეობა.
კუბოთი აპირებენ გატანას?